ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• UFC
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• ლელო

"მრეტები" საქართველომ მოკლა - რატომ არ სრულდება სასამართლოს გადაწყვეტილება?

"მრეტები" საქართველომ მოკლა - რატომ არ სრულდება სასამართლოს გადაწყვეტილება?

იყო ასეთი კლუბი - "მრეტები", რომელმაც ქართულ ფეხბურთს გიორგი ქინქლაძე შეუნარჩუნა
იყო ასეთი კლუბი - "მრეტები", რომელმაც ქართულ ფეხბურთს გიორგი ქინქლაძე შეუნარჩუნა.

კლუბი ისეთივე არაორდინარული იყო, როგორც მისი სახელი - მრეტი ხომ თავს რეტის დამხვევს ნიშნავს.

"მრეტები" ეროვნული ჩემპიონატის მშვენება იყო, სადაც მხოლოდ ქინქლაძე არ ბრწყინავდა - მასთან ერთად იყვნენ მეკარე დავით ჯანელიძე, კახა სიდამონიძე, კობა ჟირჟიკაშვილი, ბუბა ტყავაძე, ვახტანგ იაგორაშვილი, ჯუბა ჩუხუა... ისინი მოედანზე პატარა სპექტაკლებს დგამდნენ და უამრავ მაყურებელს იზიდავდნენ...

პირველი პროფესიული კლუბი საბჭოეთში

რუსულმა ინტერნეტ-გამოცემა Sports.ru-მ "მრეტებს" საინტერესო სტატია მიუძღვნა:

"1988 წელს სსრკ-ში მოხდა ერთი ისეთი ამბავი, რომლის შესახებ ბევრმა არც იცის: იმ წლებში, როცა მოსკოვის "ლოკომოტივის" ფეხბურთელები ხელფასს იღებდნენ როგორც მატარებლის გამცილებლები ან მემანქანეები, ხოლო ცსკა-ს ფეხბურთელები - როგორც საბჭოთა არმიის ოფიცრები, თბილისში, ერთ-ერთი თეატრის დირექტორმა ვაჟა ჩხაიძემ საფეხბურთო კლუბი "მრეტები" ჩამოაყალიბა.

დღეს ბევრმა არც იცის, რომ ეს იყო საბჭოთა სივრცეში პირველი პროფესიული საფეხბურთო კლუბი, რომელმაც პროფესიულ-კომერციული საფეხბურთო ტრანსფერი განახორციელა.

მწირი დაფინანსების გამო, ვაჟა ჩხაიძეს გუნდში მხოლოდ ახალგაზრდა ფეხბურთელები აჰყავდა, რომელთაც "შრომის წიგნაკის" გრაფაში - "საწარმო" - კლუბის დასახელებას "მრეტებს" უწერდა.

ამ გუნდში 1990 წელს ახალგაზრდა ფეხბურთელი გიორგი ქინქლაძე აიყვანეს. ის იტალიაში ჩატარებული საერთაშორისო ტურნირიდან ახალი დაბრუნებული იყო. იქ "დინამო 73-ის" ღირსებას იცავდა და დიდი "დინამოსთვის" გამოუსადეგარ ფეხბურთელად ჩათვალეს.

გიორგის ბედად, მისი კარის მეზობელი კობა ჟორჟიკაშვილი ვაჟა ჩხაიძეს კარგად იცნობდა და მისი კლუბის შესახებაც იცოდა. მან ქინქლაძე "მრეტების" ვარჯიშზე გააქანა. ჩხაიძეს 5 წუთი დასჭირდა, რათა ნიჭიერი ფეხბურთელით მოხიბლულიყო და სხვების დარად, "შრომის წიგნაკი" გაუხსნა.

ქინქლაძემ "მრეტებში" თავბრუდამხვევი სეზონი ჩაატარა, მისი ჯადოსნური თამაშის წყალობით, გუნდმა პირველ ლიგაში გაიმარჯვა და უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა, სადაც "ქინქის" და კამპანიას თავი არ შეურცხვენიათ.

ხმა ნიჭიერი ფეხბურთელის შესახებ ელვის სისწრაფით გავარდა, საფეხბურთო საქართველო მის ლამაზ ფინტებზე, უზუსტეს და დროულ პასებზე და შესაშურ დრიბლინგზე ლაპარაკობდა.

ეს არ გამორჩენია "დინამოს", რომელსაც მისი აღზრდილის უკან დაბრუნება მოუნდა. "მრეტებთან" და ქინქლაძესთან მოლაპარაკებებს "დინამოს" მაშინდელი მთავარი მწვრთნელი რევაზ ძოძუაშვილი აწარმოებდა. მან საწადელს მხოლოდ 1992 წელს მიაღწია.

ორ გუნდს შორის შეთანხმება მოხდა, რომელიც "დინამოს" ავალდებულებდა "მრეტებისთვის" ერთი მილიონი რუსული მანეთი გადაეხადა.

"დინამოდან" ქინქლაძე ინგლისური პრემიერლიგის კლუბ "მანჩესტერ სიტიში"გადავიდა (მანამდე იყო გერმანული მეორე ბუნდესლიგის "ზაარბრიუკენი", სადაც "დინამომ" 6 თვით გაანათხოვრა).

სამწუხაროდ, "მანჩესტერ სიტი" "ქინქის" სადებიუტო სეზონში ჩემპიონშიფში დაქვეითდა. თუმცა გუნდის ქომაგები ქართული დროშით ხელში სკანდირებდნენ - "ქინქი"! "ქინქი!", "გავარდნა არაფერია, ქინქი ჩვენთან დარჩა!"

რა კარგი იყო მაშინ...

"მრეტები" უბრალო ფეხბურთის კლუბი არ იყო. წესით, მასზე ახალი ქართული ფეხბურთი უნდა აშენებულიყო. გუნდში გულშემატკივარი დაკარგულ ლამაზ ქართულ ფეხბურთსა და სულისკვეთებას ხედავდა, ისეთს, რომლის დაბრუნებასაც დიდხანს ნატრობდა. მაგრამ "მრეტები" საქართველომ მოკლა.

შემდგომ განვითარებული მოვლენების ნაწილი გულშემატკივრისთვის უცნობია...

ყველაფერი გიორგი ქინქლაძის ინგლისში გადასვლით დაიწყო. როცა თბილისის "დინამომ" ფეხბურთელი შეიძინა, ხელშეკრულების თანახმად, "მრეტებს" ქინქლაძის შემდგომი ტრანსფერის 50% ეკუთვნოდა.

1995 წელს "დინამომ" ქინქლაძე "მანჩესტერ სიტიში" 3.2 მილიონ დოლარად გაყიდა, მაგრამ "მრეტებს" კუთვნილი თანხა - 1.6 მილიონი დოლარი არ გადაუხადა.

კლუბმა სარჩელი ჯერ ფეხბურთის ფედერაციაში შეიტანა. სფფ-ს მაშინდელმა პრეზიდენტმა ნოდარ ახალკაცმა "მრეტების" პრეტენზიის საფუძვლიანობა გაზეთ "ქართული ფეხბურთთან" 1997 წლის 19 სექტემბრის ინტერვიუში აღიარა: "გადაწყვეტილება, რომელიც ქინქლაძის საქმესთან დაკავშირებით იქნა მიღებული, სამართლიანია! ის დაფუძნებულია იმ მასალებზე, რომელიც ფედერაციაში არსებობს".

ფიფა-ს მაშინდელი გენერალური მდივნის, იოზეფ ბლატერის მოადგილე მიშელ ზენ-რუფინენმა ასევე 1997 წლის 26 სექტემბრის დირექტივაში "მრეტებს" აცნობა: "ფიფა უზრუნველყოფს სფფ-ს გადაწყვეტილების მის მიერვე აღსრულებას. წინასწარ გიხდით მადლობას ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებისათვის".

მაშინ ვაჟა ჩხაიძე ითხოვდა: "საკადრისად უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც თავის ბნელ ზრახვებში გახვია ეს დღესავით ნათელი საქმე! ყველა, ვინც გაანადგურა დამოუკიდებელ ქართულ ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფეხბურთის კლუბი, მისი პარტნიორები (ამ ოდენობის კერძო თანხა არავის ჩაუდია იმდროინდელ ქართულ ფეხბურთში!) და მისი გულშემატკივარი".

ნაცნობის უცნობი დეტალები

...მაგრამ ეს გადაწყვეტილება ვერ აღსრულდა. ფიფა-მ, თავისი წესდების საწინააღმდეგოდ, თავისივე დირექტივების შესასრულებლად, არაფერი იღონა, პირიქით: საქმე სამი წელი გაჭიმა და მხოლოდ 2000 წლის 24 მარტს მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება, მაგრამ საქმეში გამართლებული "მრეტების" სასარგებლოდ დაწესებული კომპენსაცია - 300 ათასი დოლარი - არ იყო სათანადო კომპენსაცია იმ ზიანისათვის, რაც კლუბმა განიცადა.

"მრეტებმა" ფიფაში საქმის გასაჩივრების ყველა გზა ამოწურა და საქართველოს მართლმსაჯულებას მიმართა.

საბოლოოდ, ყველამ ერთად - ფიფა-მ, სფფ-მ და საქართველომ - ეს საქმე ყურიდან ყურში გაატარა და კლუბი განადგურდა.

სწორედ ამიტომ, "მრეტებმა" საქართველოს წინააღმდეგ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში (ეაუს) შეიტანა საჩივარი, ქონებრივი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით და საქმის სამართლიანი დაკმაყოფილების საფასურად 18 მილიონი ევრო დაასახელა.

საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა (სფფ) და ფიფას გადაწყვეტილებები, ცალსახად ადასტურებდა, რომ "მრეტებს" მიადგა ზიანი; რომ სფფ და სახელმწიფო იყო სათანადო მოპასუხე პირი და არსებობდა მისი ბრალი მოსარჩელე "მრეტებისთვის" ზიანის მიყენებაში.

"მრეტებმა" საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საქმე 2007 წელს მოიგო: ეაუს-მ საქართველოს მთავრობა ბრალეულად ცნო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 6.1 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) დარღვევაში და მას "მრეტები"-სფფ-ის წინააღმდეგ" საქმეში სტატუს-კვოს აღდგენა მოსთხოვა.

"მრეტების" სასარგებლოდ საქმეში ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი ჩაერთო და საქართველოს მთავრობას ეაუს-ს გადაწყვეტილების შესასრულებლად ვადა დაუწესა. თუმცა, მოვლენები ისე განვითარდა, რომ კლუბმა მისთვის მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურება დღემდე ვერ მიიღო და საქართველოს მთავრობამ მის შესრულებაზე საბოლოო უარი თქვა.

სამართალთან ერთად ჩაკლული ფეხბურთი

ალბათ, ქართული ფეხბურთის კვდომა მაშინ დაიწყო, როცა "მრეტები" დავკარგეთ. მაშინაც, როცა განადგურდა "თბილისი", "შევარდენი 1906", როცა ქვეყანამ, უკაცრავად და, ფეხებზე დაიკიდა სოხუმის "ცხუმი", ოჩამჩირის "ამირანი", გალის "მზიური" და საერთოდ - ქართული ფეხბურთის საფუძვლები; როცა მშვიდად მოვინელეთ უამრავი მოედნის, სტადიონისა და საფეხბურთო სკოლის ჩარჩული გასხვისება...

ამიტომაც ვეღარ ვახვევთ მოწინააღმდეგეს რეტს, ჩვენს გუნდებსა და ნაკრებებს კი აქეთ ვხედავთ რეტდასხმულებს, ვხედავთ და დღემდე ვერ ვხვდებით, რომ ასეთ გლახაკურ მდგომარეობაში ჩვენივე უსამართლობამ ჩაგვაგდო.

მრეტები VS საქართველო (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• gio

გიორგი ქინქლაძე იყო მაგარი ადამიანი და მასთან ერთად უდიდესი ფეხბურთელი საფეხბურთო კლუბი მრეტებთან ერთად. იმედია მომავალში ყველაფერი გამოსწორდება და ყველაფერი დალაგდება. გაუმარჯოს გიორგი ქინქლაძეს

• მრეტის მჭვრეტი

მერაბ მამულაშვილს
ისევ შენ ))) გაქებ!

*** gio პირველ ბმულში ნახავ ყველა კითხვის პასუხს
. ტრილოგიის მესამე წიგნი “ლიბერალ-დემოკრატიული ფარსი” (ფინალი) http://www.shenentho.com/index.php?showtopic=975
ტრილოგიის მეორე წიგნი “KINKY”
http://www.shenentho.com/index.php?showtopic=911 ტრილოგიის პირველი წიგნი “მრეტები”
http://www.shenentho.com/index.php?showtopic=187

• ნოდ

ეგ ვეტერან ფეხბურთელებსაც მოკითხეთ, ავეჯის მაღაზიები რომ დახსნეს და დაიკიდეს ფეხბურთი ფეხზე. კიდე იმ ხალხს 91–დან მოყოლებული ფედერაციაში რომ სხედან.

• ოთარი

ძალიან კარგი სტატიაა! სამწუხარო სიმართლე, რომელსაც დღეს ვიმკით! ყოჩაღ ავტორს.

• sandro

ძლივს კარგი, კომპეტენტური და საინტერესო სტატია! ბრავო!

• goga

დინამო ყოველთვის იყო (და რჩება?) შსს-ს გუნდი და შესაბამისად მასში კაცობა არ უნდა ვეძებოთ. იყო პერიოდი, როდესაც დინამოში თბილისელები საერთოდ არ თამაშობდნენ

• gigi

ბრავო მერაბ მაგარი ხარ!!!

• durmishxan gulua

რა საინტერესოა და ამასთან ერთად რა მარაზმი...ყველაფერი მაშინდელი დინამოს ხელმძღვანელების კისერზეა,,მათ უნდა აგონ პასუხი ამ ყველაფერზე..რა ხდებოდა 90-იანებში ყველამ კარგად იცის,მაგრამ სიმართლე არ უნდა დაიკარგოს,თუგინდ 20 და 30 წელი გავიდეს..

• gio

საინტერესოა, თუ მრეტებმა ეს საქმე მოიგეს საქართველოს(!) წინააღმდეგ, ეს 16 მილიონი დოლარი ვის ჩამოეჭრება (ცხადია, რომ ციდან არ ჩამოვა) და სად წავა? ფაქტია, რომ ქვეყანას, ანუ სავარაუდოდ მის ბიუჯეტს ჩამოეჭრება, და თუ ამ თანხის უმეტესი ნაწილი წავა ვიღაც-ვიღაცეების ჯიბეში, და რეალურად ქართულ ფეხბურთს არ მოხმარდება, მაშინ საქმე გვექნება ელემენტარულად საკუთარი ქვეყნის ძარცვასთან, და არა "სამართლიანობის აღდგენასთან". ხოლო თუ რაღაცნაირად ისე მიიღებს მრეტები ამ თანხას რომ ქვეყნის ღარიბი ფენა არ იზარალებს, და ეს თანხა მთლიანად ფეხბურთს მოხმარდა, მაშინ მისაღებია.

• deigo

"მერანი91" გამოგრჩათ

• Shukoovaaniii

მაგარი სტატიაა ... (y)

ანდრეს ინიესტა - ფინანსური თაღლითობის საქმის ფიგურანტი პერუში

"ადამიანი, რომელსაც ჩემს ცხოვრებასა და კარიერაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა, აღარ არის" - 64 წლის ასაკში "ვალენსიას" ლეგენდარული მეკარე გარდაიცვალა

"ასე რთულია. გუნდში 9 ახალი ტვინი მყავს" - კონტემ "ნაპოლის" მარცხის მიზეზებზე ისაუბრა

"ბარსელონამ" მწვრთნელი გაათავისუფლა - პასკუალის დაბრუნება?

"ჩვენ ერთად თამაშიც შეგვიძლია" - ეკიტიკემ ისაკის შესახებ ისაუბრა

"პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ტრანსფერია" - უეინ რუნიმ "სანდერლენდის" ფეხბურთელი გამოარჩია

კომისარ-მსაჯები განაწილდნენ: რატიშვილი სკოპიეში, თვაური და შალამბერიძე – ბაქოში

საქართველო 10:1 ესტონეთი

[VIDEO] შეიძლებოდა, გოლი ეგოიანისთვისაც ჩაეთვალათ, მაგრამ შერჩა... საგოლე პასი

უჭირს - ფრანგული მედია ზაბარნის თამაშს უარყოფითად აფასებს

[VIDEO] აშორტიას გოლი, გაფრინდაშვილის საგოლე პასი...

"ბორჯღალოსნები" | ნამატით კანადასთან

[VIDEO] ნიკა გაგნიძე, მეორე ტაიმის ერთ-ერთი გმირი: მოპოვებული პენალტი, საგოლე პასი, დაკარგული შანსი...

[VIDEO] ქვილითაია ნაკრებში გოლით ბრუნდება, ინჯგიამ ქულა გადაარჩინა

[VIDEO] ...ასე გამოუვიდა კიტეიშვილს საგოლე პასი

"ვან დეიკის გოლი უნდა ჩათვლილიყო" - რუნი მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება

მეორე ვადით - "ბენფიკას" პრეზიდენტად კვლავ რუი კოშტა აირჩიეს

კონტეს "ნაპოლიდან" უშვებენ? - დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ბევრი რამ გადაწყდება

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლეს - შენგელიას გუნდი "ზენიტის" ყოფილ თავკაცს დაუკავშირდა

იურიჩს მოხსნას უპირებენ - "ატალანტას" სეზონის ძალიან ცუდი სტარტი გამოუვიდა

[VIDEO] ასეთ რამეს ხშირად ვერ ნახავ - თოვლით დაფარულ მოედანზე ულამაზესი გოლი გავიდა

"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ

ტენ ჰაგი პრემიერ ლიგაში არ დაბრუნდება - ვულვზმა მწვრთნელად სხვა დამრიგებელი აირჩია

"ვაჩვენეთ, რომ ქართული ფეხბურთი უნიკალურია, ის არ ჰგავს რაიმეს სხვას" - ქინქლაძე "ჯვაროსნების" ევრო 2024-ზე ასპარეზობას გამოეხმაურა

რას წარმოადგენს თბილისის "დინამოს" მეტოქე "ენგორდანი"

ჩისკო: ჩემი ოცნება "დინამოსთან" ერთად ჩემპიონთა ლიგაზე თამაში იყო

"გახსოვდეთ უთვალავი ახალგაზრდა ბიჭი და გოგო, რომლებიც გიყურებენ და ოცნებობენ, რომ ერთ დღეს თქვენს კვალზე გაიარონ" - გიორგი ქინქლაძემ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს მიმართა

საქართველოს ნაკრების ლეგენდები ბათუმში "ინტერის" ლეგენდებს დაუპირისპირდებიან

თბილისის "დინამოს" კაპიტანი გუნდს მიმდინარე სეზონში ვეღარ დაეხმარება

ტორპედო-დინამო (თბ) 0:2 - დინამიკური კლასიკო [VIDEO]

"დინამოს" აკადემიიდან მწვრთნელები და პერსონალი გაუშვეს - შაშიაშვილის კომენტარი

კლასი და უკლასობა, შიში თბილისის "დინამოს" მიმართ და მთავარი სიახლე სახო - ქართული კლუბები ევროტურნირებზე

"მჯერა, რომ ნეაპოლის შემდეგ, პარიზსაც განსაკუთრებული სიხარული ელის!" - გიორგი ქინქლაძე ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში ტრანსფერს გამოეხმაურა

[VIDEO] თბილისში მყოფი ილია თოფურია კახა კალაძეს და გიორგი ქინქლაძეს შეხვდა

გიორგი ქინქლაძემ მისი აზრით, ევროპის საუკეთესო გუნდი და ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა