ინგლისელებს "დორტმუნდთან" უკანა ხაზის აუღელვებელმა თამაშმა მოაგებინა
"არსენალმა" "ვესტფალენშტადიონზე" უმნიშვნელოვანესი შეხვედრა მოიგო, ჯგუფში პირველ ადგილს დაუბრუნდა და პლეი ოფში გასვლის შანსები გაიუმჯობესა. 64 წლის ფრანგი მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე "მეთოფეთა" ერთიანობასა და განსაკუთრებულ გუნდურ სულზე ალაპარაკდა.

"დორტმუნდმა" უმკაცრესი გამოცდა მოგვიწყო, თუმცა ჩემმა გუნდმა დაცვაში განსაკუთრებულად შეთანხმებულად იმოქმედა. პირველ ტაიმში ბურთს კარგად ვაკონტროლებდით, მაგრამ აქედან სარგებელი თითქმის არ გვქონია. საბოლოოდ, მეტოქის შეცდომას დავუდარაჯდით, რაც გამოგვივიდა კიდეც.

საერთო ჯამში, უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოვიპოვეთ. წარმატების ფასს ზრდის ისიც, თუკი გავითვალისწინებთ, რა შედეგები ჰქონდა ჩვენს მეტოქეს საკუთარ მოედანზე, სადაც მისი დამარცხება აქამდე ცოტას თუ მოუხერხებია. პრობლემები გუნდის ერთიანობამ გადაგვალახვინა.

შესაძლოა, ვიღაცამ ისიც იფიქროს, რომ წინა სეზონში "ბაიერნის" დამარცხება უფრო გაგვიადვილდა, მაგრამ მე ასე ვერ ვიტყოდი. მიუნხენელებმა ლონდონში 3:1 მოგვიგეს. ჩათვალეს რა, რომ მომდევნო ეტაპზე იყვნენ, მოდუნდნენ. დღეს კი წარმატების ფასი ბევრად უფრო დიდი იყო, რადგან 3 ქულა ორივე გუნდს ჰაერივით სჭირდებოდა. აღმოჩნდა, რომ უფრო მეტად ჩვენ გვდომებია.

დღევანდელ შეხვედრაში "არსენალისთვის" ფრეც კი კატასტროფა იქნებოდა. გარწმუნებთ, დღეს ჩვენ ძალიან ძლიერი მეტოქე დავამარცხეთ. სამწუხაროდ, ჩვენს ჯგუფში ვიღაცას აუცილებლად მოუწევს გზის დათმობა. იმედია, ეს "არსენალი" არ იქნება.

დღევანდელი შედეგი თავდაჯერებას გვმატებს. კვირას "იუნაიტედთან" სტუმრად გასამართი თამაშის წინ კი ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია".

იხილეთ ვიდეო

ბენდტნერი მიდის, მაგრამ სად?

მიმდინარე სეზონში ნიკლას ბენდტნერი "არსენალს" 2-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. 25 წლის დანიელს დროდადრო ოლივიე ჟირუ უნდა შეეცვალა და მისთვის ამოსუნთქვის საშუალება მიეცა. ბენდტნერს სახეზე აწერია, რომ საქმეს განსაკუთრებული ენთუზიაზმის გარეშე აკეთებს, რაც მის შედეგებზეც აისახება.

თავდამსხმელის წასვლაზე ლაპარაკი ისევ დაიწყო. ამბობენ, რომ მისით ბუნდესლიგური და პრემიერლიგური კლუბები არიან დაინტერესებულები.

ნიკლასს სეზონის ბოლოს ხელშეკრულება უმთავრდება. ასე რომ, "მეთოფეებს" მისი გაყიდვის შანსი იანვარში უკანასკნელად მიეცემათ. "სპორტ მედიასეტის" ინფორმაციით, პირველი კლუბი, რომელმაც ფეხბურთელის ტრანსფერზე მოლაპარაკებები წამოიწყო, "ჰალ სიტია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჩემპიონთა ლიგა. IV ტური. F ჯგუფი: "ნაპოლი" ვეზუვივით ამოიფრქვა [VIDEO]

Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"კლოპი უკმაყოფილოა? იცით, რას გეტყვით?" - ვენგერმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის კრიტიკოსებს უპასუხა
ტაქსის მძღოლის ცემაში ბრალდებულ ბენდტნერს 50-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს
გერმანიის სუპერთასი: პეპი სუპერთასს ვერ ეღირსა
ნიკლას ბენდტნერმა ტაქსის მძღოლს ყბა გაუტეხა
პეტი: კლოპი თუ ვენგერი? - პასუხი მარტივია
ავტოავარიები ფეხბურთელებისა და მათი სუპერქარების მონაწილეობით [PHOTO]
"მოიგებს თუ არა წელს "არსენალი" ტიტულს?" - არსენ ვენგერმა შეკითხვას უპასუხა
ტრანსფერ ONLINE: 24 აგვისტოს ტრანსფერები და ჭორები
1 გოლი ჟირუსთან გათანაბრებამდე - მბაპე რეკორდსმენი სავარაუდოდ, მალე გახდება
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ტომას მიულერმა და ოლივიე ჟირუმ სანაკრებო კარიერა დაასრულეს
"გითხრათ, ძიუბა იბრაჰიმოვიჩსა და ჟირუს რითი ჰგავს?" - "რენის" ყოფილი მცველის უცნაური განცხადება
დადასტურდა - ჟირუ "ლოს-ანჯელესში" გადავა
"იუვენტუსი", პსჟ და "რეალი" უარით გავისტუმრე - ვენგერმა "არსენალში" გატარებულ პერიოდზე ისაუბრა
100-იანთა კლუბში - სიმეონე ფერგიუსონისა და ვენგერის გზაზე
"უმაღლესი დონის თვისებები აქვს, ახლა მეტი თამაში სჭირდება" - საფონოვმა ვენგერი აღაფრთოვანა
პოკერში 6 მილიონი წავაგე - სკანდალურმა დანიელმა ფეხბურთელმა თავისი ისტორია გაიხსენა