სუპერლიგა. IV ტური
ბოლო წლების მანძილზე არმია-შსს-ს დაპირისპირება ჩემპიონატის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო დერბად ჩამოყალიბდა.

ძალოვან სამინისტროთა გუნდები ყოველთვის ამბიციურები იყვნენ და მათი დაპირისპირება მუდამ დიდ ინტერესს იწვევდა. მე-3 ტურის ბოლო შეხვედრაში "არმია" და"შსს-აკადემია" ერთმანეთის პირისპირ წარდგენ.

შეხვედრის პირველი ტაიმი დაძაბული და საინტერესო გამოდგა, თუმცა მეორე ნახევარში არმიელებმა საკუთარი თამაში იპოვეს და სოლიდური უპირატესობის მოპოვებით შეხვედრას ინტრიგა დაუკარგეს.

პირველი მეოთხედი ქულა-ქულაში წარიმართა და "არმიის" 2-ქულიანი გამარჯვებით - 14:12 დასრულდა. არც მეორე მეოთხედში დაუთმეს შსს-ელებმა მეტოქეს არაფერი, თუმცა არმიელები მცირე უპირატესობას მაინც ფლობდნენ.

კოკა ტომარაძის შორი სროლებით შსს დიდი შესვენებისთვის მხოლოდ 7 ქულით ჩამორჩებოდა. მესამე პერიოდიდან კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა არმიელებმა უპირატესობა 9 ქულამდე გაზარდეს და თან საგრძნობ სათამაშო უპირატესობას დაეპატრონნენ.

საბოლოოდ, თამაში ისე დამთავრდა, ვითარება არ დაძაბულა. "არმიამ" შეხვედრა 15 ქულის სხვაობით - 70:55 მოიგო და "ქუთაისთან" ერთად სუპერლიგის ცხრილის სათავეში გამაგრდა.

არმიელებს 16 ქულით ბუბა კვიმსაძემ ულიდერა, 15 ქულა და ამდენივე მოხსნა ჰქონდა გიორგი შარაბიძეს, მიხეილ ბერიშვილის ანგარიშზე კი 12 ქულა დაგროვდა.

აკადემიელთაგან ათქულიანი ზღვარი მხოლოდ ტომარაძემ დაძლია, რომელმაც 16 ქულა მოაგროვა.

წყარო: superleague.ge

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე