დემბა ბას "სუონსიში" გაუშვებენ?
"ჩელსიმ" ბოლო ტურში "ნიუკასლთან" შეხვედრა სუსტად ჩაატარა და საბოლოოდ უშანსოდ დამარცხდა - 0:2. პრესამ და საფეხბურთო ექსპერტებმა ჟოზე მოურინიოს გუნდი კრიტიკის ქარცეცხლში მოაქციეს, რაზეც "შალკესთან" ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში დასავლეთლონდონელებმა ღირსეული პასუხი გასცეს.

პორტუგალიელმა სპეციალისტმა, ტრადიციულად, საკადრო გადაადგილებებს მიმართა და გერმანელებს "სტემფორდ ბრიჯზე" მინიმალური შანსიც კი არ დაუტოვა. თამაშის დასრულების შემდეგ "განსაკუთრებულმა" საკუთარი გუნდის გარჯა, რა თქმა უნდა, დადებითად შეაფასა. აი, რა თქვა მან პრესკონფერენციაზე:

"ნიუკასლთან" თამაშის შემდეგ უბრალოდ ფეხბურთელთა პოზიციების შეცვლა და შემადგენლობის გადახალისება კი არა, ფსიქოლოგიური ატმოსფეროს გაჯანსაღება გვჭირდებოდა. დებიუტი ერთგვარად ნერვიული გამოვიდა. გუნდი შეცდომას შეცდომაზე უშვებდა, ბურთს კარგავდა, თანაც, საკუთარი საჯარიმოს სიახლოვეს. დაბნეულობა დიდხანს არ გაგრძელებულა. თამაში ჯერ გავათანაბრეთ, მერე კი მასზე კონტროლი დავაწესეთ. გადავედით ბურთის აგრესიულ ართმევაზე.

კონტრშეტევებისას მოედნის სივრცეს მთლიანად ვიყენებდით. "ბაზელთან" წაგებამ მძიმე მდგომარეობაში ჩაგვაყენა, თუმცა სიტუაცია უკვე გამოვასწორეთ და ჯგუფიდან გასვლა, პრაქტიკულად, გავინაღდეთ.

ეტო'ო ნელ-ნელა პოულობს საკუთარ თამაშს. მან "ანჟიში" ორი წელიწადი, პრაქტიკულად, ნულოვანი მოტივაციის პირობებში ითამაშა, რის გამოც კონდიციებიც დაკარგა და თამაშის ხალისიც. ახლა კი ყველაფერი თავის კალაპოტში ჯდება, სამუელი ჯერ მხოლოდ 32 წლისაა.

არ მინდა, მოგატყუოთ და გითხრათ, რომ აზარმა ტრავმის გამო არ ითამაშა. ედენი პატარა ბიჭია, მის ასაკში კი შეცდომას ყველა უშვებს. აღმზრდელმა ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს. შესაბამისად, მის დასჯას მკაცრად არ ვაპირებთ. აზარს დღესაც სურდა მოედანზე გასვლა, თუმცა განაცხადშიც კი არ შემიყვანია, რამაც ის ალბათ ძალიან გააბრაზა. ის შაბათს ითამაშებს. მორჩა".

იხილეთ ვიდეო

ბა და სუონსი

მიმდინარე სეზონში "სუონსის" უმთავრესი პრობლემა ნაკლებად შედეგიანი თამაშია. ეს მაშინ, როცა "გედებმა" ბოლო წლებში სწორედ შემტევი ფეხბურთით გაითქვეს სახელი. მიქაელ ლაუდრუპს განკარგულებაში 3 თავდამსხმელი ჰყავს: ალვარო ვასკესი, ვილფრიდ ბონი და მიგელ მიჩუ. სამეულის ანგარიშზე სულ 4 გოლია.

უელსელთა მთავარმა მწვრთნელმა იანვარში გუნდის თავდასხმის გაძლიერება გადაწყვიტა. თითქოს პრობლემა ბონის ტრანსფერს უნდა მოეგვარებინა, მაგრამ პირიქით კი მოხდა, გოლების გატანას მიჩუმაც უკლო. ყველაზე რეალური "ლიბერთი სტედიუმზე" "ჩელსიდან" დემბა ბას გადაბირებაა. 28 წლის სენეგალელი მოურინიოს გუნდის ძირითადში ვერ ხვდება და სიმართლე ითქვას, ამის იმედი მას არც უნდა ჰქონდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჩემპიონთა ლიგა. IV ტური. E ჯგუფი: "შალკესთვის" ჯერ ადრეა [VIDEO]

Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] ვინისიუსის ულამაზესი გოლი, რასისტული შეურაცხყოფა, შეჩერებული მატჩი და მოურინიოს გაძევება - "რეალმა" "ბენფიკას", "დორტმუნდმა" კი "ატალანტას" სძლია
ევროპალიგა: გედების შესანიშნავი გაფრენა
"ასეთი გოლი თანაგუნდელებთან ერთად უნდა აღნიშნო" - მოურინიომ ვინისიუსი გააკრიტიკა
ევროპალიგა. ჯგუფური ეტაპი. I ტური: "მესტალიას" ჩამოუღამდა
"შანხაი შენჰუას" სტადიონზე, სადაც კარლოს ტევესი თამაშობს, ხანძარი გაჩნდა [VIDEO]
ეტო'ოს ხუმრობამ შესაძლოა გულშემატკივრების ბრაზი გამოიწვიოს
"ᓚᕘᓕᕔᓠᓞᕣᓚᓘᓡ" ᓤᕐᕜᕔᓑᓛᕐ ᓛᕐᓞᓐᓢᓘᓝᓜ, ᓐᓮᓚᓐ ᓡᓣᓚ ᓡᓮᓕᓐ ᓒᓣᓜᓓᓖᓔ ᓕᓤᓘᓥᕠᓝᓑ"
"ჩემი თანაგუნდელი მესისა და რონალდოს დონეზე თამაშობდა" - ჯონ ტერი
მიგელ მიჩუ: "სუონსი" გაძლიერდა
ESPN: მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ პორტუგალიის ნაკრებს დიდი ალბათობით, მოურინიო ჩაიბარებს
პრემიერლიგის წინ: "გედების" გაზრდილი მოთხოვნები
მათ "სამეფო კლუბის" შანსი ვერ გამოიყენეს...
გაბრიელ პალეტა "სამპდორიას" უახლოვდება
ᕣᓢᕔᓮ
ᓘᓜᕒᓚ
რონალდო ბოლო ადგილზე - შირერმა პრემიერლიგის ისტორიაში 5 საუკეთესო გარემარბი დაასახელა
დემბა ბა: მინდა, სერია A ყველა შავკანიანმა ფეხბურთელმა დატოვოს
"მესი თუ რონალდო?" - აზარმა არჩევანი გააკეთა
სერია A. XXVI ტური: სამუელ ეტოოს პირველი გოლი გენუაში [VIDEO]
საზარელი ტრავმა, რის გამოც შეიძლება დემბა ბამ კარიერა ნაადრევად დაასრულოს [VIDEO]
მიგელ მიჩუ ახალი სეზონის მოლოდინში
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
"ამის გამო, არბელოას ბოდიში მოვუხადე" - ჟოზე მოურინიო "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
ლევან მჭედლიძე სერია A-ს ყველაზე უგოლო ფორვარდთა ათეულში მოხვდა
"რატომ დავასრულე კარიერა 32 წლის ასაკში?" - აზარმა განმარტა
მოურინიო: "პორტუს" სამწვრთნელო შტაბიდან მოღალატე 50-ჯერ დამიძახეს"
არსენ ვენგერს ახლა ედინ ჯეკო ან მიგელ მიჩუ სურს
ეტოომ "ატლეტიკოსთან" შეხვედრის წინ "ბარსას" ფეხბურთელები შეაგულიანა
"აი, ამიტომ ვთქვი უარი კარიერის გაგრძელებაზე" - ედენ აზარი
"ვაპირებ თუ არა მწვრთნელობას?" - რა თქვა აზარმა