27 ოქტომბერს, ლუბლიანაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატის გუნდურ პირველობაზე გია გუგავას შეგირდებმა ფინალში ბერძნებს აჯობეს

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონია!

ჩვენმა ბიჭებმა 27 ოქტომბერს, ლუბლიანაში მიმდინარე პლანეტის გუნდური პირველობის ფინალში საქართველოდან წასული მწვრთნელის დამოძღვრილ და ქართველებით ზურგგამაგრებულ საბერძნეთის ნაკრებს 4:1 მოუგეს.

არადა, საბერძნეთი მეორე ნახევარფინალიდან ჰოლანდიაზე ბევრად არასასურველი მეტოქე იყო - ელადელებს ქვედა სამ წონაში ფრიად ტიტულოვანი ფალავნები ჰყავთ. წინასწარვე ჩანდა - ჩემპიონობას ამ სამიდან მხოლოდ რომელიმეში გამარჯვება თუ მოგვიტანდა.

მადლობა ღმერთს, არათუ ასეც მოხდა, ბერძნებს მოსალოდნელზე იოლად მოვუგეთ.

მთელ ტურნირზე ჩვენებს შედარებით მხოლოდ რუსებთან გაუჭირდათ სულ პირველ შეხვედრაში, როცა თავიდან საყაიმო ანგარიში იყო - 1:1, მაგრამ მერე ჩვენებმა აიწყვიტეს და ბოლო პაექრობის წინ ვადამდელი გამარჯვება გაინაღდეს, რუსებს კი საბოლოოდ 3:2 სძლიეს.

ქვეჯგუფის მეორე შეხვედრაში მონღოლებს 5:0 მოუგეს, იმავე ანგარიშით დაამარცხეს მასპინძელი სლოვენია ნახევარფინალში, ბერძნებთან კი 4:1 იმარჯვეს.

ფინალის წინ სატელეფონო საუბრისას გუნდის ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმა გვითხრა, რომ მწვრთნელები ბერძნებთან სიურპრიზს ამზადებდნენ. ეს კოზირი ფრიდონ გიგანი (73) აღმოჩნდა - გია გუგავამ ის გუნდურში მხოლოდ ამ ერთ შეხვედრაში დააყენა და ცვლილებამაც გაამართლა, გიგანმა ევროპის წლევანდელი ჩემპიონი და მსოფლიოს მესამე პრიზიორი, ქართველი რომან მასტოპულოსი (რევაზიშვილი) დასრულებამდე 55 წამით ადრე იუკოზე გამოცელა, 30-ით ადრე კი კისრულით ვაზარზე ჩაიყოლა და საერთო ანგარიშიც გააყაიმა - 1:1. <object width="500" height="375" data="http://www.youtube.com/v/0mH1mugKoSE?hl=ru_RU&version=3&rel=0" type="application/x-shockwave-flash"> <param name="allowFullScreen" value="true" /> <param name="allowscriptaccess" value="always" /> <param name="src" value="http://www.youtube.com/v/0mH1mugKoSE?hl=ru_RU&version=3&rel=0" /> <param name="allowfullscreen" value="true" /> </object>

მომდევნო პაექრობაში იყოჩაღა უშანგი მარგიანმა (81), რომელმაც ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი, სლოვენიაში პირად პირველობაში მსოფლიოს ჩემპიონატის მომგები ალექსიოს ნტანაციდისი მშვენიერი მოგვერდით ვაზარიზე დააგდო - 3:1.

ვადამდელი გამარჯვება კვლავ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონმა ბექა ღვინიაშვილმა (90) მოგვიტანა. მან ჩვეულებას არც ახლა უღალატა და ტურნირზე თავისთვის ბოლო შეხვედრა კვლავ შებოჭვით მოიგო. ამჯერად - გეორგიოს მალიაროპოულოსისთან - 3:1.

ბოლო პაექრობაში ევროპის ვიცე-ჩემპიონმა და მსოფლიოს პრიზიორმა ლევან მატიაშვილმა (+90) ბავშვურად იოლად გამოცელა დავიდ კარაკლიდისი.

ჩვენებიდან ის ერთადერთი შეხვედრა გელა კელიხაშვილმა (66) წააგო. არადა, მანამდე მან ოთხივე პაექრობა მოიგო და მართლაც კარგად იჭიდავა. თუმცა მეტოქეც ძლიერი ჰყავდა - ახალგაზრდებში ევროპის სამგზის ჩემპიონი გიორგიოს აზოიდისი.

ქართველთაგან უდანაკარგოდ გამოვიდნენ მარგიანი და ღვინიაშვილი - ხუთივე შეხვედრა მოიგეს. წაუგებლად იასპარეზა მატიაშვილმაც - ყველა ორთაბრძოლა მოიგო, მაგრამ მან ერთით ნაკლები იჭიდავა.

ევროპის ვიცე-ჩემპიონმა ლევან გუგავამ (73) 4-დან 3 მოიგო, გიგანმა ერთხელ იასპარეზა და გაიმარჯვა. ასევე ერთხელ იჭიდავა ევროპის მესამე პრიზიორმა გიორგი ზაქარიაძემ (+90), მაგრამ დამარცხდა.

იხილეთ ფოტოგალერეა

ფოტოზე: ბექა ღვინიაშვილი რუს მეტოქესთან
ასევე იხილეთ:

ლევან მატიაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ოქრო დაბადების დღისთვის - ბექა ღვინიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია! [VIDEO]

ახალგაზრდა ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატი: წარუმატებელი დღე

ლერი ჭელიძემ ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაო მოიპოვა

mirza
ყოჩაღ !!! მოგება კარგია , ლამაზად მოგება კიდევ უკეთესი.
tamazi
ყოჩაღ.გაიხარეთ ოლიმპიადის ბოიკოტის მომხრეებო რომ ზაფხულის ოლიმპიადაზე არ დაგვიშვან რა თვალით ჩახედავთ ღვინიაშვილს მომავალ ოლიმპიურ ჩემპიონს,დაფიქრდით ცოტა
Rezo_82
ღმერთმა გაგაძლიეროთ ბიჭებო.... კიდე ბევრჯერ გაგეხარებინოთ ჩვენი გულები...
gia davitadze
მაგრები ხარტ გიმრავლოტ მოგებები
Alex
ყოჩაღ ბიჭებო. ძალიან გაგვახარეთ. ცუდია რომ არჩევნებმა დაჩრდილა ეს დიდი მიღწევა
maxare janashvili
გაიხარეთ ბიჭებო, ეს ერთი და სხვა მრავალი გამარჯვებები მოგეტანოთ, ადიდეთ საქართველო, თქვენი შემდეგი მწვერვალი ყოფილიყოს 2016 წლის ოლიმპიური ჩემპიონობა. დღეს საქართველოს გამარჯვების დღეა .
del piero
გენაცვალეთ პატარა ლომკაცებო!!!
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ევროპის ღია კონტინენტურ თასზე" ძიუდოისტთა ნაკრების სათადარიგოები გამოვლენ
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები ტურნირებზე განაწილდა
ძიუდო. ახალგაზრდული რეიტინგი: ევროპის პირველობის შემდეგ ჩვენი პოზიციები გამყარდა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები: საფიქრალი ოლიმპიადის წინ [ნაწილი I]
მჩატე და მძიმე - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ორად გაიყო
ძიუდოს ფედერაციამ მწვრთნელები დააკომპლექტა - გია გუგავა ნაკრების მეხუთე კურატორია