ბუნდესლიგის XIII ტურის გამოხმაურება

ორი აზრი არ არსებობს, ბუნდესლიგის მე-13 ტურის უმთავრესი მოვლენა რაულის ჰეთ-თრიკი იყო. „შალკეს“ 33 წლის ესპანელმა გოლეადორმა არა მარტო გელზენკირხენი, არამედ მთელი გერმანია აღაფრთოვანა, „შალკეს“ ფანებს კი სწამთ, რომ ეს დიდი წარმატებების დასაწყისია. რაულს განსაკუთრებით ლამაზი მესამე გოლი გამოუვიდა, როცა მისთვის სუსტი მარჯვენა ფეხით, ბრემენელთა მეკარე ტიმ ვიზეს ბურთი თავზე გადაუგდო. გელზენკირხენში „როკ ენ რაულის“ ერა იწყებაო, ამბობს „შალკეს“ დაცვის ბურჯი კრისტოფ მეტცელდერი, რომელიც მადრიდის „რეალშიც“ ესპანელი გოლეადორის თანაგუნდელი იყო.

გადავდგე? იკითხა თურმე შააფმა

ისევე, როგორც „მაინცთან“ (0:2), „ჰანოვერთან“ (1:4) და „შტუტგარტთან“ (0:6) წაგებების შემდეგ, ბრემენის „ვერდერის“ მთავარმა მწვრთნელმა თომას შააფმა თავისი შეგირდები „შალკესთან“ განადგურების (0:4) მერეც დასვა და ერთი საათის განმავლობაში ლექციას უკითხავდა. ეს გუშინ მოხდა, ორშაბათს, მანამდე კი „ვერდერს“ არ უვარჯიშია. ფაქტია, რომ ასეთმა საუბრებმა „ვერდერს“ არც აქამდე მოუტანა რამე და სავარაუდოდ, არც ახლა მოუტანს, რის გამოც, ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, შააფს ფეხბურთელებისთვის პირდაპირ უკითხავს, ხომ არ გადავდგე, იქნებ ეს გინდათო. ფეხბურთელებს ამ კითხვაზე პასუხი არ გაუციათ...

მხოლოდ 15 ქულა 13 ტურის შემდეგ - ბრემენში აღარ იციან, რა ქნან, რა მოიმოქმედონ. „შალკესთან“ მატჩის დასრულებისთანავე, „ვერდერის“ ფეხბურთელებს თავიანთი ქომაგებისთვის (გელზენკირხენში 6000 ბრემენელი ფანი ჩავიდა) მხარდაჭერისთვის მადლობის გადახდა სურდათ, მაგრამ ტრიბუნებიდან გაისმა: „ვიზეს გარდა ყველას შეგიძლიათ წახვიდეთ!“

დავუბრუნდეთ მწვრთნელის საკითხს, რადგან ფაქტია, რომ ამდენ ფეხბურთელს გუნდიდან არავინ გააგდებს და თუ ჯოხი ვინმეზე უნდა გადატყდეს, პირველ რიგში მწვრთნელზე. შააფი კი მეთორმეტე წელია, რაც „ვერდერს“ ხელმძღვანელობს, მაგრამ მისი წასვლა გამორიცხული უკვე აღარ არის. ფაქტია ისიც, რომ თომასს ახალი სამსახურის პოვნა არ გაუჭირდება. მაგალითად, 2009 წლის ზაფხულში მისი გადაბირება „ვოლფსბურგს“ სურდა. შააფთან ერთად ცუდადაა „ვერდერის“ სპორტული დირექტორის, კლაუს ალოფსის საქმეც. თუ შააფი გადადგა, ან გააგდეს, ფაქტია, რომ ვერც ალოფსი იქნება მშვიდად. დიდი ხანია, „ვერდერში“ ხელშეუხებელი აღარავინაა.

კაიზერი: კლოპს ვეღარავინ შეაჩერებს!

დორტმუნდის „ბორუსიაზე“ კი, რომელმაც ისევ მოიგო და ლიდერობა კიდევ უფრო მეტად გაიმყარა, უკვე ლეგენდები ითხზება. კვირას ფრანც ბეკენბაუერმა თქვა: „ბორუსია“ აშკარად სხვა ლიგაში თამაშობს, დორტმუნდელები იმდენად ენერგიულები არიან, რომ არც კი ვიცი, რომელი გუნდის რომელ ხანას შევადარო მათი თამაში, ეს რაღაც განსაკუთრებულია. ვფიქრობ, იურგენ კლოპის გუნდს ლიდერობას ვეღარავინ წაართმევს.“

BVB-მ ამ სეზონში უკვე რამდენიმე რეკორდი დაამყარა, მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საინტერესო მიღწევა ზედიზედ შვიდი გასვლითი მატჩის მოგებაა, რაც მანამდე არავის გაუკეთებია. ამ უქმეების შემდეგ, „ბორუსიას“ 12-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და თანაც, კლოპის ბიჭებმა თამაშების შეტრიალებაც დაიწყეს. იურგენი დორტმუნდულ კლუბს 2008 წლიდან ავარჯიშებს და ამ ხნის მანძილზე პირველად მოხდა ისე, რომ გასვლით შეხვედრაში აგებდნენ და მოიგეს. საინტერესოა ისიც, რომ კლოპის ხელში „ბორუსიამ“ ეს საშინაო მატჩებშიც მხოლოდ ერთხელ შეძლო: 2008/2009 წლების სეზონის 27-ე ტურში, „კიოლნთან“ (3:2)...

ტურის სიმბოლური ნაკრები (კიკერი, 3-4-3)

ოლივერ ბაუმანი (ფრაიბურგი) - ოლივერ კირხი (კაიზერსლაუტერნი), კრისტოფ მეტცელდერი (შალკე), მარსელ შმელცერი (ბორუსია დ) - ივო ილიჩევიჩი (კაიზერსლაუტერნი), არტურო ვიდალი (ლევერკუზენი), ნური შაჰინი (ბორუსია დ), ბასტიან შვაინშტაიგერი (ბაიერნი) - ვედად იბიშევიჩი (ჰოფენჰაიმი), სამი ალაგუი (მაინცი), რაული (შალკე)

დორტმუნდის „ბორუსიას“ საყრდენი ნახევარმცველი ნური შაჰინი ტურის კიკერისეულ სიმბოლურ ნაკრებში მეექვსედ მოხვდა, რაც, დაგვეთანხმებით ბრწყინვალე მიღწევაა იმის გათვალისწინებით, რომ სეზონის დაწყებიდან 13 ტურია გასული. აღსანიშნავია ისიც, რომ „ფრაიბურგის“ მეკარე ოლივერ ბაუმანი, „დორტმუნდის“ მარცხენა მცველი მარსელ შმელცერი და „ლევერკუზენის“ საყრდენი არტურო ვიდალი სიმბოლურში მესამედ მოხვდნენ.

ტურის გმირი

რაული (შალკე)

ესეც ასე: როგორც იქნა, რაულმა გოლების გატანა ბუნდესლიგაშიც დაიწყო და „შალკეს“ ფორმით თავისი პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა, რაც, რა თქმა უნდა, საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ გელზენკირხენული კლუბის თავდამსხმელი „კიკერს“ ტურის გმირად ეღიარებინა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა რაულს ტურის გმირად ასახელებენ. 33 წლის ფორვარდმა სამი გოლი ბრემენის „ვერდერს“ გაუტანა და ბარემ ისიც ვთქვათ, რომ სამივე გოლი მარჯვენა ფეხით შეაგდო, რაც ცაცია რაულის კარიერაში პირველი შემთხვევაა - გოლები მას უმეტესად მარცხენა ფეხით გააქვს ხოლმე. ნიშნავს, თუ არა რაულის ჰეთ-თრიკი იმას, რომ ბუნდესლიგას უკვე საბოლოოდ გაუშინაურდა და გოლების გატანას განაგრძობს, ამას დრო გვიჩვენებს.

საუკეთესო ფეხბურთელები

13 ტურის შემდეგ, „კიკერის“ შეფასებების მიხედვით

ფეხბურთელი კლუბი საშუალო შეფასება

1. ნური შაჰინი ბორუსია (დ) 2.35

2. შინჯი კაგავა ბორუსია (დ) 2.46

3. სვენ ბენდერი ბორუსია (დ) 2.55

4. მარიო გიოტცე ბორუსია (დ) 2.67

5. მატს ჰუმელსი ბორუსია (დ) 2.69

6. მანუელ ნოიერი შალკე 2.69

7. კრისტიან ვეტკლო მაინცი 2.71

8. ოლივერ ბაუმანი ფრაიბურგი 2.72

9. ტომ შტარკე ჰოფენჰაიმი 2.75

10. რომან ვაიდენფელერი ბორუსია (დ) 2.77

გოლს პლუს პასის რეიტინგი

ფეხბურთელი კლუბი გოლი პასი ქულა

1. თეოფანის გეკასი აინტრახტი 11 2 13

2. პაპის დემბა სისე ფრაიბურგი 10 0 10

3. ედინ ჯეკო ვოლფსბურგი 9 1 10

4. მარკო როისი ბორუსია (მ) 4 6 10

5. იულიან შიბერი ნიურნბერგი 3 7 10

6. დემბა ბა ჰოფენჰაიმი 6 3 9

7. ლუკას ბარიოსი ბორუსია (დ) 7 2 9

8. მარიო გომესი ბაიერნი 8 1 9

9. ლუის ჰოლტბი მაინცი 2 7 9

10. ივო ილიჩევიჩი კაიზერსლაუტერნი 4 5 9

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა