ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე C ჯგუფის ხუთივე წარმომადგენელი ოფიციალური მატჩებისთვის მზადებას შეუდგა...

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე C ჯგუფის ხუთივე წარმომადგენელი ოფიციალური მატჩებისთვის მზადებას შეუდგა. თუ ბელგია, პოლონეთი, პორტუგალია და საქართველო ჯერ მხოლოდ ფიზიკური კონდიციების ამაღლებას ცდილობენ, ბულგარელებმა ამხანაგური მატჩებისთვისაც მოიცალეს. მათ მეზობელ რუმინელებს სოფიაში უმასპინძლეს, ორი საკონტროლო შეხვედრა ჩაატარეს. ორივე შემთხვევაში გამარჯვება საქართველოს ნაკრების მომავალმა მეტოქემ გაიმარჯვა. აქვე დავაზუსტებთ: ბულგარეთი ქართველთა ოფიციალური მეტოქეა, ხოლო რუმინეთი - არაოფიციალური. თბილისში რუმინელებთან ამხანაგურად 23 ივლისს ვითამაშებთ.

ბულგარეთ-რუმინეთის შეხვედრების სტატისტიკას ქვემოთ შემოგთავაზებთ. შეგეძლებათ, თავად შეაფასოთ, ვის რა როლი ეკისრება ბულგარელთა შემადგენლობაში. აქ კი შავი ზღვის გაღმელთა პრესაში გამოქვეყნებული მიმოხილვებიდან რამდენიმე ამონარიდს შემოგთავაზებთ.

პირველ დღეს მასპინძლებმა 89:73 მოიგეს, საწყის მეოთხედში 20:13 დაწინაურდნენ და არც დარჩენილ 30 წუთში მიუციათ რუმინელებისთვის მდგომარეობის გამოსწორების საშუალება. მეორე მატჩში სტუმრები კვლავ 73 ქულას დასჯერდნენ, ხოლო ბულგარელებმა 96 ქულას მოუყარეს თავი. თუმცა ამ მატჩის პირველმა ტაიმმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა - დიდ შესვენებაზე ადგილობრივები მხოლოდ 4-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ (44:40). შეგირდების გამოსვლა ასე შეაფასა ბულგარელთა თავკაცმა როსენ ბარჩოვსკიმ:

"მზადება გეგმაზომიერად მიმდინარეობს. კალათბურთელები გულით ვარჯიშობენ, ესმით, რომ წარმატებისთვის გუნდური ერთიანობა მთავარია. ნაკრებში ჯანსაღი ატმოსფეროა. ეს რუმინეთთან მატჩებშიც გამოჩნდა - დასაწყისიდან ბოლომდე კალათბურთელებმა მობილიზებულებმა ითამაშეს. ეს ორი დამაჯერებელი გამარჯვება დასაწყისისთვის კარგია, მაგრამ წინ გაცილებით სერიოზული მეტოქეები გველინ და მათთან მატჩებამდე კიდევ უნდა მოვუმატოთ".

თუ ჯერ მატჩების ოქმებს დახედეთ, შენიშნავდით, რომ ბულგარელთა რიგებში ორი ამერიკელია - ჯარედ ჰოუმენი და ერლ კალუეი. ფიბა-ს წესებით, ოფიციალური მატჩის განაცხადში მხოლოდ ერთი ნატურალიზებულის შეყვანაა ნებადართული. თუმცა მწვრთნელმა ამხანაგურ შეხვედრებში ორივე გამოსცადა. კალუეიმ ორივე მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარა, ჯერ 12 ქულა და 6 პასი მიითვალა, შემდეგ - 17 ქულა და 6 პასი. ჰოუმენმა კი მხოლოდ მეორე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა - 16 წუთში 5-5 ქულა-მოხსნა მოაგროვა.

ბულგარელთა მწვრთნელის თქმით, ოფიციალურ, შეხვედრებისას ჰოუმენსა და კალუეის შორის არჩევანს მეტოქის მიხედვით გააკეთებს. თუმცა პირველი შეხვედრებით შეიძლება იმის ვარაუდიც, რომ ტანმაღალმა ჰოუმენმა შეიძლება საერთოდ არც ითამაშოს. ამის მიზეზი გამთამაშებელი ერლ კალუეია, რომლის კლასით როსენ ბარჩოვსკი მეტად მოიხიბლა:

"ერლი მაღალი დონის მოთამაშეა. ინდივიდუალურადაც შესანიშნავად გამოიყურება, გუნდური თამაშიც იცის და დაცვაშიც საიმედოა. ეს არცაა გასაკვირი, რადგან მას ესპანეთის ჩემპიონატსა და ევროლიგაზე აქვს მიღებული გამოცდილება. ჰოუმენი ისეთი კლასის არ არის, როგორისაც კალუეი, მაგრამ მებრძოლი მოთამაშეა და მისი სიმაღლის კალათბურთელი ჩვენს ნაკრებს აუცილებლად გამოადგება".

ივნისის დასაწყისში ბულგარელებმა გამოაცხადეს, რომ ჰოუმენის გარდა ნაკრებში ან იბრაჰიმ ჯაბერი, ან ერლ როულანდი ითამაშებდნენ. ისინი სლავებს ბოლო წლებში ეხმარებოდნენ... მაგრამ მათი ნაკრებში დაბრუნება ვერ მოხერხდა და ამიტომ სასწრაფოდ ერლ კალუეის გაბულგარელება გადაწყდა. ერლი 2008-09 წლების სეზონში ვლადიმერ ბოისას "ზადარს" ხორვატიის ჩემპიონატის ფინალში ებრძოდა. იგი "ციბონასთან" ერთად ევროლიგაზეც თამაშობდა. 2009-10 წლების სეზონში კი ტაირონ ელისს შეუამხანაგდა და "კახასოლი" ესპანეთის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გაიყვანა (9.5 ქულასა და 4.1 შედეგიან გადაცემას აგროვებდა).

ბულგარეთის ნაკრები მომდევნო მატჩს მინსკში ჩაატარებს: ბელარუსთა საერთაშორისო ტურნირზე 9 ივლისს უკრაინას დაუპირისპირდება, 10 ივლისს - ბელარუსს, 11 ივლისს - ისრაელს.

2 ივლისი, სოფია

ბულგარეთი-რუმინეთი 89:73

20:13, 25:20, 28:16, 16:24

ბულგარეთი: კალუეი (12ქ, 6პ, 4მ, 4ჩ), კ. ივანოვი (8ქ, 6პ, 6მ), ნიკოლოვი (8ქ), ვრბანოვი (10ქ, 7მ), კოსტოვი (17ქ); დოიჩინოვი (6ქ), ლილოვი (10ქ), მარინოვი (5ქ), ს.გეორგიევი (2ქ), რადევი (4ქ), ველიკოვი (7ქ)

რუმინეთი: ნიკოარა (10ქ, 9მ), დუმიტრესკუ (17ქ)...

3 ივლისი

ბულგარეთი-რუმინეთი 96:73

21:22, 23:18, 31:18, 21:15

ბულგარეთი: დ. ივანოვი (17ქ, 4მ), კ. ივანოვი (11ქ), ველიკოვი (7ქ), ვიდენოვი (12ქ, 5მ), ჰოუმენი (5ქ, 5მ); კალუეი (17ქ, 6პ, 4ჩ), ვრბანოვი (7ქ), ნიკოლოვი (8ქ), კოსტოვი (17ქ), დოიჩინოვი (6ქ), ლილოვი (3ქ), მარინოვი (14ქ), ზ. გეორგიევი (3ქ), რადევი, ს. გეორგიევი

რუმინეთი: ნიკოარა (11ქ, 4მ), სნიარტო (11ქ), პაული (10ქ)...

თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩებისთვის თბილისური შეკრება დაასრულა
მარკის რიდი: მზად ვარ, ნაკრების წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანო
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა