Hallelujah
ტორნეო ინისიალში, პირველ შვიდ ადგილზე მყოფი გუნდებიდან გამარჯვება მხოლოდ ერთმა, "ბოკა ხუნიორსმა" მოიპოვა და სატურნირო მდგომარეობა მკვეთრად გაიუმჯობესა. მე-13 ტურის შემდეგ კარლოს ბიანკის გუნდს ჩემპიონობის რეალური შანსი გაუჩნდა.

"ბოკა ხუნიორსის" მორიგი მეტოქე ძალიან ცუდ ფორმაში მყოფი "კოლონი" იყო, რომელსაც 7-მატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა, თანაც ამ 7 შეხვედრაში სანტაფელებს ერთი გოლიც კი არ ჰქონდათ გატანილი!

მასპინძლებმა ფავორიტის სტატუსი გაამართლეს და განსაკუთრებული პრობლემის გარეშე იმარჯვეს. ყველაფერი ერთ წუთში გადაწყდა - ჯერ ემანუელ ჟიგლიოტიმ გაიტანა სეზონში თავისი მეშვიდე გოლი, რამდენიმე წამის შემდეგ კი ხუან მანუელ მარტინესი ზეიმობდა. მარტინესმა გოლი ისე აღნიშნა, თითქოს ცუდი აურა და წყევლა მოიშორაო.

მართლაც, 28 წლის ფორვარდს "ბოკაში" გადმოსვლის შემდეგ ძალიან არ უმართლებდა და ამ მატჩამდე მის ანგარიშზე მხოლოდ ერთი გოლი იყო, ჟიგლიოტიმ კი არ იზეიმა - ის "ბოკამდე" სწორედ "კოლონში" თამაშობდა.

კარლოს ბიანკის გუნდის სხვა კონკურენტებს კი ფეხი დაუცდათ. "ნიუელსმა" საკუთარ მოედანზე "გოდოი კრუსს" ვერ მოუგო, არადა, მატჩის დებიუტში უდიდეს უპირატესობას ფლობდა და ვალდებულიც იყო, რამდენიმე გოლი გაეტანა. მასპინძლებმა მხოლოდ ერთი საგოლე შანსი გამოიყენეს, თუმცა ეს ძალიან ლამაზ სტილში გააკეთეს - ორასიო ორსანის თავურამდე, "ძველმა ბიჭებმა" დიდებული კომბინაცია გაითამაშეს.

მარსელო ბიელსას სახელობის სტადიონზე შეკრებილი ქომაგისთვის სამწუხაროდ, მენდოსელებმა მეორე ტაიმში მოუმატეს და წონასწორობაც აღადგინეს - ხუან ფერნანდესმა ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა. საბოლოოდ, მატჩი ფრედ დასრულდა - 1:1, რაც დიდად გასაკვირი არ უნდა ყოფილიყო, რადგან ეს გუნდები ერთმანეთს ისტორიაში მე-13-ედ შეხვდნენ და ფრედ მე-10-ედ ითამაშეს, ხოლო აქედან 7 შეხვედრა სწორედ ამ ანგარიშით, 1:1 დასრულდა.

"ნიუელსის" დაწევის შანსი ვერ გამოიყენა სარანდის "არსენალმა", რომელმაც "ხიმნასია ლა პლატას" ვერც ფეხბურთში მოუგო და დიდად ვერც ჩხუბში დაჩაგრა. ჰო, თამაშის ბოლო წამებზე ფეხბურთელებს შორის სერიოზული კონფლიქტი მოხდა, რასაც გუნდი-გუნდზე ჩხუბი და 5 წითელი ბარათი მოჰყვა.

ოთხეულის ბოლო წევრი კი საერთოდ დამარცხდა - "სან ლორენსომ" "ლანუსთან" "ქამბექი" "დადო", მაგრამ შემდეგ ორი გოლი გაუშვა და 2:3 წააგო. პრიმერაში თავისი პირველი გოლები გაიტანა ხორხე პერეირამ, რომელმაც დუბლი შეასრულა; სტუმართა მხრიდან კი ერთი ბურთი ლეანდრო რომანიოლის ანგარიშზეა - 2001 წლის მსოფლიოს ახალგაზრდული მუნდიალის გამარჯვებულმა ხანგრძლივი უგოლო სერია (წელიწადი და ორი თვე) შეწყვიტა.

Hallelujah

"რასინგმა" მოიგო! დიახ, დიახ, "რასინგმა" მოიგო! თურმე, ასეთებიც ხდება...

ამ ტურში "აკადემია" ბაია ბლანკას ეწვია და იმ "ოლიმპოს" სძლია, რომელმაც წელს საკუთარ სტადიონზე "ბოკა ხუნიორსი" გაანადგურა (3:0). შეხვედრის ერთადერთი გოლი ბრუნო სუკულინიმ გაიტანა და საკუთარი გუნდის 6-მატჩიანი უგოლო სერია დაასრულა.

ისე, "რასინგს" ამ სეზონში სულ 4 გოლი აქვს გატანილი. აქედან ერთი ავტოგოლი იყო, ორი ბურთი კი სწორედ სუკულინის ანგარიშზეა, რაც ნიშნავს იმას, რომ 20 წლის საყრდენი ნახევარმცველი გუნდის საუკეთესო ბომბარდირია!

ამ გამარჯვებამდე "რასინგს" ზედიზედ 6 მატჩი ჰქონდა წაგებული, თანაც ისე, რომ გოლიც კი არ გაეტანა, ზოგადად მოუგებელი სერია კი 12 შეხვედრისგან შედგებოდა.

ასევე, რამდენიმე სიტყვა "რივერზე" უნდა ვთქვათ: რამონ დიასის გუნდს უკვე 4 ტურია არ გაუტანია, მაგრამ ეს რადიკალურად განსხვავებული შემთხვევაა. "ლოს მილიონარიოსი" ყველა შეხვედრაში უდიდეს უპირატესობას ფლობს, ძალიან ბევრ მომენტს ქმნის, მაგრამ გოლს ვერაფრით იტანს. "ბოკასთან" (2 ძელი), "ბელგრანოსთან" (მინიმუმ ხუთი 100-პროცენტიანი მომენტი) და "ატლეტიკო რაფაელასთან" "რივერს" ჯამში 10-მდე გოლი უნდა გაეტანა, საბოლოოდ კი ერთიც ვერ შეაგდო და ახლა 16 ქულით მე-14 პოზიციაზე იმყოფება.

XIII ტური

ველესი-არ. ხუნიორსი 2:0

გოლები: 1:0 ალიონე (32), 2:0 პრატო (85)

ლანუსი-სან ლორენსო 3:2

გოლები: 1:0 ხ. პერეირა (5), 1:1 ჯენტილეტი (33), 1:2 რომანიოლი (51), 2:2 მელანო (63), 3:2 ხ. პერეირა (72)

ბელგრანო-როსარიო 0:1

გოლი: 0:1 ლუნა (45)

ნიუელსი-გოდოი კრუსი 1:1

გოლები: 1:0 ორსანი (7), 1:1 ხ. ფერნანდესი (60)

ბოკა-კოლონი 2:0

გოლები: 1:0 ჟიგლიოტი (20), 2:0 ხ. მარტინესი (21)

არსენალი-ხიმნასია 1:1

გოლები: 1:0 კარალიო (18), 1:1 ფ. პერეირა (63)

გაძევება: დ. პერესი (90. არსენალი), ნ. აგირე (90. არსენალი), მუსისი (90. ხიმნასია), გ. დიასი (90. ხიმნასია), მ. გარსია (90. ხიმნასია)

ესტუდიანტესი-კილმესი 1:0

გოლი: 1:0 პ. როდრიგესი (64)

ოლიმპო-რასინგი 0:1

გოლი: 0:1 ბ. სუკულინი (63)

გაძევება: მოირაგი (82. ოლიმპო)

ოლ ბოისი-ტიგრე 0:0

ატლ. რაფაელა-რივერი 0:0

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ

1. ნიუელსი 13 8 3 2 19-10 27

2. არსენალი 13 6 6 1 15-8 24

3. ბოკა 13 7 3 3 18-14 24

4. სან ლორენსო 13 7 2 4 21-12 23

5. ატლ. რაფაელა 13 6 3 4 15-15 21

6. გოდოი კრუსი 13 5 5 3 12-7 20

7. ხიმნასია 13 5 5 3 15-16 20

8. ლანუსი 13 5 4 4 20-10 19

9. ველესი 13 5 4 4 16-12 19

10. ესტუდიანტესი 13 4 7 2 11-8 19

11. როსარიო 13 5 3 5 13-15 18

12. არ. ხუნიორსი 13 5 2 6 10-15 17

13. ბელგრანო 13 4 4 5 16-14 16

14. რივერი 13 4 4 5 8-7 16

15. ტიგრე 13 4 4 5 10-12 16

16. კილმესი 13 4 2 7 7-16 14

17. ოლ ბოისი 13 2 6 5 9-12 12

18. ოლიმპო 13 2 5 6 13-19 11

19. კოლონი 13 3 2 8 6-16 11

20. რასინგი 13 1 2 10 4-20 5

ბომბარდირები: 7 - ჟიგლიოტი (ბოკა ხუნიორსი); 6 - ფურჩი (არსენალი), მაქსი როდრიგესი (ნიუელს ოლდ ბოისი); 5 - კაუტერუჩიო (სან ლორენსო), მატოსი (ოლ ბოისი), პრატო (ველეს სარსფილდი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

არგენტინა. ტორნეო ინისიალი. XII ტური: ძალიან საინტერესო და გოლუხვი ტური

ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
[VIDEO] უბრალოდ შეუჩერებელია - კვერნაძემ სერია A-ში ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა
აბუაშვილის "მეცი" დავითაშვილის "სენტ-ეტიენს" დაუზავდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-3 დინამო (თბ). მთავარი არგუმენტი, ანუ რატომ იყო "დინამოს" გამარჯვება დამსახურებული...
გულიაშვილის "რასინგი" "ბალაიდოსზე" განადგურდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 მეშახტე. ვის რაში არგია ფრე?
ლოჩოშვილის "კიოლნმა" "ჰამბურგთან" მარცხი განიცადა
[VIDEO] ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი და "უდინეზეს" მარცხი "კალიარისთან"
[VIDEO] წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ოსასუნას" დაუზავდა
ქვილითაიამ გერმანიაში პირველად ითამაშა - "ჰოლშტაინმა" "ოსნაბრიუკთან" ქულები გაიყო
შენგელიას დებიუტი "დუბაიში" და ოვერტაიმში განცდილი მარცხი
"მუდმივად მინდა, რომ "რეალი" დამარცხდეს" - იამალმა თქვა, რომელი კლუბების თამაშების ყურება სიამოვნებს
"რატომ არ არის ეს ფეხბურთელი "ოქროს ბურთის" ნომინანტთა სიაში?!" - ენრიკემ გაკვირვება ვერ დამალა
"იმედია, ახალ კონტრაქტს გავაფორმებ" - რაფინიას კარიერის დასრულება "ბარსელონაში" სურს
პსჟ-ის მფლობელმა კომპანიამ ბელგიური კლუბი შეიძინა
"ძველი ფორმატი ჯობდა" - დე ლა ფუენტე ერთა ლიგის ახალი სისტემით უკმაყოფილოა
კურტუამ კარიერის დასრულების სავარაუდო დრო და შემდეგი გეგმები დაასახელა
კეინმა დუბლი შეასრულა და "ოქროს ბურთის" შესაძლო მოგებაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთი" მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელ კვარაცხელიას ეკუთვნის!" - დემბელემ ხვიჩას მხარდაჭერა ღიად გამოუცხადა
"შავი ლომი" | ინგლისური გაკვეთილი "ნორთჰემპტონისგან"
სათადარიგო გოგლიჩიძე და "მონცას" ნანატრი გამარჯვება
არგენტინა. ტორნეო ინისიალი. XIX ტური: ტიტული, რომელმაც პაპი გააბედნიერა
არგენტინა. ტორნეო ინისიალი. XVII ტური: ლიდერთა კოშმარი
არგენტინა. ტორნეო ინისიალი. XIX ტური: მთავარი მატჩების მოლოდინში
არგენტინა. ტორნეო ინისიალი. XV ტური: დაძაბული ფინიშის მოლოდინში
ᓒᓘᓛ
არგენტინა. ტორნეო ინისიალი. XVI ტური: რომის პაპი კმაყოფილია - "სან ლორენსო" გალიდერდა
"ᓠᓘᓕᓔᓠ ᓞᓚᓔᓘᓢᓘ" ᓩᕔᓛᓞᓘᓝᓜᕘᕐ
არგენტინა. ტორნეო ინისიალი. XVIII ტური: საოცარი ბოლო ტურის მოლოდინში
არგენტინა. ტორნეო ფინალი. I ტური: "რივერის" და "რასინგის" დამაჯერებელი სტარტი
ᓐᓠᓒᓔᓜᕢᓘᓜᓐ. ᓢᕝᓠᓜᕔᕝ ᕤᕘᕜᓐᓚᓘ. XVII ᓢᕣᓠᓘ: ᓡᕐᓜᓐᓮᓐᕝᓑᓐ "ᓛᕝᓜᓣᓛᕔᕜᓢᓐᓚᓖᕔ"
არგენტინა. პრიმერა დივიზიონი. ტორნეო ფინალი. II ტური: "ესტუდიანტესი" გალიდერდა
არგენტინა. ტორნეო ინისიალი. X ტური: სუპერბოკა