საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XI ტური
"ფოლადზე" საგოლე მომენტები ნაკლებად იყო, თუმცა შეხვედრა ტლანქი და მოსაწყენი არ ყოფილა. მაღალი იყო დაძაბულობა და ალბათ, ამიტომ 90 წუთი თითქოს მალე გავიდა...

"დინამოსგან" უკეთესი თამაში იყო მოსალოდნელი. შესაძლოა, იმ ფაქტორმაც იმოქმედა, რომ დუშან უჰრინის გუნდს კვირაში სამი მატჩის გამართვა მოუწია, მაგრამ რუსთავის "მეტალურგსაც" ხომ იგივე გრაფიკი ჰქონდა?..

პირველ ტაიმში მასპინძელს ჰქონდა უპირატესობა, თუმცა ხიფათი ჯერ სტუმრებმა შექმნეს: ძარია-გოგა-დვალის კომბინაცია იმით დასრულდა, რომ ფლანგიდან წამოსული ბურთი, როგორც იტყვიან, გარედან მოხვდა ძელს.

"მეტალურგი" მკაცრად თამაშობდა, მეტოქეს გოჯს არ უთმობდა. რუსთაველთა შემადგენლობას თუ გადავხედავთ, ასეთ კონტინგენტს ნებისმიერი ქართული გუნდის დამარცხება ხელეწიფება და "მეტალურგიც" ეჭიდებოდა ამ შანსს.

იხილეთ ვიდეო

მასპინძლებს წინა ხაზში ფიფია და ბერიაშვილი ჰყავდათ. ისინი დინამოელთა დაცვას მშვიდად ყოფნის საშუალებას არ აძლევდნენ. ფიფიამ კარგი პასი გაუჭრა ბერიაშვილს, რომელმაც ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ მოახერხა დარტყმა.

ამ დუეტის მეორე კომბინაცია კი აშკარა საგოლე მომენტით დასრულდა - ბერიაშვილის მოხდენილი პასით ფიფია სტუმართან კარიდან 6-7 მეტრში მარტო დარჩა, თუმცა ბურთი იქ დაარტყა, სადაც ლორია იდგა და დინამოელთა მეკარესაც მოგერიების მეტი არაფერი დარჩენოდა.

ფიფიას ხელმეორედაც ჰქონდა შანსი, როცა მოხდენილად დაუსხლტა კვარაცხელიას, მაგრამ არცთუ ძლიერად დაარტყა და ლორიამაც იმარჯვა.

საგოლე შესაძლებლობა ბერიაშვილმაც გაანიავა, როცა უკუგდებული ბურთი არაზუსტად დაარტყა. ტაიმის ბოლო წუთზე ასევე არაზუსტი აღმოჩნდა ორბელაძის თავური.

დინამოელებს სასტარტოში არ ჰყავდათ მერებაშვილი და შეტევების გამწვავება უჭირდათ. ამ საქმეს მხოლოდ ელგუჯა გრიგალაშვილის მონდომება არ ჰყოფნიდა.

შესვენების შემდეგ "დინამო" შედარებით უკეთ ათამაშდა. იყო მონაკვეთები, როცა ბურთის ფლობაში უპირატესობა ჰქონდა და რამდენჯერმე სახიფათოდაც შეუტია.

პატრიკ ვუომ თავით სცადა ბურთის კარში გადაგზავნა, მაგრამ სიზუსტემ უმტყუნა. "მეტალურგი" დიდი ძალებით არ გადადიოდა იერიშზე, თუმცა რამდენჯერმე მაინც გაამწვავა თამაში. ბერიაშვილმა კარგად მოიგდო ბურთი, მცველს თავგზა აუბნია და საჯარიმოს ხაზამდე არმისულმა ძლიერად დაარტყა - აქ ლორიამ იყოჩაღა.

გამოსარჩევი იყო ის ეპიზოდიც, როცა გოგამ მარცხენა ფლანგზე ჩინებულად ჩამოიცილა მეტოქე და ისეთი დაარტყა, რომ არა მეკარე ბედიაშვილი, ბურთი კარში ჩაეშვებოდა. მერე შეცვლაზე შესული მერებაშვილის კუთხურს უსტარიცმა შეაგება თავი და ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს.

ბერიაშვილსა და ფიფიას დაღლა დაეტყოთ, რის გამოც რუსთაველთა წინა ხაზს ჯანი მოაკლდა. ცხადია, ამან "დინამოს" გაუადვილა საქმე, მაგრამ უჰრინის გუნდსაც აკლდა ის ძალა, რაც გოლის გასატანად იყო საჭირო - 0:0.

მატჩის შემდეგ

დუშან უჰრინი (თბილისის "დინამოს" მწვრთნელი):

"ძალიან ძნელი თამაში იყო. ეს მოედანი არ არის საჩვენო. აქ ბოლოს რომ ვითამაშეთ თასზე, 1:2 წავაგეთ. ერთი ქულა ავიღეთ და ეს ჩვენთვის მოგების მსგავსია. რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ იყო მერებაშვილი სასტარტოში, "ტორპედოსთან" თამაშის მერე ტრავმა აწუხებდა. მომდევნო მატჩისთვის, "ზესტაფონთან", უკვე მზადყოფნაში იქნება".

გელა სანაია ("მეტალურგის" მწვრთნელი):

"ჩვენც არ გვიყვარს ხელოვნურ საფარზე თამაში, მინდორი გვირჩევნია. ვიმსახურებდით სამ ქულას, თუმცა საგოლე მომენტების რეალიზაცია ვერ მოვახერხეთ. მთლიანობაში, თამაშის ხარისხით კმაყოფილი ვარ. რაც შეეხება მსაჯობას, უკეთესიც შეიძლებოდა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
გელა სანაია: ზღვისპირეთში ბევრი ტალანტი იკარგება
დუშან უჰრინი ლევან ყენიაზე: იმედია, ეს შარშანდელის მსგავსი ტრავმა არ არის
რუსთავში "რუსთავი" ბრუნდება - "მეტალურგის" ნაცვლად
ოთარ კიტეიშვილი: წყალი რომ წყალია, ისიც არ გვქონდა!..
მერანი-რუსთავის მატჩი, რომელიც სფფ-მ გარიგებულად მიიჩნია [VIDEO]
დუშან უჰრინი: ლევან ყენიას ტრავმა ცუდად გამოიყურება
გადაწყდა: ფოთის "კოლხეთს" უკრაინელი ალექსანდრ შტელინი გაწვრთნის
ლევან ყენიამ დისკვალიფიკაცია მოიხადა
ლევან ყენია: მიმაჩნია, რომ ამ სიტუაციაში სწორად მოვიქეცი...
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
"შევარდენს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
გიორგი ბუხაიძე: კლუბთან კონტრაქტი ამომეწურა და არ ვიცი ჯერჯერობით სად წავალ
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
[VIDEO] თბილისის "დინამომ" მინსკის "დინამოს" სძლია და უეფას ახალგაზრდული ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდა
გელა სანაიამ "შევარდენი" დატოვა - ახალი თავკაცის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
მერანი-რუსთავის ვიდეო, რომელიც სფფ-მ მედიის წარმომადგენლებს გადასცა [VIDEO]
გელა სანაია: ნაკრებით ფეხბურთის მშენებლობის დაწყება წარმოუდგენელია
კაცნაკლულმა თბილისის "დინამომ" "კოპენჰაგენს" პენალტების სერიაში მოუგო და მესამე ეტაპზე გავიდა
"გორდა", "მეტალურგი", "რუსთავი"... რუსთავში ახალი საფეხბურთო ცხოვრება იწყება
ლეგიონი გუშინ: ჯაბა კანკავას მესამე ყვითელი მესამე მატჩში
5 და მეტი - ქართული გუნდების დიდი ანგარიშით გამარჯვებები ევროთასებზე
ლევან ყენიამ შესაძლოა, "ზლინის" წინააღმდეგ ითამაშოს