მალე გაირკვევა, ვინ უხელმძღვანელებს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მომდევნო შესარჩევ ციკლში
ძალიან მინდა, ლევან კობიაშვილმა "ბაიერნთან" ითამაშოს.

ის არაერთხელ გამოსულა ბავარიული გიგანტის წინააღმდეგ, ოღონდაც, ამ სეზონში კობი ფეხბურთელის კარიერას ასრულებს და თუ ბოლო სეზონშიც ითამაშებს მიუნხენელთა წინააღმდეგ, გულს გაუხარდება.

ბოლო წლებში მოკლებული ვართ ქართველი ფეხბურთელების ხილვას დიდ კლუბებში თუ დიდ კლუბებთან პაექრობებში, დღეს კი ამის შანსი ჩვენც გვაქვს კობიაშვილთან ერთად.

როცა კობი "ფრაიბურგის" ფეხბურთელი იყო, "ბაიერნს" ჯარიმიდან გაუტანა. ბავარიელთა კარს მაშინ ოლივერ კანი იცავდა. ის თამაში "ფრაიბურგმა" 3:4 წააგო, თუმცა ფოლკერ ფინკეს ქართველებმა მართლაც კარგად ითამაშეს, ფრაიბურგელმა ფანებმა კი კანს ბანანები დაუშინეს - ვისაც "ბაიერნი" არ უყვარდა, კანს "გორილას" ეძახდა.

ეს "ბაიერნი" კი მაშინდელზე ძლიერი უნდა იყოს, თუმცა პეპ გვარდიოლას ბოლომდე აქვს თუ არა დალაგებული ურთიერთობა ფეხბურთელებთან, ჯერაც საკითხავია. ბუნდესლიგის წინა ტურში "ბაიერნმა" "მაინცს" 4:1 რომ მოუგო, არიენ რობენს უნდოდა პენალტის დარტყმა, მაგრამ გვარდიოლამ არ დაარტყმევინა და 11-მეტრიანი თომას მიულერმა შეასრულა. მერე "ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგაზე "პლზენი" დააჩოქა - 5:0 დაამარცხა.

გვარდიოლამ რობენს დაუყვირა - პენალტი დაარტყიო, მაგრამ ჰოლანდიელმა ბურთი ფრანკ რიბერის გადააწოდა...

შტეფან ეფენბერგმა თქვა - "მაინცთან" მწვრთნელმა ფეხბურთელი ათასობით გულშემატკივრის წინაშე შეარცხვინაო. ვფიქრობ, ეფენბერგმა ეს იმიტომ თქვა, რომ ბევრ გერმანელს შურს გვარდიოლასი. რა თქმა უნდა, "ეფეს" შეეძლო, ეთქვა - არ ვიცი, თამაშის წინ რა უთხრა გვარდიოლამ ფეხბურთელებს, თუ მწვრთნელმა თქვა, პენალტი მიულერმა უნდა დაარტყასო, მაშინ რობენთან გვარდიოლა მართალიაო...

დასავლეთის კარგ ქვეყნებში სულ სხვანაირად წონიან თითოეულ სიტყვას. ეფენბერგმა თქვა ის, რაც გულს მოეფინებოდა "ბაიერნის" გულშემატკივრებს. რობენი მათი კერპია, გვარდიოლას კი "ბაიერნში" თავისი ჯერაც დასამტკიცებელი აქვს.

პეპს შეუძლია, რობენი სათადარიგოთა სკამზე დასვას ან ტრიბუნაზე, მაგრამ "ბაიერნი", რაც უნდა ძლიერი იყოს, ყველა თამაშს ვერ მოიგებს, "მაინცსა" და "პლზენზე" გაცილებით ძლიერი მეტოქეები შეხვდება და რობენი იქ უკვე ძალიან დასჭირდება. თუ მწვრთნელი ფეხბურთელის საქციელზე თვალს დახუჭავს, გამოვა, რომ ის სუსტია, ხოლო თუ მწვრთნელს უთანხმოება მოუვა გუნდის ერთ-ერთ ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავთან, ესე იგი, მას ფეხი დაუცდა ფეხბურთელთან ურთიერთობაში.

გვარდიოლა გერმანიაში უცხოელი მწვრთნელია, თანაც - "ბაიერნის", და მხოლოდ გუნდის ტაქტიკა-სტრატეგიაზე ვერ იფიქრებს.

გვარდიოლასა და რობენის ამბავი იმად გამახსენდა, რომ მალე გაირკვევა, ვინ უხელმძღვანელებს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მომდევნო შესარჩევ ციკლში - თემურ ქეცბაია იქნება ის თუ ახალი მწვრთნელი, ფეხბურთელებთან ურთიერთობა უთუოდ დასალაგებელი ექნება. სწორედ ეს ურთიერთობა გახდება გუნდის საფუძველი.

ურთიერთობის პრობლემა ალბათ ყველა გუნდში გამოხტება ხოლმე. ამასწინათ, ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ გენმდივან დავით კვინიკაძესთან მქონდა ინტერვიუ. მან არა ერთი საინტერესო ამბავი გაიხსენა, მათ შორის - ფედერაციასა და მწვრთნელს, მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის ურთიერთობის ასპექტები.

პრობლემატური იყო ფედერაციის ხელმძღვანელობისა და ნაკრების მწვრთნელის ურთიერთობაც და როცა ახლა კიდევ ერთხელ არის გადასაწყვეტი, თუ ვის ჩააბარებენ ნაკრებს, ეს ფაქტორიც გახდება გასათვალისწინებელი - ფეხბურთის ფედერაციამ უკვე დამოუკიდებლად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და, შესაბამისად, პასუხისმგებლობაც გაეზრდება...

მერაბ ჟორდანიასა და "ვიტესზე" გასულ კვირაში ბევრი დაიწერა. თბილისის "დინამოსა" და ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა იცოდა ადამიანებთან ურთიერთობა და ვიტესური ამბების მერე ალბათ ამიტომაც გახდა აქტუალური ვარაუდები იმაზე, აპირებს თუ არა ის საქართველოში დაბრუნებას.

ჟორდანიას ყოველთვის ჰქონდა უპირატესიბა იმ საკითხში, რასაც ურთიერთობა ჰქვია.

გვარდიოლას კი უკვე ებრძვიან...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
კვირის 1000 წვრილმანი: ანდორა და სან მარინო: საფიქრალი, აი, ეს არის!
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
კვირის 1000 წვრილმანი: სივრცე, რომელსაც ფული ვეღარ მართავს
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
საქართველო და სომხეთი ფეხბურთში 2029 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებენ
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
"გურია თუდეის" ექსკლუზივი: ლანჩხუთის „გურიას“ 100%-იან წილს სფფ-ის ექს-პრეზიდენტის, მერაბ ჟორდანიას შვილის, კახი ჟორდანიას კომპანია ყიდულობს!
მერაბ ჟორდანია "აუსტრიას" შეიძენს - მისი ვაჟი კი უკვე გუნდში ჩაირიცხა
კვირის 1000 წვრილმანი: გულახდილი შუსტერი
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
"ბოდიში და ჩისკოს დედა არ ვატირე?! ეს არის ფსკერი და ნაგავი" - მერაბ ჟორდანიამ "დინამოს" გამოსვლა სკანდალურად შეაფასა
"ტორინოსთან" მატჩის შემდეგ მირეკავს ლეგენდარული ჩირო ფერარა და "კვარაზე" მეუბნება... - მერაბ ჟორდანია
"ხვიჩას გარეშე "ნაპოლი" სოფლის გუნდია" - მერაბ ჟორდანია
სტამბოლში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა
კვირის 1000 წვრილმანი: კონტრაქტი თუ ჯენტლმენობა?
"ფინანსური დავალიანება სრულად დაიფარება და შეიქმნება ღირსეული ბიუჯეტი საიმისოდ, რომ..." - მერაბ ჟორდანიამ ლანჩხუთის "გურიაზე" ისაუბრა
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
კვირის 1000 წვრილმანი: გასტრონომიის ჟამი - ოლიგარქი, ღარიბი და გარდანქეშანი
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე
კვირის 1000 წვრილმანი: ლოდინსაც აქვს ზღვარი
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა