ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო წრის საპასუხო მატჩებში ქართველმა ლეგიონერებმაც ითამაშეს.

ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო წრის საპასუხო მატჩებში ქართველმა ლეგიონერებმაც ითამაშეს. გიორგი ადამიამ სკოპიეს "მეტალურგის" წინააღმდეგ მაკედონიაშიც სასტარტოში ითამაშა, ჩვენებური 83-ე წუთზე შეცვალეს, "ყარაბახმა" 1:1 ითამაშა და ორი მატჩის ჯამში 5:2 უპირატესობით შემდეგ ეტაპზე გავიდა. შეგახსენებთ, რომ პირველ მატჩში ადამიამ გოლი გაიტანა, ამ თამაშში კი საგოლე პასით დაკმაყოფილდა.

მეორე აზერბაიჯანული კლუბი, "ხაზარი" კი გათამაშებიდან მოლდოვურმა "ოლიმპიამ" გამოთიშა. დავით იმედაშვილის გუნდი შინ 1:1 ეთამაშა მეტოქეს და ორი მატჩის ჯამში მოლდოველები აზერბაიჯანში გატანილი გოლის წყალობით გავიდნენ. იმედაშვილმა სრულად ითამაშა და მატჩის ბოლოს ყვითელი ბარათი მიიღო.

ებრაულმა "ბნეი იეჰუდამ" შინ 1:0 დაამარცხა სომხური "ულისი" და ორი მატჩის ჯამში ამავე ანგარიშით გააგდო გათამაშებიდან. გიორგი კრასოვსკიმ და თენგიზ უგრეხელიძემ შეუცვლელად ითამაშეს სტუმართა რიგებში, გაგა თიბილიაშვილი კი 67-ე წუთზე შეცვალეს, ხუთ წუთში მოედანზე შოთა ჯიქია ვიხილეთ.

მოლდოვური "დაჩია", რომელსაც წინა მატჩში გაგდებული დავით გამეზარდაშვილი აკლდა, 0:0 დაუზავდა "ზეტას" და სტუმრად გატანილი გოლის წყალობით შემდეგ ეტაპზე გავიდა. ლევან კორღალიძემ 84-ე წუთამდე ითამაშა, ვასილ ღუჭაშვილი ბოლო წუთზე გამოიყვანეს, ხოლო მამუკა ლომიძე არ შეუცვლიათ მოლდოველთა რიგებში.

უნგრულმა "დიორი ეტომ" 3:1 მოუგო "ნიტრას" და შემდეგ ეტაპზე გავიდა (5:3). ამ მატჩში ანგარიში რატი ალექსიძემ გაათანაბრა 22-ე წუთზე, 75-ე წუთზე ვეტერანი ქართველი ფორვარდი შეცვალეს, თეიმურაზ შარაშენიძე მასპინძელთა სათადარიგო სკამზე იჯდა.

რუსული პრემიერლიგის მე-12 ტურის მატჩში ნალჩიკში "სპარტაკმა" 2:1 მოუგო "ტერეკს". მასპინძელთა შორის 90 წუთი ითამაშა დავით სირაძემ, გოგიტა გოგუა კი თამაშში 65-ე წუთზე ჩაერთო, სტუმრებში მეორე ტაიმი ითამაშა ლევან გვაზავამ. სწორედ მან გაიტანა "ტერეკის" ერთადერთი გოლი - 5 წუთის გამოსულმა ქართველმა საჯარიმოს რკალიდან კუთხეში გაიტანა. გოგუამ კი 25 წუთი ითამაშა და მაინც მოასწრო ყვითელი ბარათის მიღება. სირაძემ და გვაზავამ "ჩემპიონატ.რუ-სგან" 6-6 ბალი მიიღეს, გოგუამ - 5,5.

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა