რა არის ბლანის ფილოსოფია?
"პარი სენ-ჟერმენში" სერიოზული ინვესტიციები ჩაიდო და გუნდმა დიდი ფული დახარჯა, თანაც ჭკვიანურად. ვის მოსწონს ეს და ვის არა, ცალკე თემაა, მაგრამ ფაქტია - დედაქალაქელები საფეხბურთო ელიტაში დაბრუნდნენ. პსჟ-მა წინა სეზონშიც დაამტკიცა, რომ უკვე სერიოზული ძალაა, როდესაც "ბარსელონას" რეალურად არაფერი დაუთმო და მიმდინარეშიც შორს წასვლას აპირებს ჩემპიონთა ლიგაზე, ბევრად უფრო შორს.

ლორან ბლანის ხელში პარიზელები კიდევ უფრო შთამბეჭდავად გამოიყურებიან და ლაღ ფეხბურთს გვთავაზობენ. ვნახოთ, რას ამბობს თავად პროფესორის იმიჯის მქონე მუსიე ბლანი "ლიგა 1-ის შოუსთან" საუბარში.

სკეპტიკოსები

კარლო ანჩელოტის ნაცვლად მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლორან ბლანის დანიშვნას ბევრი ეჭვის თვალით უყურებდა. ბლანს პსჟ-ში არასოდეს უთამაშია. აი, მის მოსისხლე მტერ "მარსელში" კი ირიცხებოდა... "მონპელიეს" აღზრდილის სამწვრთნელო კარიერა "ბორდოში" დაიწყო, რასაც პირდაპირ საფრანგეთის ნაკრები მოჰყვა.

ევრო 2012-ის მეოთხედფინალში "მამლები" ესპანეთთან დამარცხდნენ და ბლანსაც არ დაუყოვნებია - ელეგანტურად გადადგა. მოკლედ, მას ბევრი უყურებდა ალმაცერად, მაგრამ ბლანმა აიღო და, 4-4-2-ის ნაცვლად, პსჟ 4-3-3-ით აათამაშა და აქცენტი არა კონტრიერიშებზე, არამედ ბურთის ფლობასა და პირველ ნომრად თამაშზე გააკეთა.

შედეგი სახეზეა - პარიზელები კიდევ უფრო მძლავრად გამოიყურებიან და თან მატჩებს ლამაზად იგებენ.

"რა ტაქტიკითაც უნდა თამაშობდე, მთავარი ფილოსოფიაა. სქემა ყოველთვის შეიძლება შეცვალო - თამაშის მსვლელობისას, შესვენებაზე, მატჩის შემდეგ... უშუალოდ ტაქტიკა იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც ფილოსოფია" - გვეუბნება ბლანი.

რა არის ბლანის ფილოსოფია?

სიტყვები სიტყვებად, მაგრამ ყველას აინტერესებს, რა იგულისხმება უშუალოდ ამ ფილოსოფიაში. თავის სტილსა და მიდგომებზე "მონპელიეს", "ნაპოლის", "ნიმის", "სენტ ეტიენის", "ოსერის", "ბარსელონას", "მარსელის", "ინტერისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მცველი ღიად საუბრობს.

"როდესაც ბურთს ფლობ, აიძულებ მეტოქეს, რომ თავი დაიცვას, ამას კი დიდი ენერგია სჭირდება. შესაბამისად, რაღაც პერიოდის მერე, უფრო მატჩის ბოლოსკენ, მეტოქეები იღლებიან. აქედან გამომდინარე, ისინი თავდაცვას კარგად ვეღარ ახერხებენ და სწორედ ამიტომ გვექმნება ხოლმე ამდენი საგოლე შანსი ბოლო 15-20 წუთში.

მეორე ფაქტორია ის, რომ დაცვისას მოწინააღმდეგე სიღრმეშია, თავის კართან ახლოს და თავისთავად, შენი კარისგან შორს. ეს ნიშნავს, რომ გოლის გასატანად მეტოქე გუნდმა ჯერ ბურთი უნდა მოიპოვოს, მერე გზად რამდენიმე ბარიერი დაძლიოს, შენს კარს მოუახლოვდეს და მომენტი შექმნას. ეს ყველაფერი კი ისე უშეცდომოდ უნდა გააკეთოს, რომ საბოლოოდ მიზანს მიაღწიოს, რაც ძალიან ძნელია.

ჩემი ფილოსოფიით თამაშიც არ არის ადვილი, მაგრამ პსჟ-ში არიან იმ დონისა და ტალანტის ფეხბურთელები, რომ ეს შეძლონ".

კლასით მოგებული "კლასიკი"

როგორც ჩანს, ფეხბურთელები სრულად იზიარებენ ბლანის თეორიებს და სჯერათ მისი. სამაგალითო და სანიმუშო მატჩად შეგვიძლია "მარსელთან" გამართული დაპირისპირება მოვიყვანოთ. პარიზელებმა საძულველ მარსელელებს "კლასიკი" იმათსავე "ველოდრომზე" მოუგეს, თანაც ისე, რომ აგებდნენ და ათი კაცით იყვნენ დარჩენილნი.

"მართალია, რომ "მარსელთან" მოგება გამოსარჩევი და საჭირო გახლდათ. თითქოს ყველაფერი ჩვენ წინააღმდეგ აეწყო, ტიაგო მოტას დარი საკვანძო ფიგურა გაგვიძევეს, გოლი გავუშვით... თუმცა დამტკიცდა, რომ გუნდს სჯერა იმისი, რასაც ვაკეთებთ და ფეხბურთელებმა ზუსტად იგივე ფილოსოფიითა და შემართებით ითამაშეს. ეს მართლაც ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი იყო" - თქვა ბლანმა.

შანსების გამოყენება

პარიზულ გუნდს ჯერ მატჩი არ წაუგია, ძირითადად, იგებს და ბევრი გოლიც გააქვს. თუმცა მწვრთნელს მიაჩნია, რომ მეტია შესაძლებელი და მომენტების რეალიზაციას სერიოზულად უნდა მიექცეს ყურადღება. მართალიცაა, ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფებში უკვე თითოეულ მომენტს შეიძლება ოქროს ფასი დაედოს.

"ჩემი აზრით, ყველაზე მეტად, რაშიც უნდა მოვუმატოთ, ეს მომენტების გამოყენებაა. მატჩებს ხშირად დიდი სხვაობით ვიგებთ, საშუალოდ შეხვედრაში ორ გოლზე მეტი გაგვაქვს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ შანსებს და გადავთვლით მათ რაოდენობას, მეტი გოლი უნდა გაგვქონდეს" - აღნიშნა ბლანმა.

სტაბილურობა

"მონაკოსთან" თამაშში დაცვის ბურჯმა ტიაგო სილვამ ტრავმა მიიღო და აქამდე აკლდა გუნდს. სამაგიეროდ, დაბრუნდა ალექსი, ხოლო 19 წლის მარკინიოსმა შემდეგ მატჩებში ისე დიდებულად ითამაშა, რომ კაპიტნის არყოფნა არავის აგრძნობინა და ნაკრებში გამოძახებაც დაიმსახურა. ბლანს ეს ძალიან მოეწონა და იგი ერთგვარ მუშკეტერადაც შეგვიძლია შევრაცხოთ, ხოლო მისი სიტყვები ასე გადავამღეროთ - ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის.

"ტიაგო სილვა ჩვენი კაპიტანი და უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია, მაგრამ იგი დაშავდა და ამას უნდა შევგუებოდით. ჩემი მიდგომის შემადგენელი ნაწილი ესეცაა - ვინც უნდა იყოს მინდორზე, ფილოსოფია იგივე რჩება. ყველა ფეხბურთელი საჭიროა, ყველა სასარგებლოდ უნდა გრძნობდეს და თვლიდეს თავს და მართლაც მოჰქონდეს სარგებელი. ეს უმთავრესია" - განაცხადა საუბრის ბოლოს ბლანმა.

გიორგი კაკაბაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლორან ბლანი: ზლატან იბრაჰიმოვიჩი შესანიშნავ ფორმაშია

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
პსჟ-ში ტრავმირებულები ბრუნდებიან - დემბელესა და მარკინიოსს "ლევერკუზენთან" თამაში შეეძლებათ
კრიშტიანო რონალდოს "სუპერმენმა" ვაჟმა მამის ინტერვიუ შეაჩერა [VIDEO]
"ელექტრულად მოძრავი, მეტოქის კოშმარი" - უცხოური სპორტული მედია ხვიჩა კვარაცხელიაზე
ლორან ბლანმა კვლავ ფრანგული გუნდი ჩაიბარა
“ბარსელონა” მწვრთნელზე შეჯერდა, ხავი თამაშგარე დარჩა?
პსჟ-ის ახალი ვიცე-კაპიტანი ჰყავს - ის თავად გუნდის ფეხბურთელებმა აირჩიეს
დაბრუნება მშობლიურ გუნდში - დიდი ალბათობით, სილვასთვის ეს "ჩელსიში" ბოლო სეზონი იქნება
კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს
რობერტ ლევანდოვსკი: მეტი უნდა გამეტანა
პოჩეტინოს მძიმე დროება "ჩელსიში" - ლონდონელთა მწვრთნელს ტიაგო სილვას ცოლიც დაუპირისპირდა
"ჩელსი" ტიაგო სილვას მალე დაემშვიდობება
ლორან ბლანი: საფრანგეთი - ბელგიის ნახევარფინალში გამარჯვებული მსოფლიოს ჩემპიონატს მოიგებს
პსჟ-ს ტრავმის გამო კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
"ბარსელონა" ბლანის მწვრთნელად დანიშვნას არ განიხილავს
საბა კვირკველია: 2014 წელი ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანი იქნება
პსჟ-ის კაპიტანი მშობლიურ გუნდში - მარკინიომა თავისი გეგმები გაამხილა
ზინედინ ზიდანის ყველაზე ტკბილი ლუკმა
"ჩელსი" ახლოსაა, ლორან ბლანთან შეთანხმებას მიაღწიოს
ზაბარნის ტრანსფერმა სიტუაცია შეცვალა - კაპიტანი გუნდის დატოვებაზე
ვიქტორ სანიკიძე: როცა შეთავაზებებს მივიღებ, შემდეგ გადავწყვეტ, სად მიჯობს თამაში
ახლა 20-25 %-ით უკეთესები ვართ - ინტერვიუ მილტონ ჰეიგთან და ფილ ჰილისთან [VIDEO]
"მეტოქეს პატივს ვცემთ, თუმცა ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, რაც შეეხება მბაპეს..." - კვარაცხელიამ "რეალთან" მატჩის წინ კომენტარი გააკეთა
"იცოდა, რომ პსჟ-ზე ჰკითხავდნენ და დაიმალა" - როტენმა მბაპე გააკრიტიკა
[PHOTO] ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ვანდამ საღამო პსჟ-ს ვარსკვლავთან გაატარა
41 წლის ტიაგო სილვა ევროპაში აპირებს დაბრუნებას
კაპიტანი გუნდიდან მიდის? - მარკინიოსის 12-წლიანი პარიზული კარიერა დასასრულს უახლოვდება
"წინ დიდი გამოცდა გველოდება" - ალონსო პსჟ-სთან მატჩის წინ
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ნეიმარმა თავის კარიერაში ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა