ვინ გახდება თბილისის "დინამოს" ახალი მეპატრონე

და მთავარი - ვინ გახდება თბილისის "დინამოს" ახალი მეპატრონე? აქამდე ორი მსურველი ვიცოდით, მერაბ ჟორდანია და ილია კოკაია. ბოლო ინფორმაციით, მიზეზთა გამო მათ ინტერესი გაუნელდათ.

ჟორდანიამ "დინამოს" დაბრუნების სურვილი წლის დასაწყისში გამოთქვა, მაგრამ უარი მისთვის მნიშვნელოვანი წრეების რეაქციის გამო თქვა. გუნდის ყოფილ მეპატრონეს "დინამოს" ძველებურად ომსა და ბრძოლაში შენარჩუნების პერსპექტივა არ მოსწონდა. "დინამოს" შემთხვევაში კი ეჭვობს, რომ მუდამ ასე გაგრძელდება - 1925 წელს საბჭოთა მილიციის მიერ ჩამოყალიბებული "დინამო" დაწყევლილი სახლივითაა, რომელიც ახალ პატრონს არ ახარებს, მისი ახალი და ძველი მეპატრონეები ერთმანეთს მუდამ უპირისპირდებიან და მშვიდი ცხოვრება სანატრელად ქცევიათ. ნაბან წყალს კი საბოლოოდ კინაღამ ბავშვიც გადააყოლეს. გაიხსენეთ 1999 წელი, როდესაც სპორტსაზოგადოება "დინამომ" ჟორდანიას და მისი დირექტორატის წევრებს კლუბი ჩამოართვა. მაშინ ყველაზე ტიტულოვანი კლუბი უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა.

"დინამოს" პატრონობით "ზესტაფონის" მფლობელი კოკაიაც იყო დაინტერესებული, რაც ბატონმა ილიამ ჩვენთან პირად საუბარში დაადასტურა, მაგრამ "ზესტაფონის" მიტოვებას არ აპირებს. გარდა ამისა, "დინამო" პრობლემური თემაა და ამას ბევრი ბიზნესმენი თავს არიდებს. როგორც შევიტყვეთ, კოკაიას კლუბის მიხედვა "დინამოს" დღევანდელმა მმართველმა დირექტორმა ბუბა ტყავაძემ შესთავაზა. თუმცა მას შემდეგ "ზესტაფონში" თბილისელთა ფიზმომზადების მწვრთნელი ივო კატუშიჩი გადაიბირეს და კლუბების თავკაცებს ურთიერთობა დაეძაბათ.

განცხადებიდან ჩანს, რომ გასხვისების პროცესს "დინამოს" დღევანდელი მმართველი დირექტორი ბუბა ტყავაძე გააკონტროლებს და ახალ ინვესტორს სიმბოლურ თანხას მოსთხოვენ – "კლუბის ადმინისტრაციას ვაძლევთ რეკომენდაციას, მოიძიოს ახალი ინვესტორი, რომელიც მოახდენს საექსპერტო ინტერესისა და "დინამოს" მომავლისათვის აუცილებელი გრძელვადიანი სახსრების ინვესტირების მზადყოფნის დემონსტრირებას. ჩვენი მხრივ კი შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ მზად ვართ, სიმბოლურ თანხად დავთმოთ ჩვენი ოჯახის კუთვნილი ინტერესი საფეხბურთო კლუბ "დინამოში", რაც ასევე მოიცავს საკმაოდ მნიშვნელოვან უძრავ ქონებას".

ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის გადაწყვეტილება პატივისცემას იმსახურებს, რადგან ახლა კლუბის ერთისგან მეორე მეპატრონისთვის ცივილიზებულად გადაცემისა და მეპატრონეებს შორის ტრადიციადქცეული დაპირისპირების დასრულების შანსს იძლევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა