ენდი ბრიტანეთის რჩეულია
ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (WTA) დაასრულა 2013 წლის სეზონი - ბოლო შეჯიბრება, რომელშიც მთავარი პრიზი გათამაშდა, "ჩემპიონთა ტურნირი" იყო. მას ბულგარეთის დედაქალაქმა სოფიამ უმასპინძლა. აქ რვა ჩოგბურთელმა მიიღო მონაწილეობა. ისინი ორ ჯგუფად იყვნენ დაყოფილნი და გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთს შეხვდნენ რუმინელი სიმონა ჰალეპი და ავსტრალიელი სამანტა სტოსური.

ჰალეპმა ბრწყინვალე სტილში განვლო მთელი ტურნირი და ფინალამდე არც ერთი შეხვედრა არ წააგო. მას ყველაზე მეტად ნახევარფინალში გაუჭირდა სერბ ანა ივანოვიჩთან, როცა მესამე სეტში 0:3-ს აგებდა, მაგრამ გადაარჩინა თამაში. ჰალეპს ასევე მოუწია გადარჩენაზე ფიქრი ფინალში, რადგან პირველი სეტი 2:6 წააგო.

ტურნირის დასკვნით ნაწილში სიმონა მარცხენა ფეხის ტკივილს უჩიოდა და სტოსურთან საწყის პარტიაში ჩავარდნა, სავარაუდოდ, ამის ბრალი იყო, მაგრამ მეორე სეტში რუმინელს პრობლემა არ შექმნია - მან იგივე ანგარიშით უპასუხა ავსტრალიელს და დაინიშნა გადამწყვეტი სეტი, რომლის სტარტი ჰალეპმა ჩააგდო - ბრეიკით ჩამორჩა მეტოქეს 1:2.

წინ რუმინელს სერიოზული გამოცდა ელოდა, მაგრამ მან დასკვნითი ნაწილი შესანიშნავად ჩაატარა - 26 გათამაშებიდან 20 ქულა მოიგო, ზედიზედ ხუთი გეიმი აიღო და 6:2 მოიგო ბოლო სეტი, რითაც მაჟორულ ნოტაზე დაასრულა ბრწყინვალე სეზონი.

წლევანდელ სეზონამდე სიმონა ჰალეპი, ძირითადად, იმით იყო ცნობილი, რომ მკერდის დაპატარავების ოპერაცია გაიკეთა, წელს კი ჩოგბურთელს ბრწყინვალე გარღვევა გამოუვიდა და რეიტინგის პირველი ოცეულის წევრი გახდა.

ყველაფერი დაიწყო რომიდან, სადაც ჰალეპი ძირითად ბადეშიც ვერ მოხვდა. მან დამაჯერებლად გაიარა კვალიფიკაცია, მოუგო სვეტლანა კუზნეცოვას, აგნიეშკა რადვანსკას, რობერტა ვინჩისა და ელენა იანკოვიჩს და მხოლოდ ნახევარფინალში წააგო სერენა უილიამსთან. ზაფხულში ჰალეპმა ოთხი ტურნირი მოიგო სამ სხვადასხვა საფარზე - ნიურნბერგსა და ბუდაპეშტში გრუნტზე, ჰერტოგენბოშში - ბალახზე და ნიუ ჰევენში - ჰარდზე.

აზიური ტურნირების სერია რუმინელს არ გამოუვიდა, მაგრამ ოქტომბერში მოსკოვში მოიგო კრემლის თასი, სადაც ფინალში ასევე სამანტა სტოსურს მოუგო.

ახლა კი, სოფიის ტურნირის მოგების შემდეგ, ჰალეპმა ექვსი ტიტულით დაასრულა სეზონი. ეს მეორე მაჩვენებელია ტურში - რუმინელი მხოლოდ სერენა უილიამსს ჩამორჩა, რომელმაც 11 გამარჯვებით დაასრულა წელი. 4 ნოემბერს გამოქვეყნებული რეიტინგის თანახმად, ჰალეპი მე-11 ადგილზე გადავიდა კლასიფიკაციაში.

"ძალიან მინდოდა ამ ტურნირის მოგება, ასე რომ, ახლა ძალიან ბედნიერი ვარ! - განაცხადა ჰალეპმა მატჩის შემდეგ. - ჩემთვის ეს იყო შესანიშნავი ტურნირი. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მხარს მიჭერდა. ამან ძალიან დიდი დახმარება გამიწია. მადლობას ვუხდი ჩემს გუნდს, მეგობრებს, ოჯახსა და, რა თქმა უნდა, ილიე ნასტასეს, რომელიც აქ ჩამოვიდა ჩემ მხარდასაჭერად".

ამასობაში, რუმინული ჩოგბურთის ლეგენდა ვირჯინია რუზიჩი (თავისი ქვეყნის ერთადერთი ქალი წარმომადგენელი, რომელსაც მოუგია "დიდი სლემის" ტურნირი; აგრეთვე ორიდან ერთ-ერთი რუმინელი, ვინც რეიტინგის TOP10-ში იმყოფებოდა), რომელსაც ამჟამად მიჰყავს ჰალეპის საქმეები, მიიჩნევს, რომ მის შეგირდს შეუძლია შევიდეს კლასიფიკაციის საუკეთესო ხუთეულში და მოიგოს "დიდი სლემის" ტურნირი.

"როცა სიმონამ მოიგო როლან გაროსი იუნიორებს შორის, მე მასში დიდი პოტენციალი დავინახე. ახლა, როცა მან ასეთი მაღალი შედეგები აჩვენა, დარწმუნებული ვარ, რომ შეუძლია TOP5-ში მოხვედრა, - განაცხადა რუზიჩიმ. - შეძლებს თუ არა ის "დიდი სლემის" ტურნირის მოგებას? ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ წინ. თუ ის ტრავმებს აიცილებს თავიდან და ზეწოლასაც გაუმკლავდება, ერთხელ გაუჩნდება ასეთი შანსი".

ენდი ბრიტანეთის რჩეულია

ბრიტანელი ჩოგბურთელი ენდი მარეი 2013 წელს ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს. გამოკითხვა BBC Radio 1-ის მსმენელებს შორის ჩატარდა.

ჩოგბურთელმა, რომელიც ამჟამად აღდგენით კურსს გადის ზურგზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ, ვერ შეძლო Teen Awards-ის პრემიის გადაცემის ცერემონიაზე დასწრება, ამიტომაც პრიზი კომპანია BBC-ის ოფისში მიიღო.

შეგახსენებთ, რომ 2013 წელს მარეიმ მოიგო უიმბლდონი, რითაც გახდა პირველი ბრიტანელი 77 წლის შემდეგ, ვინც ამ ტურნირზე გამარჯვება შეძლო. ენდიმ ზურგის ოპერაციის გამო ნაადრევად დაასრულა სეზონი და მონაწილეობას ვერ იღებს წლის შემაჯამებელ ტურნირზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

პარიზის მასტერსი: ნადალის პირველობა გადაიდო

brola
ჰალეპი აშკარად ბოშური ეთნოსის ნარევია - სახის ნაკვთებზე ეტყობა!
brola
ჰალეპი აშკარად ბოშური ეთნოსის ნარევია - სახის ნაკვთებზე ეტყობა!
მხოლოდ 1 გეიმი - ბასილაშვილმა პეკინის ტურნირზე გამოსვლა დაასრულა
უცნაურია - მუსეტიმ ზედიზედ მეხუთე ფინალი წააგო
ბასილაშვილი ფორმაში შედის - ATP-ის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა და ასეულში დაბრუნების შანსი აქვს
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
ენდი მარეი კორტს მომდევნო თვეში დაუბრუნდება
Dailymail: ენდი მარეი ბალახის სეზონისთვის დაბრუნდება
ახალგაზრდა ძიუდოისტებმა მსოფლიო ჩემპიონატზე, გუნდურ შეჯიბრებაში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს - 20 ოქტომბრის დაიჯესტი
"28-ე ჩოგბურთელს სათამაშო პრაქტიკის გარეშე მოვუგე, არსად მივდივარ!" - მარეი ბასილაშვილთან მატჩის შემდეგ
თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ ენდი მარეი კორტს უბრუნდება
სიმონა ჰალეპმა დოპინგ ტესტი ჩააგდო
ლეგენდა მორიგი ტიტულისკენ მიიწევს
პირველივე დღეს საქმეში მთავარი ფავორიტები ჩაერთნენ! ავსტრალიის ღია პირველობა დაიწყო
საჩოგბურთო ბალახის სეზონი: ფედერერი კვლავ პირველია, მარეი 1 წლის შემდეგ დღეს დაბრუნდება
ავსტრალიის ღია პირველობა გადამწყვეტ ფაზაში შედის! ვარსკვლავები ტიტულისკენ მიიწევენ
სიმონა ჰალეპმა სერენა უილიამსს უიმბლდონის ფინალში უპრობლემოდ სძლია [VIDEO]
ფედერერი: დროა, ქალთა და კაცთა ჩოგბურთი ერთ სპორტად ვაქციოთ