ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

მიურეის მოგებით დაიწყო

მიურეის მოგებით დაიწყო

ნადალი წლის ჩოგბურთელია, ფედერერი - პლანეტის ერთერთი ყველაზე სექსუალური მამაკაცი

ბრიტანელი ენდი მიურეის გამარჯვებით დაიწყო ლონდონში ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირი. თავიდანვე ეს შეხვედრა B ჯგუფში მეორე ადგილისთვის ბრძოლად მონათლეს, რადგან ამ კვარტეტში ერთი გამოკვეთილი ფავორიტი (როჯერ ფედერერი) და ერთი აუთსაიდერია (დავიდ ფერერი). გარდა ამისა, ენდისთვის ეს ერთგვარი რევანშის შანსი იყო - ერთი კვირის წინ ბრიტანელს სწორედ სიოდერლინგმა ჩამოართვა რეიტინგში მეოთხე ადგილი.

მასპინძელმა მესამე გეიმში სამმაგი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა და ბრეიკის აღების შანსი ხელიდან არ გაუშვა. შედეგად, შოტლანდიელმა უპირატესობა მიიღო, რომელიც მეშვიდე გეიმში მეორე ბრეიკით განავრცო და პარტია ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა - 6:2.

საერთოდ, შვედი პირველ სეტში ძალიან ინერტულად გამოიყურებოდა და აბსოლუტურად ჩააგდო მეორე მოწოდება - მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვა. მიღებაზე უკეთ კი გამოიყურებოდა, მაგრამ ბრეიკისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

მეორე ტაიმში სკანდინავიელმა შეძლო თამაშის გათანაბრება, პირველ რიგში, მოწოდების გამოსწორების ხარჯზე. ამ ყველაფერმა მეექვსე გეიმში რობინს პირველი ბრეიკ-პოინტი მოუტანა, მაგრამ ამ შანსის გამოყენება ვერ შეძლო, შემდეგ გეიმში კი შეხვედრის ბედი გადაწყდა. მიურეიმ ისევ სამმაგი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა და სიოდერლინგმა ორმაგი შეცდომით დათმო საკუთარი გეიმი. რობინს სიტუაციის გამოსწორების შანსი თითქმის არ ჰქონია - შვედმა ალღო ვერ აუღო მეტოქის მრავალფეროვან თამაშს, თან თავისი კოზირი (ძლიერი მოწოდება) ვერ გამოიყენა, იმ დროს, როცა მიურეიმ ცხრა ეისით გამოიჩინა თავი.

წლის შემაჯამებელი ტურნირი იმით არის ცნობილი, რომ ყველა დამარცხებულს აძლევს მეორე შანსს და ახლა სიოდერლინგს ფერერისა და ფედერერის დამარცხება დასჭირდება ნახევარფინალში გასასვლელად, თუმცა მოვლენები შეიძლება ისე განვითარდეს, რომ ერთი მოგებაც საკმარისი აღმოჩდნეს ჯგუფიდან გასასვლელად.

როჯერი ოლიმპიადას უმიზნებს

ამერიკულმა ჟურნალმა People-მა კიდევ ერთხელ აღიარა შვეიცარიელი როჯერ ფედერერი პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ მამაკაცად. ამჯერად მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი 25 საუკეთესოს სიაში მოხვდა, უფრო ზუსტად, 24-ე პოზიციაზე აღმოჩნდა.

სპორტს ამ სიაში კიდევ ერთი წარმომადგენელი ჰყავს - ინგლისელი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი, რომელიც მე-18 პოზიციაზე დააყენეს, პირველობა კი ამერიკელ მსახიობსა და მომღერალ ზაკ ეფრონს ერგო.

ფედერერს გუშინ უნდა ჩაეტარებინა პირველი შეხვედრა წლის შემაჯამებელ ტურნირზე. მანამდე შვეიცარიელმა პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ მომავალ ორ სეზონში მისი პრიორიტეტი ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადა იქნება.

"ეს ჩემი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია. სავარჯიშო პროცესსა და ტურნირების გრაფიკს ისე ავაწყობ, რომ ოლიმპიადისთვის სპორტული ფორმის პიკს მივაღწიო", - განაცხადა 29 წლის ჩოგბურთელმა.

შეგასენებთ, რომ ფედერერმა სამ ოლიმპიადაში მიიღო მონაწილეობა და ყველაზე დიდ წარმატებას 2008 წელს პეკინში მიაღწია - თანამემამულე სტანისლას ვავრინკასთან ერთად წყვილთა თანრიგში გაიმარჯვა.

პრიზები დარიგებულია

ლონდონის ტურნირის სტარტამდე პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ 2010 წლის სეზონის ლაურეატები გამოავლინა.

როგორც წინასწარ იყო ცნობილი, "წლის ჩოგბურთელის" ტიტული ესპანელმა რაფაელ ნადალმა მოიპოვა, ხოლო "წლის წყვილად" ამერიკელი ბობ და მაიკ ბრაიანების დუეტი გამოცხადდა. გარდა ამისა, ნადალმა მიიღო სტეფან ედბერგის სახელობის პრიზი - "წლის ჯენტლმენი". აღსანიშნავია, რომ ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ამ ჯილდოს მფლობელი როჯერ ფედერერი ხდებოდა.

თავის მხრივ, არც შვეიცარიელი დარჩენილა პრიზის გარეშე - გულშემატკივრების ვერსიით ის "ყველაზე საყვარელ ჩოგბურთელად აღიარეს". როჯერის სასარგებლოდ ხმა გამოკითხულთა 47 პროცენტმა მისცა. წყვილთა თანრიგში ანალოგიური პრიზი ძმებმა ბრაიანებმა დაისაკუთრეს.

აი როგორ გამოიყურება ATP-ის ლაურეატთა სრული სია:

წლის ჩოგბურთელი - რაფაელ ნადალი (ესპანეთი)

წლის წყვილი - ბობ ბრაიანი/მაიკ ბრაიანი (აშშ)

წლის პროგრესი - ანდრეი გოლუბევი (ყაზახეთი)

წლის ახალბედა - ტობიას კამკე (გერმანია)

წლის დაბრუნება - რობინ ჰაასე (ჰოლანდია)

საყვარელი ჩოგბურთელი - როჯერ ფედერერი (შვეიცარია)

საყვარელი წყვილი - ბობ ბრაიანი/მაიკ ბრაიანი (აშშ).

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს

ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია

მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა