გერმანიის ჩემპიონატის მე-11 ტურს 1-ელ ნოემბერს დორტმუნდის "ბორუსიას" და "შტუტგარტის" დაპირისპირება გახსნის
ბუნდესლიგის პარასკევის მატჩი ამჯერად ძალიან საინტერესოა, რადგან მასში თვით ვიცე-ჩემპიონი მონაწილეობს. გერმანიის ჩემპიონატის მე-11 ტურს 1-ელ ნოემბერს დორტმუნდის "ბორუსიას" და "შტუტგარტის" დაპირისპირება გახსნის.

ეს იმას ნიშნავს, რომ იურგენ კლოპის გუნდი პირველი იქნება ლიდერთა ტრიოდან, რომელიც მორიგი ტურის შეხვედრას გამართავს და შესაბამისად, გამარჯვების შემთხვევაში "დორტმუნდს" მინიმუმ ერთი დღით გალიდერების შანსი ეძლევა. შეგახსენებთ, რომ წინა ტურში "ბორუსიამ" რურის დიდი დერბი გადაიტანა და გელზენკირხენში 3:1 მოიგო.

"თუკი შესაძლებლობების იმ ას პროცენტს გამოვიყენებთ, რასაც ჩვენგან მწვრთნელი ითხოვს, ჩვენი დამარცხება ნებისმიერ სუპერგრანდს გაუჭირდება. "შტუტგარტთან" სამი ქულის აღება ძნელია, მაგრამ ჩვენ მხოლოდ მოგება დაგვაკმაყოფილებს," - აცხადებს მატჩის წინ დორტმუნდელთა ლიდერი მარკო როისი.

დღევანდელი მატჩი ბუნდესლიგაში რიგით მე-300 და შესაბამისად, საიუბილეო იქნება "ბორუსიას" კარის დარაჯ რომან ვაიდენფელერისთვის, რომელიც ბუნდესლიგაში პენალტების მოგერიების ახალი სუპერსპეციალისტია - რომანმა ბოლო 8 თერთმეტმეტრიანიდან 4-ის მოგერიება მოახერხა.

როისი მართალს ამბობს, "შტუტგარტის" დამარცხება უკვე მართლაც ძნელია - განსაკუთრებით მას მერე, რაც შვაბენლანდურ კლუბს თომას შნაიდერი წვრთნის. მის ხელში "შტუტგარტი" ჯერაც დაუმარცხებელია.

"გუნდში შესანიშნავი ატმოსფეროა, ერთი ოჯახივით ვართ," - აცხადებს შვაბთა ახალგაზრდა შემტევი ნახევარმცველი მაქსიმი. თუმცა "შტუტგარტმა" ბოლოს ზედიზედ სამი ფრე დააფიქსირა.

"ეს სერია არ მომწონს. ფრეებით წინ ვერ წავალთ. ახლა უკვე მოგების დროა. დორტმუნდში გამარჯვება, დიახაც, შეგვიძლია," - ეს შვაბთა მეკარე სვენ ულრაიხის სიტყვებია.

დიდი შანსია, რომ იურგენ კლოპმა "შტუტგარტთანაც" იგივე შემადგენლობა ათამაშოს, რომლითაც რურის დერბი მოიგო. იქნება თუ არა განაცხადში გამოჯანმრთელებული სებასტიან კელი, ამ კითხვას პასუხი 1-ელ ნოემბერს გაეცემა. შტუტგარტელებს საკაი და შვააბი გამოუჯანმრთელდათ. ეს უკანასკნელი ძირითადი შემადგენლობიდან, სავარაუდოდ, ქარიმ ჰაგის ამოაგდებს. გამორიცხული არაა, რომ შნაიდერმა ჰარნიკის ნაცვლად სასტარტოში ექსდორტმუნდელი ლაიტნერი გაამწესოს.

1 ნოემბერი. დორტმუნდი. "ვესტფალენშტადიონი"

დორტმუნდი-შტუტგარტი 23:30

დისკვალიფიკაცია: რიუდიგერი (შტუტგარტი)

ტრავმა: პიშჩეკი, გიუნდოგანი - დიდავი, კაკაუ

სავარაუდო შემადგენლობები

დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი - გროსკროიტცი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - ს. ბენდერი, ნ. შაჰინი - ობამეიანგი, მხითარიანი, როისი - ლევანდოვსკი.

შტუტგარტი (4-2-3-1): ულრაიხი - გ. საკაი, შვააბი, ნიდერმაიერი, ბოკა - კვისტი, გენტნერი - ჰარნიკი, მაქსიმი, ტრაორე - იბიშევიჩი.

ბოლო 6 მატჩი

+4=1-1 +2=4-0

ურთიერთშეხვედრები

სულ 90 თამაში: +29=23-38, (137:153)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"რეალისკენ" გზა ეხსნება? - Red Bull-მა შესაძლოა, კლოპი დაითხოვოს
კლოპი ამ ფეხბურთელების გაშვებას მოითხოვს - გერმანელი "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატია
მანუელ ნოიერი გერმანიის ნაკრების კარს ესპანეთთან მატჩში ვერ დაიცავს
ᓠᓝᓛᓐᓜ ᓕᓐᓘᓓᓔᓜᕤᓔᕚᓔᕠᓘ: ᓗᕣ ᓠᓐᓛᕔᓐ, ᓛᕖᓐᕓ ᕕᓐᓠ!
თუ კლოპი "რეალში" დაინიშნება - გერმანელი "ბლანკოსს" ორი ფეხბურთელის გაყიდვას მოსთხოვს
დიდი ისტორიის დასასრული - მარკო როისი ზაფხულში "დორტმუნდს" დატოვებს
მსოფლიოს ჩემპიონი გერმანია თბილისში დანაკლისით მოდის
ემოციური კადრები - "სიგნალ იდუნა პარკი" მარკო როისს დაემშვიდობა [VIDEO]
"ჩავფრინდებით თბილისში, მოვიგებთ და სამი ქულით დავბრუნდებით"
მარკო როისი "ბორუსიიდან" წასვლაზე სერიოზულად დაფიქრდა
გურამ კაშიას "შტუტგარტი" უთვალთვალებს ... მაგრამ "ასტონ ვილა"?
გერმანია. ბუნდესლიგა. XVII ტურის გამოტოვებული მატჩი: "ბაიერნი" სამ ქულას გეგმავს
12 წლის შემდეგ - მარკო როისი პრემიერ ლიგაში გადასვლასთან ახლოსაა
კლოპმა უარყო - იურგენმა გერმანიის ნაკრებისა და "რეალის" შესაძლო გაწვრთნაზე ისაუბრა
როისი რჩება - "დორტმუნდი" ფეხბურთელს ხელფასს მნიშვნელოვნად უმცირებს
ურთიერთობა 12 წლით უმცროს მამაკაცთან - გერმანიის ნაკრების ვეტერანი წევრის ყოფილი მეუღლე ბუნდესლიგაში მოთამაშე ფეხბურთელს ხვდება
როისი, სავარაუდოდ, MLS-ს მიაშურებს
დორტმუნდის "ბორუსია": კასტრო მოდის, ჰუმელსი რჩება
ეს მინიშნება იყო? - კლოპის აგენტმა "რეალის" შესახებ ისაუბრა
"დორტმუნდმა" მარკო როისს კონტრაქტი გაუგრძელა
გერმანია. ბუნდესლიგა. IV ტურის წინ: ვინ ისარგებლებს "ბაიერნის" წაფორხილებით?
გერმანია. ბუნდესლიგა. IX ტურის წინ: ფეხის დაცდენის მოლოდინში
კლოპის აგენტმა მისი კლიენტის სამწვრთნელო საქმიანობაზე შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა
ლეროი სანეს "ბაიერნში" გადასვლა თითქმის გადაწყვეტილია