უფულო ბოსნიელთა წარმატების საიდუმლო
ბალკანეთის ნახევარკუნძულზე არის პატარა ქვეყანა - ბოსნია და ჰერცეგოვინა. ოდნავ მცირე ფართობზეა გაშენებული, ვიდრე ოკუპაციისშემდგომი საქართველო - 51.1 კვ.კმ.

ეთნიკურად ჭრელმა, ომგადატანილმა და პრობლემებით სავსე ამ პატარა ქვეყნის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.

შეიძლება იმის თქმაც, რომ საფეტ სუშიჩის გუნდს წილისყრაში გაუმართლა, რადგან ჯგუფში (საბერძნეთი, სლოვაკეთი, ლიტვა, ლატვია, ლიხტენშტაინი) გრანდები არ ჰყოლიათ, მაგრამ ისიც არ გამოგვრჩეს, რომ ბოსნიელებმა ესეც წარმატებული თამაშით დაიმსახურეს: წინა ორ ციკლში ორჯერვე მეორე ადგილი დაიკავეს და, მართალია, პლეი ოფში ვერ ივარგეს, მაგრამ ერთ-ერთ მოწინავე კალათაში მაინც მოხვდნენ...

ბოსნიაში პოლიტიკური სიტუაცია დღესაც დაძაბულია, ეთნიკურ ჯგუფებს შორის პრობლემები მოუგვარებელი რჩება, ომის პროვოცირების მცდელობა და შფოთი, მათ შორის - სტადიონებზე, იშვიათი მოვლენა არ არის...

ამის მიუხედავად, ბოსნიელებმა ფეხბურთში მაინც გამოავლინეს ერთსულოვნება და ისეთი ნაკრები ჩამოაყალიბეს, ბევრ ევროპულ ქვეყანას რომ შეშურდებოდა. ნუ დაგვავიწყდება, რომ ბოსნიელები ყოფილ იუგოსლავიის ნაკრებში წამყვან პოზიციებზე არ იყვნენ (ისე კი, თავად მწვრთნელი სუშიჩი 1982 წლის მუნდიალის მონაწილეა). იქაური ფეხბურთი მხოლოდ დამოუკიდებლობის შემდეგ განვითარდა.

როგორ იქმნებოდა ბოსნიური წარმატების საფუძველი? ამის შესახებ ბევრისთვის უცნობი ბოსნიელი სპეციალისტი ვერნეს სალკიჩევიჩი გვესაუბრება. ის ბოსნიის უმაღლესი დივიზიონის კლუბ სარაევოს "ოლიმპიკის" ასაკობრივი გუნდის მწვრთნელია.

ინტერვიუს მომზადებაში მენეჯერი გიორგი შანიძე დაგვეხმარა.

- თქვენი აზრით, რამ მოუტანა ბოსნიურ ფეხბურთს წარმატება? რა იყო ამის წინაპირობა?

- ეს გუნდი 4 წლის განმავლობაში შენდებოდა. წინა ციკლშიც შეგვეძლო გასვლა, მაგრამ მაშინ იღბალმა ზურგი გვაქცია. რაც შეეხება დღევანდელი წარმატების წინაპირობას, ამას ბევრმა ფაქტორმა შეუწყო ხელი. ალბათ, იმანაც, რომ 2011 წელს ფიფასა და უეფას სანქციებმა გვაიძულა, ეთნიკური პრობლემების მიუხედავად, ფეხბურთში მაინც ვყოფილიყავით ერთსულოვნები. მივხვდით, რომ, ბოლოს და ბოლოს, ეს წარმატება ბოსნიაში მცხოვრებ ყველა ერს გაახარებდა.

ძალიან დიდი როლი ითამაშა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა საფეტ სუშიჩმა. ის წარსულში ცნობილი ფეხბურთელი გახლდათ და კარიერის შემდეგ მწვრთნელობა დაიწყო. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან წარმატებული სპეციალისტი იყო - საფრანგეთში, საუდის არაბეთსა და თურქეთში ვარსკვლავები არ მოუწყვეტია, მაგრამ ფაქტია - ნაკრებში უნარიანად იმუშავა.

ისიც სათქმელია, რომ ბოსნიის ნაკრებში ბევრი ცნობილი მოთამაშე შეიკრიბა - ჩვენი კაპიტანი ემირ სპაჰიჩი "ლევერკუზენში" თამაშობს, ედინ ჯეკო - "მანჩესტერ სიტიში", მირალემ პიანიჩი - "რომაში", სენად ლულიჩი - "ლაციოში", ვედად იბიშევიჩი - "შტუტგარტში"... ამდენი მაღალი კლასის ფეხბურთელი არასოდეს გვყოლია.

სუშიჩის მთავარი დამსახურება კი ის არის, რომ ამ ფეხბურთელების ნიჭი სწორად გამოიყენა, გუნდში ჯანსაღი ატმოსფერო შექმნა, უსიამოვნება და კონფლიქტები გამორიცხა.

არადა, გუნდიც ქვეყანასავითაა - გვყავს ხორვატები, სერბები და ბოსნიელები. ცხადია, ადრე პატარ-პატარა უსიამოვნებები ხდებოდა, მაგრამ ფეხბურთელებმა პროფესიონალიზმი და თავდადება გამოავლინეს.

- ბოსნია პატარა და ჯერაც მზარდი ქვეყანაა, ძლიერი ეკონომიკით არ გამოირჩევა. ფეხბურთში ფულს ვინ აბანდებს?

- ბალკანეთის ყველა ქვეყანას ეკონომიკური პრობლემები აქვს და ბოსნია გამონაკლისი ვერ იქნება.

- სახელმწიფო ფეხბურთს ან ზოგადად, სპორტს არ ეხმარება?

- მაგალითისთვის გეტყვით იმას, რაც კალათბურთელთა გუნდს შეემთხვა...

- ...ევროპის ჩემპიონატზე ნასესხები ფულით რომ გაემგზავრა?

- დიახ. კალათბურთელები იძულებულნი გახდნენ, ასე მოქცეულიყვნენ, რადგან ბოსნიის მთავრობამ ჩათვალა, რომ მეზობელ სლოვენიაში ნაკრების გამგზავრებას ხარჯი არ სჭირდებოდა და გუნდს საერთოდ არ დაეხმარა. ამ ნაკრების მთავარი მწვრთნელი აცო პეტროვიჩი კი ორი წლის განმავლობაში უფასოდ მუშაობდა და მხოლოდ ერთხელ, ისიც გუნდის ევროპის ჩემპიონატზე გაყვანისთვის მიიღო პრემია.

ფეხბურთსაც არ ეხმარებიან, მაგრამ ჩვენთან მოხერხდა სამართლიანი სპორტული პრინციპების დამკვიდრება.

- რას გულისხმობთ?

- გარიგებული მატჩების წინააღმდეგ რეალური ბრძოლა დაიწყო. მეორე ფაქტორი - ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ ჩვენი რესურსები მაქსიმალურად გამოგვეყენებინა. პატარა ქალაქებსა და სოფლებში საფეხბურთო სკოლები გავხსენით. ბევრი ახალგაზრდა მწვრთნელი ჯერ კიდევ 90-იან წლებში წავიდა სასწავლებლად გერმანიაში, ინგლისში, საფრანგეთში...

ცხადია, ყველაფერს ვერ ვიხსენებ, მაგრამ შედეგი, ძირითადად, ამ ფაქტორებმა გამოიღო. თანაც, ეს შედეგი ძალიან მოკლე დროში მივიღეთ.

- ქართულ ფეხბურთს თუ იცნობთ?

- ბევრი არაფერი ვიცი. თუ არ მეშლება, საქართველოს გუნდებისა და ნაკრების თამაშებიც მხოლოდ რამდენჯერმე მინახავს. მაგრამ გისურვებთ, რომ თქვენც განიცადოთ ის სიხარული, რაც ბოსნიელებს გვეწვია. ეს ლამის დამოუკიდებლობის მოპოვების ტოლფასი სიხარული იყო.

... ვფიქრობთ, დამაფიქრებელი და სამაგალითოა ბოსნიელთა წარმატების ისტორია. საქართველოში კი რა მოხდა? ჯერ საფეხბურთო სამყარო დავშალეთ მარტივ მამრავლებად, მერე ენერგია ერთმანეთთან ბრძოლას შევალიეთ და შედეგად მივიღეთ ის, რომ დღეს გვყავს ეროვნული ნაკრები, რომელსაც წარმატებად ჯგუფში მეოთხე ადგილის დაკავება ეთვლება...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ზღვა სიხარული, რომელიც საქართველოს ვერ ეღირსა [VIDEO]

77
თუ ვიღაცის გაღიზიანება გინდათ, ჩვენზე პატარა ქვეყვები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებენო, ბარემ 3,5 მილიონიანი ურუგვაის მაგალითი მოგეყვანათ, ორგზის მსოფლიო ჩემპიონი და სამგზის ბრინჯაოს პრიზიორია.
ბრაზილიაში სურთ, მუნდიალზე გერმანიასთან 1:7 წაგება კალენდარში "შავი ასოებით" აისახოს
ლიონელ მესი: მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს ყოველთვის ვინანებ
ფიფამ კლუბებს ფეხბურთელების მუნდიალზე გაშვების სანაცვლოდ ფული გადაუხადა
მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს
"აიაქსმა" იბრაჰიმოვიჩის შვილი ინათხოვრა
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე
"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
ᓨᓔᓡᓐᓫᓚᓝᓐ ᓑᓔᓥᓐ ᓒᓝᓪᓘᓠᓘᓫᓔ ᓤᓔᓮᓑᓣᓠᓗᓡ ᓚᓐᓜᓩᓮᓣᓗᓘᓡ "ᓒᓣᓠᓘᓐᓨᓘ" ᓓᓐᓣᓑᓠᓣᓜᓓᓔᓡ
"ზესტაფონი" I ლიგიდან მოკვეთეს, "გაგრა" საქართველოს თასზე არ ითამაშებს
ᓛᓣᓜᓓᓘᕐᓚᓘ 2014. ᓐᓛᓮᓐᓜᕐᓒᓣᓠᓘ ᓛᓐᓢᓩᓘ: ᓯᓔᓙᓝ ᓨᕔᓪᓓᓝᓛᓔᓑᓡ ᓐᕠ ᓞᓐᓢᓘᓝᓑᓡ
ᓑᓔᓥᓐ
კლუბების სკანდალური გადაწყვეტილება - ფუტსალში საქართველოს ჩემპიონატი ჩაიშალა?
ᓑᓠᓐᓖᓘᓚᓘᓐ 2014-ᓘᓡ ᓛᓝᕜᕐᕬᓘᓚᓔᕗᓐ ᓬᓐᓠᓓᓒᓔᓜᕐ: F ᓯᕒᕣᕤᕘ - ᓑᓝᓡᓜᕘᓐ
ᓐᓛᓑᓘცᓘუᓠᓘ "ᓡᓐᓡᓙᓝ" ᓡᓐᓥᓐრᓗᓕეᓚᓝᓡ ᓜᓐᓙᓠᓔᓑᓘᓡ ᓧᓝᓤიᓚ ᓛᓝᓗᓐᓛᓐᓨᓔᓔᓑᓡ ᓘᓛᓐᓢᓔᓑᓡ
ᓛᓣᓜᓓᓘᓐᓚᓘ 2014. ᓑᓝᓡᓜᓘᓘᓡ ᓜᓐᓙᓠᓔᓑᓘ: ᓛᓔᓡᓘ? ᓐᓠ ᓒᓕᓔᓨᓘᓜᓘᓐ, ᓩᓕᓔᓜ ᓒᓕᓧᓐᓕᓡ ᓑᓔᓨᓘᓩᓘ!