როცა მიულერი, ლამი და შვაინი დაბერდებიან
ბასტიან შვაინშტაიგერის ინტერვიუ შემოგთავაზეთ, რომელშიც "ბაიერნისა" და გერმანიის ნაკრების 29 წლის ნახევარმცველი ამბობდა, ძალიან მაგარი იქნება, 30 წლის შემდეგ "ბაიერნის" ხელმძღვანელები მე, თომას მიულერი და ფილიპ ლამი რომ ვიყოთ - თომასი ბევრს ილაპარაკებდა, ფილიპი და მე კი მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მივიღებდითო. ეს ინტერვიუ "ბაიერნის" ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ული ჰიონესმაც გაზეთში წაიკითხა.

ინტერვიუს გამოქვეყნებიდან მეორე დღეს "ბილდის" ჟურნალისტი 61 წლის ჰიონესს დაუკავშირდა და შვაინშტაიგერის განცხადებაზე კომენტარი სთხოვა.

აი, რას ამბობს რეკორდმაისტერის წარმატებული ფუნქციონერი: "მომწონს, რომ ამ ბიჭებს "ბაიერნი" ასე ძლიერ უყვართ და კლუბთან 100 პროცენტით არიან იდენტიფიცირებულები. მეც იმის მომხრე ვარ, რომ "ბაიერნის" ხელმძღვანელები ყოველთვის ყოფილი ფეხბურთელები იყვნენ. თუმცა ამის შანსი მხოლოდ ბასტიანს, ფილიპსა და თომასს კი არა, სხვებსაც აქვთ - მაგალითად, მანუელ ნოიერს და დანარჩენებს".

ჰიონესმა მოქმედ ფეხბურთელებს რამდენიმე რჩევაც მისცა: "მათ ახლავე უნდა ისწავლონ, როგორ უნდა მუშაობდეს "ბაიერნის" ფუნქციონერი. ყველა ფეხბურთელს აქვს შანსი, ისწავლოს, როგორ უნდა იმართებოდეს "ბაიერნი". ამისათვის უნდა დაგვაკვირდნენ, როგორ ვსაუბრობთ ან როგორ ვიქცევით "ბაიერნის" ხელმძღვანელები საზოგადოებაში, ან რას ვეუბნებით პოტენციურ და არსებულ სპონსორებს.

ჩვენ მუდმივად ვხვდებით ისეთ პიროვნებებს, როგორებიც ყოფილი მინისტრები არიან, როგორიცაა "აუდის" ან "ფოლკსვაგენის" შეფი.

მარტინ ვინტერკორნთან (ავტოკონცერნ "ფოლკსვაგენის" შეფი) ნახევარსაათიანი საუბარი მომავალი მენეჯერისთვის გაცილებით სასარგებლოა, ვიდრე ნებისმიერ უნივერსიტეტში გატარებული ერთი სემესტრი".

"ბილდმა" შვაინშტაიგერის, ლამისა და მიულერის სურვილს სპეციალური ფოტომონტაჟი მიუძღვნა, რომლისთვისაც თვალის შევლებას უკვე მოასწრებდით...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ბასტიან შვაინშტაიგერი: 2043 წელს ”ბაიერნის” ბოსები მე, ლამი და მიულერი ვიქნებით

lasha
ამ სამიდან ერთ-ერთი მაინც იქნება 30 წლის მერე ხელმძღვანელ თანამდებობაზე. ამაზე ფსონსაც დავდებდი :)
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ფილიპ ლამი ახალი პროფესიის ძიებაშია
ევროუქმეების ფაქტები და სტატისტიკა: მესი? ლევანდოვსკი? მბაპე!
მშობიარობის შემდეგ ანა ივანოვიჩი შესანიშნავ ფორმაშია [PHOTO]
ბასტიან შვაინშტაიგერმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ალაბას აგენტი ორიგინალური ეპითეტით შეამკო
Daili Mail: ჟოზე მოურინიო დიდ ფეხბურთს დაუბრუნდება - 8 ოქტომბრის დაიჯესტი
ევრო 2024. ფილიპ ლამი: საქართველო ევროპაში საკუთარი ადგილისთვის იბრძვის - საუბარი იდენტიფიკაციაზეა
ფეხბურთელები და მათი ზედმეტსახელები - რატომ ჰქვია აგუეროს "კუნი"? [PHOTO]
იბრაჰიმოვიჩი შვაინშტაიგერს: 50 წლის კვალობაზე, კარგად გამოიყურები
ჰიონესმა ტონი კროოსი მიწასთან გაასწორა
ული ჰიონესი: ბუნდესლიგის მოგება გაუფასურდა
გუნდი, როგორც ასეთი! IFFHS-მა დეკადის საუკეთესო გუნდი გამოაქვეყნა [PHOTO]
ლეგენდარული ფეხბურთელები, რომლებმაც 2017 წელს კარიერა დაასრულეს [PHOTO]
მიულერი შესაძლოა, თურქულ კლუბს შეუერთდეს
შვაინშტაიგერი: დე ხეა ძალიან გაბრაზდა, როცა ეს ვუთხარი...
კონფედერაციათა თასი 2017: ისინი არ წავლენ რუსეთში...
ლამმა 2022 წლის ბუნდესლიგის 2 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
"ძალიან რთულია მოიგო, როცა 10 ფეხბურთელით 14-ის წინააღმდეგ თამაშობ"
"მსაჯის უსამართლო გადაწყვეტილება? ასეთები აქ, მადრიდში, ხშირად ხდება" - თომას მიულერი
ევროუქმეების ფაქტები და სტატისტიკა: ევროპის ლიგების ტოპ-გოლეადორი
"პსჟ-ს შემთხვევაში ამან გამაკვირვა" - შვაინშტაიგერი
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
გერმანიის შსს მინისტრი ფიფას პრეზიდენტის გვერდით OneLove სამკლავურით იჯდა - ჰიონესი ინფანტინოთი აღშფოთებულია
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა