არნემის "ვიტესის" კაპიტანს გული უფრო ინგლისის პრემიერლიგისკენ მიუწევს
საქართველოს ნაკრებისა და ჰოლანდიური "ვიტესის" მცველმა გურამ კაშიამ მომავალი სეზონიდან კარიერა, შესაძლოა, ბუნდესლიგურ "შტუტგარტში" გააგრძელოს.

გერმანული კლუბის მწვრთნელმა თომას შნაიდერმა ადგილობრივ პრესასთან საუბრისას რამდენჯერმე თქვა, რომ ზაფხულში მაღალი კლასის მცველის შეძენა აქვს გადაწყვეტილი, თუმცა სასურველი ფეხბურთელის ვინაობა, ცხადია, არ გაუმხელია.

გერმანელებისგან განსხვავებით, იყოჩაღეს ჰოლანდიელმა ჟურნალისტებმა, რომლებმაც "ვიტესის" ბოლო რამდენიმე მატჩზე დამსწრე "შტუტგარტის" მზვერავი დააფიქსირეს. შემდეგ გაარკვიეს და აღმოჩნდა, რომ ბოლო დროს არნემელთა მატჩების ლამის მუდმივი სტუმარი ყოფილა სწორედ შნაიდერის კაცი, ვინც ჩვენებურზე ინფორმაციას აგროვებდა.

როგორც გავიგეთ, "ვიტესსა" და "შტუტგარტს" შორის კაშიას ტრანსფერზე მოლაპარაკება უკვე დაწყებულია, თუმცა ჯერ მხოლოდ მოთელვის დონეზე, რაიმე კონკრეტული ამ ეტაპზე არ თქმულა. ამის მიზეზი კი, შესაძლოა, ისიც არის, რომ თავად საქართველოს ნაკრების მცველს არ ხიბლავს თურმე ბუნდესლიგაში გადასვლის პერსპექტივა და მოსალოდნელი ტრანსფერის მიმართ, ცოტა არ იყოს, გულგრილადაა განწყობილი.

"ვიტესის" კაპიტანი შინაურ წრეში ამბობს, რომ პრემიერლიგაში სურს კარიერის გაგრძელება. მისი შეძენის მსურველი კი თურმე იქაც მოიძებნება - ბირმინგემის "ასტონ ვილა". თუმცა, "შტუტგარტისგან" განსხვავებით, ინგლისელებს არნემელებისთვის კონკრეტული წინადადებით ჯერ არ მიუმართავთ.

ისე, კაშიას სატრანსფერო ფასის ასაწევად, შესაძლოა, მის მიმართ ინტერესი "ვიტესთან" დამეგობრებულმა "ჩელსიმაც" გამოიჩინოს და სხვა კლუბებს მადა გაუღვივოს. რა გასაკვირია და, "ჩელსი" თუ ფეხბურთელს მოინდომებს, ამ ფეხბურთელის მიმართ ინტერესი ერთიორად იზრდება...

მოკლედ, ვნახოთ... საქმეს ისეთი პირი უჩანს, მომავალ სეზონში "ვიტესში" მხოლოდ ერთი ქართველი - ვაკო ყაზაიშვილი გვეყოლება, ოღონდ, თუ მანამდე რომელიმე ქართველის დამატება არ ისურვეს.

როგორც ხედავთ, კაშიას რამდენიმე ვარიანტი აქვს, ხოლო გიორგი ჭანტურია ამ დღეებში, სავარაუდოდ, ერთ-ერთ იტალიურ კლუბთან გააფორმებს წინასწარ კონტრაქტს. თუმცა იმის გამო, რომ იტალიაში სატრანსფერო ფანჯარა დახურულია, ზაფხულამდე იმ ქვეყანაში ითამაშებს, სადაც ტრანსფერები ჯერ კიდევ ნებადართულია.

ჰოდა, უნდა ვივარაუდოთ, რომ იტალიამდე ჭანტურია რუსეთში ან უკრაინაში მოძებნის კლუბს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

*guro odikadze*
ასტონ ვილააში კარგი იქნებოდა გურამაა !
guro
ასტონ ვილაში გადავიდეს
dudu
ასტონ ვილაში უფრო დიდი კონკურენციაა ცენტრალურ მცველზე...
giorgi
ასტონვილა სჯობს მემგონი. ახლა შტუდგარტს ცუდი დორება უდგას, არაა გამორიცხული გავარდეს. თან ახლა ადამიანს თუ ინგლისი უნდა, იქ სჯობს წავიდეს სადაც უნდა.
Giga
ჩემი აზრით ჭანტურია ძალიან ნიჭიერი ფხბურთელია და ცუდი იქნება თუ რუსეთში წავა თუნდაც 4თვით, იტალია მისთვის ყველაზე საუკეთესო იქნება,რაც შეეხება კაშიას მას ჩელსიში გადასვლას ვუსურვებ
giorgi
ასტონ ვილა ურჩევნია, მართალია არ არის ტოპ კლუბი, მაგრამ ინგლისში უკეთეს გამოცდილებას მიიღებს, რაც შემდგომში გურამსაც გამოადგება და ჩვენს ნაკრებსაც. ბრიტანული ფეხბურთი სულ სხვა დონეა
nodarichi123
ბუნდესლიგას ვწუნობთ ????????????:ddd
qutaiseli
რა უნდა უკრაინაში ან რუსეთში თუ წინასწარ კონტრაქტს იტალიურ გუნდთან აფორმებს ორი თვის გულისთვის რომელი დალაგებული აიყვანს ფეხბურთელს ზღაპარია ეგ თავისუფალი აგენტი ხდება და არ გაუჭირდება გუნდის მოძებნა ჭანტურიას.
Walkabout
რა კარგად დაიწყო სტატია და ბოლოს მაინც გააფუჭეთ ხასიათი, რუსეთი ან უკრაინაო...))
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
გიორგი ჭანტურია საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს?! - 30 იანვრის დაიჯესტი
"ვიტესი" საქართველოსა და მაკედონიის მატჩს გამოეხმაურა [PHOTO]
"საბურთალო": გიორგი ჭანტურიასთან კონტრაქტი დღეს, 17:30 საათზე გაფორმდება
მსოფლიოს ჩემპიონი გერმანია თბილისში დანაკლისით მოდის
"ჩავფრინდებით თბილისში, მოვიგებთ და სამი ქულით დავბრუნდებით"
გიორგი ჭანტურია: ყოველთვის საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, ახლა ათმაგად მოტივირებული ვარ
კაშია: იმ წარმატების გამეორება, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე მივაღწიეთ, სრულიად რეალურია
[VIDEO] ვაკო ყაზაიშვილმა სუპერლიგა დუბლით დახურა!
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ისევ ნაკრებში იქნება - კაშია ვილი სანიოლის ერთ-ერთ ასისტენტად იმუშავებს
საქართველოს ნაკრების ორი ლიდერის პორტფოლიო - უნდათ ევროპულ კლუბებს ასეთი ფეხბურთელები?
"კრილია სოვეტოვის" დირექტორი ჯანო ანანიძეზე: გვესმის, ადამიანს ევროპაში სურს თამაში...
ქართველებისთვის კარგად ნაცნობ "სლოვანს" იაია ტურეს ჩააბარებენ
როგორ შეიცვლებოდა ჯანოს ხელფასი "ვიტესში" - ანანიძის აგენტი არშემდგარი ტრანსფერის დეტალებზე საუბრობს
РИА Новости: ანანიძე "ვიტესში" ამ დღეებში გადავა
ვაკოს გადამწყვეტი ბრძოლა "ოქროს ბუცისთვის" და მისი სატრანსფერო ამბავი - სად ითამაშებს ქართველი მომდევნო სეზონში
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
6 ქართველი ფეხბურთელი, რომლებმაც იმედები ვერ გაამართლეს
[VIDEO] ყაზაიშვილი ბწყინვალე ფორმაშია - ამჯერად სლუცკის გუნდთან ჰეთ-თრიკი შეასრულა
მამარდაშვილი გამოირიცხა - "ბეშიქთაშს" ახალი მეკარე ჰყავს
გერმანია. ბუნდესლიგა. XVII ტურის გამოტოვებული მატჩი: "ბაიერნი" სამ ქულას გეგმავს
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
[VIDEO] "ბარსელონამ" "ფეიენოორდი", "შტუტგარტმა" კი "ვიკინგი" დაამარცხა
ოფიციალურად: ქართველებისთვის ნაცნობი "სლოვანი" იაია ტურეს ჩააბარეს
"გალათასარაიმ" ბატრაკოვის დუბლით "შტუტგარტს" სძლია - "შახტარი" აზაროვის გარეშე "სპორტინგთან" დამარცხდა
[VIDEO] "რეალმა" "რომას" თამაში 1:3-დან 7 წუთში შემოუტრიალა - "ასტონ ვილამ" "ფენერბაჰჩე" გააბითურა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"საბურთალომ" გიორგი ჭანტურია გუნდში მიყვანიდან 2 კვირაში გაუშვა
Top 6 თანამედროვე ქართველი უნიჭიერესი ფეხბურთელი, რომელთა კარიერამ მოლოდინები ვერ გაამართლა [VIDEO]
ვაკოს გოლი და გაფუჭებული პენალტი - ბოლო ტურში "ოქროს ბუცისთვის" ყაზაიშვილს დაძაბული ბრძოლა ექნება
ლოჩოშვილის "კიოლნი" "შტუტგარტთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა
გერმანია. ბუნდესლიგა. XI ტურის წინ: გალიდერდება "დორტმუნდი"?
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
[VIDEO] "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელიც აღაფრთოვანა - ყაზაიშვილის პოკერი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატში
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
17 წელი ეროვნულ გუნდში - კაშია საქართველოს ნაკრებში კარიერას ასრულებს
სანიოლი: ვინ იქნება ახალი კაპიტანი? - ყველა კითხვას უნდა ვუპასუხოთ
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
გერმანია. ბუნდესლიგა. IX ტურის წინ: ფეხის დაცდენის მოლოდინში
გერმანია. ბუნდესლიგა. IV ტურის წინ: ვინ ისარგებლებს "ბაიერნის" წაფორხილებით?
"ვიტესის" ექსპრეზიდენტი კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა