2-3 ნოემბერს სპორტკომპლექსი "არენა" ძიუდოში საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლებს უფროსთა შორის
2-3 ნოემბერს სპორტკომპლექსი "არენა" ძიუდოში საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლებს უფროსთა შორის. ის ამჯერადაც მხოლოდ ვაჟებში ტარდება, ქალებისთვის კი მოგვიანებით იგეგმება.

ამ ტურნირით ჩვენი ნაკრები მომავალი სეზონისთვის იწყებს მზადებას. აქედან გამომდინარეც ცხადია მისი მნიშვნელობა და გასაგებია, რომ ფედერაცია, ნაკრების ხელმძღვანელობა ყველა ლიდერის მონაწილეობას აუცილებლობად მიიჩნევენ.

თუმცა ასეთი სიმკაცრის მიუხედავად, ტურნირს მაინც დააკლდება რამდენიმე ტიტულოვანი ფალავანი უპირველესი ლიდერის თავკაცობით, მაგრამ ფრიად საპატიო მიზეზით - ტრავმების გამო.

საზარდულის ტრავმა ჭიდაობის საშუალებას არ აძლევს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონ ლაშა შავდათუაშვილს (66), კისრის პრობლემა არათუ ტურნირში გამოსვლას, ჯერჯერობით ვარჯიშსაც სრულად უზღუდავს ევროპის ვიცე-ჩემპიონ ნუგზარ ტატალაშვილს (73), ამავე წონაში ევროპის მესამე პრიზიორმა ზებედა რეხვიაშვილმა ცხვირის ოპერაცია გაიკეთა და, იმედია, სპორტული კარიერისთვის ყველაზე საშიში საფრთხეც საბოლოოდ მოიშორა.

ახლა გამოსვლაც შეეძლო, მაგრამ მწვრთნელებმა არ გარისკეს და ჯერ კიდევ ასვენებენ, ვინაიდან კვლავაც რჩება საშიშროება, რომ ცხვირზე თუნდაც უნებლიე მუჯლუგუნმა სერიოზული დაზიანება გამოიწვიოს. მუხლის პრობლემა თითქოს მოიშუშა და უნდა ეჭიდავა ევროპის კიდევ ერთ ბრინჯაოსმედალოსან ლევან წიკლაურს (81), მაგრამ სამშაბათს ვარჯიშზე კვლავ იტკინა ისევ ის პრობლემური მუხლი და მისი გამოსვლაც გამოირიცხა...

ასევე ბოლო დღეებში ძიუდოისტთა ლაზარეთს ნოდარ მეტრეველიც (100) შეუერთდა - ესეც მუხლის ტრავმის გამო...

საბედნიეროდ, ჯერჯერობით სხვები მწყობრში არიან და ჩემპიონატისთვის ემზადებიან. მათ შორის - ახალგაზრდული ნაკრების წევრებიც...

უეჭველია, ისინი ტურნირს სოლიდურობას ნამდვილად შემატებენ, თუმცა დროის მცირე მონაკვეთში ბევრის ჭიდაობა კი უწევთ - ერთი თვის წინათ თანატოლთა შორის ევროპის პირველობაზე იასპარეზეს, წინა კვირას - მსოფლიოს ჩემპიონატში გამოვიდნენ, სადაც, პრაქტიკულად, ორი შეჯიბრება ჩაატარეს - პირადი და გუნდური, ახლა კი მორიგი ძლიერი ტურნირი უწევთ...

ბუნებრივია, მსოფლიოზე ყველა ბოლომდე არ დატვირთულა. უმეტესობამ ან ერთი ტურნირი ჩააგდო, ან - მეორე, ახალგაზრდებში ევროპის წლევანდელ ჩემპიონ გურამ თუშიშვილს (100) არც დასცალდა ჭიდაობა და ვერ ვიტყვით, რომ დაღლილი იქნება. ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონმა ბექა ღვინიაშვილმა (90) და ამავე ტურნირების მედალოსანმა ლევან მატიაშვილმა (+100) ბოლომდეც ჩაატარეს ორივე შეჯიბრება და გვარიანადაც იომეს.

თან რიგ შემთხვევებში ცოტა დაღლაც დაეტყოთ. განსაკუთრებით - კარგი ფიზიკური მომზადებით გამორჩეულ ღვინიაშვილს, რომელსაც წინა დღეებში სურდოც შეეყარა (ეს სენი გუნდის სხვა წევრებსაც აწუხებდათ) და იქნებ მათი დასვენება ჯობდა? სულის მოთქმა არც იმ ძირითად ბირთვს აწყენდა, რომელიც ერთ-ერთ ტურნირში დაიხარჯა ბოლომდე...

ყოველ შემთხვევაში, მსოფლიოდან საქართველომდე ცოტა მეტი შუალედი რომ აჯობებდა, ამას არც ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირაკლი უზნაძე უარყოფს, მაგრამ მათ ასპარეზობას განსაკუთრებულ დატვირთვად არ მიიჩნევს.

თან, ამ ტურნირმა უნდა გამოავლინოს ძიგორო კანოს მემორიალზე წასაყვანი შემადგენლობა, საგაისო ბირთვი და ამიტომ გადაწყვიტა, ყველა აჭიდაოს. თან, კატეგორიულად მოითხოვს, რომ თითოეული თავის წონაში გამოვიდეს, რაშიც სრულად ვეთანხმებით - მიგვაჩნია, რომ ასე ცხადად გამოიკვეთება წონებში არსებული კონკურენცია.

წინა დღეებში უკვე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ზოგიერთი ზედა წონაში აპირებდა გამოსვლას. მაგალითად, თითქოს ვალერი ლიპარტელიანი ახლა წონას არ დაიკლებდა და 100-ში გამოვიდოდა, მაგრამ უზნაძემ მსგავსი პრეცედენტი კატეგორიულად გამორიცხა.

2 ნოემბერს "არენაში" პირველი სამი წონის - 60, 66 და 73-ის ფალავნები იჭიდავებენ, დანარჩენები კვირას გავლენ საასპარეზოდ, შეხვედრები კი 11 საათზე დაიწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ძიუდო. საქართველოს ჩემპიონატი: ნაკრების წევრები კვარცხლბეკზე
ძიუდო. საქართველოს ჩემპიონატი: ლაშა შავდათუაშვილი ჩემპიონი პირველად გახდა
საქართველოს ჩემპიონატზე ძიუდოში ოთხ წონით კატეგორიაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ
საქართველოს ჩემპიონატი ძიუდოში: ახალგაზრდებმა ეროვნული შეაზანზარეს
ძიუდოს საქართველოს ჩემპიონატი: ავთანდილ ჭრიკიშვილი ბრუნდება
ძიუდოში საქართველოს ჩემპიონატის ექო: თაობათა ბრძოლა