ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ინტერი კრიზისიდან ესპანელებმა უნდა გამოიყვანონ

ინტერი კრიზისიდან ესპანელებმა უნდა გამოიყვანონ

სერია A-ს სიმბოლური ნაკრები და ფაქტები

ტურის ჩავარდნა

"ინტერმა" მორიგი კრახი განიცადა და ბუნებრივია, ტურის ჩავარდნად სწორედ მოქმედი ჩემპიონის კიდევ ერთი მარცხი უნდა მივიჩნიოთ. ამას ვერავინ წარმოიდგენდა - "ნერაძური" უკვე ცხრა ქულით ჩამორჩება ლიდერს და თუ ასე გაგრძელდა, სკუდეტოსთვის მებრძოლთა სიიდან მალე ჩამოიწერება.

როდესაც "ინტერმა" "ბრეშასთან" და "ლეჩესთან" ქულები დაკარგა, მასიმო მორატიმ კრიტიკისგან თავი შეიკავა - აქაოდა, წინ მილანური დერბია და ფეხბურთელებს გუნება კიდევ უფრო არ გავუფუჭოო. პირიქით, მხარდაჭერა გამოუცხადა მთავარ მწვრთნელს და განაცხადა, რომ მისი გუნდი მადონინასთვის სრულ მზადყოფნაში იყო. აი, როდესაც "ნერაძურიმ" თანაქალაქელთან წააგო და კიდევ უფრო გაიუარესა სატურნირო მდგომარეობა, პრეზიდენტის მხრიდან რაფაელ ბენიტესის მისამართით პირველი კრიტიკა გაისმა. "კიევოსთან" მარცხის შემდეგ კი მორატიმ შემდეგი კომენტარი გააკეთა: "ჩვენ ვბრაზდებით, მაგრამ მწვრთნელი აგრძელებს მუშაობას... სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვედავ პროგრესს, პირიქით, თამაშის ხარისხი უარსდება, თუმცა დღეს არჩევანი არ გვაქვს, ბენიტესთან ხანგრძლივვადიანი ხელშეკრულება გვაკავშირებს და მსურს, რომ ამ კრიზისიდან გუნდი სწორედ ესპანელმა გამოიყვანოს".

მორატის სიტყვები მრავლისმთქმელია - ანუ, რომ არა საკონტრაქტო ვალდებულება, "ინტერის" პრეზიდენტი სიამოვნებით შეელეოდა ესპანელს და მის ნაცვლად ახალ მწვრთნელს მიიყვანდა, მაგალითად ლუჩანო სპალეტის. ასეთ შემთხვევაში, მორატი ვალდებული იქნება ბენიტესს ხელფასი კიდევ წელიწადნახევრის განმავლობაში არაფერში უხადოს და ამასთან, ახალი მწვრთნელის ჯამაგირი გაისტუმროს. ასეთი ფუფუნების უფლებას სინიორ მასიმო საკუთარ თავს ვერ მისცემს და ამად არის, რომ ჯერჯერობით, რადიკალური ნაბიჯების გადადგმისგან თავს იკავებს. თუმცა, თუ ასე გაგრძელდა და მდგომარეობა არ გამოსწორდა, მორატის მოუწევს ამ მძიმე გადაწყვეტილების მიღება.

"ინტერში" რომ მეტად მძიმე ვითარებაა, "კიევოსთან" მატჩში სამუელ ეტოოს საქციელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა. კამერუნელს ნერვებმა უმტყუნა და ერთ-ერთ ეპიზოდში ვერონელთა მცველს თავი მუცელში ჩაარტყა - დიახ, ზუსტად ისე, როგორც თავის დროზე ზინედინ ზიდანმა მარკო მატერაცის. მატჩის არბიტრი კარგად ვერ გაერკვა ვითარებაში და ეტოო მოედანზე დატოვა, თუმცა გვაქვს ეჭვი, რომ სადისციპლინო კომიტეტი ამ საქმეს ასე არ დატოვებს. დიდია შანსი, კამერუნელს დისკვალიფიკაცია მისცენ, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს რაფაელ ბენიტესის, ანუ მთლიანად გუნდის ისედაც მძიმე მდგომარეობას.

ტურის გმირი

ანტონიო კასანოს გარეშე "სამპდორიას" ძალიან უჭირს შეტევაში, რაც გუნდის შედეგებზეც შესაბამისად აისახა. მარილუნგო და პოცი არასდროს ყოფილან ექსტრაკლასის თავდამსხმელები, ჯამპაოლო პაცინი კი თითქოს ჩაიკარგა კასანოს გარეშე და საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირება უჭირს. ეს არამარტო "სამპდორიას", იტალიის ნაკრების გულშემატკივრებისთვისაც შემაშფოთებელი ამბავი გახლავთ, რადგან პაცინი "სკუადრა აძურას" ერთ-ერთი ფორვარდია.

ტიფოზთა მრავარიცხვოვანი არმიის გასახარად, პაცინიმ სერია A-ს XIII ტურში გაილაღა და "ლეჩეს" ერთბაშად სამი გოლი გაუტანა. "სამპდორიამ" ურთულესი ბრძოლა გადაიტანა ჩემპიონატის ერთ-ერთ აუტსაიდერთან - კაცნაკლულ მეტოქესთან გენულებმა ორბურთიანი უპირატესობა გაანიავეს, თუმცა ჯამპაოლომ მესამე გოლიც გაიტანა და "სამპამ" სამი ქულა ჩაიწერა აქტივში. ნამატჩევს, "სამპდორიას" და იტალიის ნაკრების თავდამსხმელი შესანიშნავ განწყობაზე იყო: "ბედნიერი ვარ, რომ სამი ქულა მოვიპოვეთ და ამაში ჩემი წვლილი შევიტანე. გოლები ძალიან მჭირდებოდა, რადგან ბოლო დროს, დამაგვირგვინებელ ფაზაში უიღბლობა დამჩემდა. ამიტომ, მოთმინებით ვიღებდი კრიტიკას და ველოდებოდი იმ დღეს, როდესაც კვლავ გავიტანდი. ვფიქრობ, ცუდი პერიოდი უკან მოვიტოვე და ძველებურად შედეგიანად ავთამაშდები".

ტურის სიმბოლური ნაკრები

აბიატი (მილანი) - კასანი (პალერმო), ცეზარი (კიევო), ტიაგო სილვა (მილანი), ნაგატომო (ჩეზენა) - აკვილანი (იუვენტუსი), ჰამშიკი (ნაპოლი), კონსტანტი (კიევო), კრასიჩი (იუვენტუსი) - პაცინი (სამპდორია), პელისიერი (კიევო).

არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ მეხუთეჯერ მოხვდა სიმბოლურ ნაკრებში მილოშ კრასიჩი. ეს საუკეთესო მაჩვენებელია და ნათელი დადასტურება იმის თუ რაოდენ წარმატებული ტრანსფერი გაჩარხეს ტურინის "იუვენტუსის" მესვეურებმა. არადა, ჩემპიონატის დაწყებიდან მხოლოდ 13 ტურია გასული, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ სერბმა ასეთი ტემპებით გააგრძელა, სეზონის ბოლოს აუცილებლად წლის საუკეთესო ფეხბურთელის საპატიო წოდებას მიიღებს. მესამეჯერ მოხვდა სიმბოლურ გუნდში "კიევოს" სლოვენიელი მცველი ცეზარი, რაც მის მაღალ კვალიფიკაციაზე მიუთითებს. არადა, სულ ახლახანს ვნახეთ როგორ გაბითურდა საქართველოს ნაკრების თინეიჯერ შემტევებთან დაპირისპირებისას. მართალია, გოლი გაგვიტანა, მაგრამ უშუალო მოვალეობის შესრულებისას შეცდომები უხვად დაუშვა - უფრო სწორად, დააშვებინეს. ბუნებრივია, სიმბოლურ შემადგენლობაშია სამი გოლის ავტორი ჯამპაოლო პაცინი, ისევე როგორც "ფიორენტინასთან" თავგამოჩენილი კრისტიან აბიატი. "მილანის" კიპერმა ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა კარიერაში და არაერთხელ გადაარჩინა გუნდი გაშვებული გოლისგან.

ტურის დებიუტი

"კალიარის" პრეზიდენტმმა მასიმო ჩელინიმ ზედზედ განცდილი ორი საშინაო მარცხის შემდეგ, მთავარი მწვრთნელის პოსტიდან პიერპაოლო ბიზოლი გაანთავისუფლა და მის ნაცვლად რობერტო დონადონი დანიშნა. ახალი ცოცხის პრინციპმა ამ შემთხვევაშიც იმუშავა და დონადონის დამოძღვრილმა სარდინიულმა გუნდმა გასვლით პაექრობაში "ბრეშა" დაამარცხა.

აქვე ვთქვათ, რომ დონადონი თავის დროზე იტალიის ეროვნულ ნაკრებს ედგა სათავეში. მისი თავკაცობით "სკუადრა აძურამ" ევროპის 2008 წლის ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა და მეოთხედფინალურ ეტაპზე, მომავალ ჩემპიონთან, ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან თერთმეტმეტრიანების სერიაში გამოვარდა. შემდეგ "ნაპოლის" ჩაუდგა სათავეში, თუმცა წარმატებას ვერ მიაღწია და მალე გაანთავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან. ყველაზე უფრო კარგად კი სამწვრთნელო კარიერის საწყის წლებში, "ლივორნოში" მუშაობისას წარმოჩინდა - თანაც, იმდენად კარგად, რომ ეროვნული ნაკრები ჩააბარეს. "კალიარიში" დებიუტი ძალიან კარგი გამოუვიდა და ვნახოთ, რა გაგრძელება ექნება ამ ისტორიას. თავად დონადონი ოპტიმისტურად არის განწყობილი:

"ახალ საქმეს დიდი ენთუზიაზმით მოვკიდე ხელი და მჯერა, რომ წარმატებას მივაღწევ. "კალიარიში" ვხედავ საიმისო რესურს, რომ გუნდმა არა გადარჩენისთვის, არამედ მაღალი მიზნებისთვის იბრძოლოს. შესაძლოა, ბევრისთვის ეს უტოპიაა, მაგრამ პირადად მე, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. ასე რომ არ იყოს, სარდინიაში სამუშაოდ არც ჩამოვიდოდი. "ბრეშასთან" მეორე ტაიმში ვაჩვენეთ საკუთარი შესაძლებლობები და ურთულესი თამაში შემოვატრიალეთ. იოლად არც საკუთარ კედლებში დავთმობთ რამეს და არც გასვლით პაექრობებში".

ტურის იმედგაცრუება

სულ ახლახანს, "ბოლონიას" პატრონი შეეცვალა და კლუბის სათავეში ბიზნესმენი სერჯო პორჩედა მივიდა. პირველივე პრესკონფერენციაზე ომახიანად განაცხადა, რომ გუნდი პროგრესის გზას დაადგება, განვითარების ახალ ეტაპზე ავა და უკვე მომდევნო სეზონში ევროტურნირზე გასვლისთვის იბრძოლებს. გულშემატკივრებიც იმედებით აღივსნენ და ზოგადად, ქალაქში ეიფორიული განწყობა შეიქმნა. თუმცა, რეალობა ჯერჯერობით სრულიად სხვაგვარია - ფეხბურთელებს ხელფასის აღების დრომ მოუწიათ და ვერაფერიც ვერ აიღეს. კლუბის ახალმა მესვეურებმა მოთამაშეებს ბოდიში მოუხადეს და შეუთვალეს, რომ რთული ფინანსური მდგომარეობის გამო, ცოტა ხანი მოცდა მოუწევთ. ამასთან, ფედერკალჩო პორჩედას "ბოლონიას" სათავეში მოსვლის გზებით დაინტერესდა და რამდენიმე დარღვევა აღმოაჩინა. იტალიურ პრესაში უკვე ღიად საუბრობენ, რომ ამის გამო, შესაძლოა გუნდი დააჯარიმონ და ქულები ჩამოაკლონ. მოკლედ, დიდი ზარზეიმი და აღტკინება იმედგაცრუებაში გადაიზარდა. შედეგმაც არ დაახანა, გასულ უქმეებზე "ბოლონია" ნეაპოლში ჩავიდა და "ნაპოლისთან" გამანადგურებელი ანგარიშით წააგო.

ციფრები/ფაქტები

- კვირას გამართულ შეხვედრამდე, "კიევოს" მხოლოდ ერთხელ ჰყავდა საკუთარ მოედანზე "ინტერი" დამარცხებული, ისიც 2003 წელს;

- პირველად 2004 წლის შემდეგ "ინტერმა" ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია გამოაცხო;

- "ბრეშა" 22 სექტემბრის შემდეგ ვერ ახერხებს სამი ქულის მოპოვებას;

- "კატანიას" საკუთარ მოედანზე უკვე 321 წუთია გოლი არ აქვს გაშვებული;

- "ნაპოლის" მარჯვენა მცველი კრისტიან მაჯო მიჯრით მესამე თამაშია, რაც "ბოლონიას" წინააღმდეგ გოლის გატანას ახერხებს.

ლაშა წიკლაური

კონტე: "მილანთან" დავმარცხდით და არა რომელიმე აუტსაიდერთან

[VIDEO] 55-ე წუთიდან კაცნაკლულმა "მილანმა" "ნაპოლის" მოუგო

პოლიტანომ "ნაპოლისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს

დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა

[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა

Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა

წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"

GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში

იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა

ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა

გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო

"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა

[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ