"პირობების არქონა ფიზმომზადებაშიც გვეტყობა, თორემ ქართველებსაც გვყავს ჯანიანი ბიჭები. ეგ არის, რომ მათ ხელშეწყობა არ აქვთ"
მურთაზ (ბუბა) დაუშვილი ლვოვის "კარპატის" დაუბრუნდა. შიდასაკლუბო დაპირისპირების შედეგები მას მძიმედ დაეტყო. ლვოველებმა ის ვერ გაყიდეს.

დაბრუნება ერთია, მაგრამ დაუშვილს დიდი დრო გაუცდა, სანაკრებო თამაშები გამოტოვა და ახლა ფორმის აღდგენას ცდილობს.

ის "ლელოს" ამ და სხვა საკითხებზე ელაპარაკა...

- "კარპატის" კი დაუბრუნდით, მაგრამ ძირითადში თუ ითამაშებთ?

- უკვე ყველაფერი მოგვარდა. ლვოვში რომ ჩამოვედი, ორი კვირა ჯერ ინდივიდუალურად, ექიმის ზედამხედველობით ვვარჯიშობდი. მერე ხუთი დღე დუბლებში დავყავი, რაც თავად მოვითხოვე, უთამაშებელს ძალიან რომ არ გამჭირვებოდა. მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ სევიდოვმა ძირითადში ამის შემდეგ გადამიყვანა.

ცხოვრება ასეა - ხან კარგად ხარ, ხან ცუდად, მაგრამ შრომა არ მეზარება და ამ ჩავარდნისაც არ მეშინია.

- გამოდის, რომ "კარპატიში" დარჩენა გადაწყვიტეთ?

- არა. შესაძლოა, ზამთარში სხვაგან წავიდე. მაგრამ ჯერ ამაზე არაფერს ვიტყვი.

- მართალია, თითქოს ლვოვში ბინაზე საკუთარი ნებით თქვით უარი და "კარპატის" ბაზაზე ცხოვრობთ?

- ასე იქცევა ბევრი ფეხბურთელი, ვისაც წინსვლა სურს. მე კი ევროპაში თამაში მსურს. როცა მომინდება, ბაზაზე მაშინ ვივარჯიშებ. მხოლოდ ფეხბურთზე ვფიქრობ. მარტო ბინა კი არა, "კარპატის" გენერალურმა დირექტორმა მითხრა - მანქანას მოგცემო. კლუბის სპონსორი ესპანური საავტომობილო კომპანია "სეატია", მაგრამ ამაზეც უარი ვთქვი.

- მგონი, კლუბშიც და ეროვნულ ნაკრებშიც ერთადერთი ფეხბურთელი ხართ, რომელსაც მანქანა არ ჰყავს?

- მანქანაში ცუდი არაფერია, მაგრამ ახლა ისეთ ეტაპზე ვარ, ფეხბურთის სათამაშოდ ასე აჯობებს. უფრო მშვიდად ვარ. ნაკრების შეკრებაზეც ტაქსით მივდივარ, რადგან თბილისში ცოტა ხნით ვჩერდები და საკუთარი მანქანა არ მჭირდება. როცა ვამჩნევ, რომ კარიერაში რაღაც ხელს მიშლის, იმაზე უარს ვამბობ. ხომ იცით, ყველაფერი ინდივიდუალურია, თორემ, მესისა და რონალდოს მანქანები ჰყავთ, მაგრამ მშვენივრად თამაშობენ.

- ბაზაზე ასეთი კარგი პირობებია, რომ იქ გადაწყვიტეთ ცხოვრება?

- უკრაინაში თითქმის ყველა კლუბს აქვს ისეთი ბაზა, რომელიც ხუთვარსკვლავიან სასტუმროს არაფრით ჩამოუვარდება. მხოლოდ ასეა შესაძლებელი ევროპული დონის ფეხბურთელის გაზრდა. იმ გუნდში, რომელსაც ასეთი კეთილმოწყობილი ბაზა არ აქვს და არავინ იცის, სად წავა ვარჯიშის შემდეგ ფეხბურთელი, რას შეჭამს, როგორ დაისვენებს და ძალებს როგორ აღიდგენს, წარმატებებზე ფიქრი ძნელია.

საქართველოში ასეთი ბაზა ვის აქვს? მხოლოდ "დინამოს", "ზესტაფონსა" და "ტორპედოს". არადა, ეს უმაღლესი ლიგის ყველა კლუბს სჭირდება და ასეთ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, ქართული ფეხბურთი სულ სხვა დონეს მიაღწევს.

- სამწუხაროდ, უკრაინისა და ჩვენი კლუბის პირობებს შორის დიდი განსხვავებაა, ისევე, როგორც თავად ფეხბურთისადმი დამოკიდებულებაში...

- სამწუხაროდ, ასეა. საფეხბურთო სამყარო უკრაინაშიც მარტო რომ იყოს, მათ ჩემპიონატსა და ფეხბურთსაც ვერავინ უშველიდა. უკრაინაში ფეხბურთს სახელმწიფოც აფინანსებს და ბიზნესიც, თავიანთი გუნდები ჰყავთ და ცდილობენ, გააძლიერონ და ერთმანეთს არ ჩამორჩნენ - ეს ჯანსაღ კონკურენციას ზრდის.

მერიდება ამაზე ლაპარაკი, ვიღაცამ შეიძლება თქვას - შენ ვინ გეკითხებაო, მაგრამ... პირველ რიგში, ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი ვარ და მერე - ფეხბურთელი. ამიტომაც გული მტკივა, ჩვენს შესაძლებლობებს რომ ვერ ვიყენებთ. მარტო ლაპარაკი იმაზე, რომ პრობლემები გვაქვს, არ გვიშველის. პრობლემები თუ გაქვს, უნდა მოაგვარო. ხომ შეიძლება, მაგალითად, ერთ წელს ბავშვთა ფეხბურთს მივხედოთ, მეორე წელს სხვას და ასე შემდეგ. მთავარია ეროვნული ჩემპიონატის გაძლიერება, სხვაგვარად ფეხბურთელები ვერ გაიზრდებიან.

- ბაზის გარდა, კიდევ რა აკლიათ საქართველოს ჩემპიონატის მოთამაშეებს?

- ელემენტარულად, ფეხბურთელს სჭირდება კარგი ბუცები, სპეციფიკური კვება, კარგი მოედანი, აღდგენითი პროცესი, დასვენება, მოსამზადებელი ეტაპი, ვიტამინები, თამაშის შემდეგ ცივი აბაზანა, რომელიც კუნთების აღდგენაში გეხმარება...

შემწვარი კარტოფილი და ხაჭაპური არ არის ფეხბურთელის კვება და, რომ იცოდეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან არასწორი კვება არის ტრავმების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. აქედან ერთი რგოლიც რომ ამოვარდეს, არაფერი გამოვა...

ამბობენ, ქართველები ფიზიკურად სუსტები ვართო, რაშიც ვერავის დავეთანხმები - პირობების არქონა ფიზმომზადებაშიც გვეტყობა, თორემ ჩვენც გვყავს ჯანიანი და გამძლე ბიჭები. ეგ არის, რომ მათ ხელშეწყობა არ აქვთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

შესაძლებელია თუ არა ამ ზაფხულს კვარაცხელიას "არსენალში" გადასვლა - ფაბრიციო რომანომ ამ საკითხზე ისაუბრა
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
დავით ხოჭოლავა ინდივიდუალურად ვარჯიშობს
ანდრო გიორგაძე უკრაინაში დაბრუნდა
დვალმა ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა და გოლი ისევ ორიგინალურად აღნიშნა
"ტორპედო" ნიკა სანდოხაძის "კარპატისთან" 0:3 დამარცხდა
"კარპატი" ნიკა სანდოხაძეს იჯარით ლატვიის "რიგასში" გაუშვებს
ქვილითაიას დუბლის მიუხედავად, "აპოელი" ფრეს დასჯერდა
ნიკა სანდოხაძემ "კარპატი" დატოვა
დვალმა გოლი ქართული ცეკვის ილეთით აღნიშნა - "აპოელი" ვერ გალიდერდა
ნიკა სანდოხაძე "კარპატიში" დაბრუნდა და "სეპტემვრისთან" ითამაშა
ქვილითაიას ორიდან ერთი გოლი ჩაუთვალეს - "აპოელმა" გაიმარჯვა
ქვილითაიას დუბლი, "აპოელის" მარცხი და ვერცხლის მედლები
ქვილითაიამ ისევ გაიტანა, ტრავმა მიიღო და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს