ლამის მეორე თვეა, რაც ვლადიკავკაზის "ალანიას" ქართველი ფორვარდი მოედანზე აღარ გამოჩენილა
რუსეთის პირველი დივიზიონის 22-ე ტურში ვლადიკავკაზის "ალანიამ" შინ ნალჩიკის "სპარტაკს" 1:0 მოუგო და 43 ქულით კვლავ მეორე ადგილზეა. მასპინძელთა შორის, ტრავმირებულ ოთარ მარცვალაძესა და გოჩა ხოჯავას არ უთამაშიათ.

საერთოდ, ლამის მეორე თვეა, რაც მარცვალაძე მოედანზე აღარ გამოჩენილა. მასთან დაკავშირების მიზეზიც სწორედ ეს გახდა.

საქართველოს ნაკრების ფორვარდი ორიოდე დღით თბილისში იყო ჩამოსული...

- სეზონი დამაიმედებლად დაიწყეთ, მაგრამ ამ ბოლო დროს "ალანიას" შემადგენლობაში არც თქვენ ჩანხართ და არც გოჩა ხოჯავა...

- სამწუხაროდ, ორივეს ტრავმები გვაქვს.

- რამდენად სერიოზულია თქვენი ტრავმა?

- თუ გახსოვთ, შარშან კუნთი რომ გამიწყდა, ოპერაცია გერმანიაში გავიკეთე და თამაში მხოლოდ გაზაფხულზე განვაახლე. სწორედ იმ დროს ჩავირიცხე ხაბაროვსკის "სკა ენერგიაში". მაშინ ტკივილმა ისევ შემაწუხა, მაგრამ ტრავმა სერიოზული არ მეგონა.

ახლაც, "ალანიაში" რომ მივედი, თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ პირველივე მატჩის დროს კუნთი ისევ დამეჭიმა. მერე და მერე ტკივილები გამიძლიერდა. მართალია, კუნთი გაწყვეტილი არ არის, მაგრამ უკვე თვე-ნახევარია, რაც ვმკურნალობ.

- მოედანს როდის დაუბრუნდებით?

- ჯერ არ ვიცი. ვარჯიში კი დავიწყე, მაგრამ ეს ისეთი ტრავმაა, კიდევ რომ არ შეგაწუხოს, ბოლომდე უნდა მოირჩინო.

- მართალია, თითქოს "ალანიას" ფინანსურად გაუჭირდა?

- კი, სამწუხაროდ, ასეა. უკვე მეხუთე თვეა, ხელფასები არ აგვიღია.

- ანუ მართალი აღმოჩნდა კულუარული ინფორმაცია, რომ ვლადიკავკაზური კლუბი გაკოტრების პირასაა...

- იმედია, ეს ჭორია. "ალანიაზე" სახელმწიფო ზრუნავს, მაგრამ ახლა მართლაც მძიმე მდგომარეობაშია.

- თუ ასე გაგრძელდა, კლუბიდან წამოხვალთ?

- ვნახოთ, რა მოხდება. რუსეთის პირველი ლიგის საშემოდგომო ეტაპი 24 ნოემბერს მთავრდება და მჯერა, ვითარება მანამდე გამოსწორდება. თუ ასე მოხდა და კლუბი არ გაკოტრდა, რატომ არ დავრჩები? "ალანია" ტიტულოვანი კლუბია, გაზაევიც ცნობილი მწვრთნელია და მასთან მუშაობა სასიამოვნოა.

- ნაკრებზეც უნდა გკითხოთ...

- გული მწყდება, რომ ბოლო ციკლში გუნდმა გულშემატკივრები ვერ გაახარა. სამწუხაროდ, დიდი ხანია, მეც არ მითამაშია, რადგან ტრავმები მაწუხებდა.

- მართალია, ტრავმა გქონდათ, მაგრამ იყო პერიოდი, როცა ათამაშდი, თუმცა ნაკრებში მაინც არ გიწვევდნენ...

- ეტყობა, ელოდნენ, რომ ფორმას აღვიდგენდი. ერთი ხანობა ხომ უგუნდოდ ვიყავი, მერე ხაბაროვსკის "სკა ენერგიაში" დრო დამჭირდა, ფორმა რომ აღმედგინა. ასეთ დროს ვინ მიმიწვევდა?

- ამ დროს, სულ სხვა ხმები მოდიოდა - თითქოს, ჩამოსვლა არ გსურდათ...

- მე არ მსურდა ნაკრებში ჩამოსვლა?! არ დაიჯეროთ, სისულელეა. ნაკრებზე უარი არასოდეს მითქვამს და არც ვიტყვი, რადგან ამაზე ძვირფასი გუნდი ჩემთვის არ არსებობს. პირადად მე არც მწვრთნელთან მაქვს კონფლიქტი. ასე რომ, ეს ტყუილია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

torino
რაღა გვეშველება ეხლა?! )
zviad
ეძღვნება მარცვალას გმირობას ხორვატიასთან! * * * ჩამოვიდა.. დაგვიმტკიცა.. რომ არ არის "გამყიდველი". მოატყუა, პასი მისცა - ერი დარჩა მადლიერი!! გასაგებია?!
შესაძლებელია თუ არა ამ ზაფხულს კვარაცხელიას "არსენალში" გადასვლა - ფაბრიციო რომანომ ამ საკითხზე ისაუბრა
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
"ალანიას" დამფინანსებელი არ ჩანს - მარცვალაძეს და ხოჯავას 7 თვეა ხელფასი არ აუღიათ
პრო ლიგა 2: ამბიციური ფავორიტები და გასასინჯი უცხოელები
პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
გორის "დილა": გორელიშვილი რუსეთში წავიდა, შეიძლება ხოჯავა დაბრუნდეს
ვინ მოდის "რუსთავში" - გაიცანით ვლადიმერ გაზაევი
გოჩა ხოჯავა: დიდი ფეხბურთი მომენატრა და ძალიან მინდა, რომ დავბრუნდე
ოთარ მარცვალაძის და გოჩა ხოჯავას "ალანია", სავარაუდოდ, 12 იანვარს დაიშლება
[ოთხშაბათის საკითხავი] რას გვასწავლის ისტორია?
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია
ბათუმის "დინამო" უკრაინელმა ლეგიონერებმა დატოვეს
"რუსთავმა" საკონტროლო მატჩში უკრაინული გუნდი დაამარცხა
კოლხეთი-დინამო(ბთ) 0:2 - ორმაგი დერბი ბათუმის სასარგებლოდ
[ოთხშაბათის საკითხავი] ვინ არის დამნაშავე?
სათასო ისტორიები: ეს ჯერ არ მომხდარა - ქვედალიგელთა აღლუმი!
ეროვნული ლიგის XVII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
ღმერთია მოწმე, არაფერი დამიშურებია... რაზე სწყდება გული გიორგი დევდარიანს
გიორგი დემეტრაძე: ჯობს შენ გცემდნენ, ვიდრე ამ საშინელებას გვერდიდან უყურებდე
გოჩა ხოჯავა "ზუგდიდში", დავით ჩაგელიშვილი "შუქურაში"
"რუსთავმა" თურქულ შეკრებაზე წასაყვანი 26 ფეხბურთელი დაასახელა
ოთარ მარცვალაძე: ვლადიკავკაზში თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი, მაგრამ...