რაფა მესამედ გახდა წლის ბოლოს პირველი ჩოგანი
27 წლის ესპანელი ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი კარიერაში მესამედ (2008, 2010, 2013) გახდა წლის შედეგების მიხედვით პირველი ნომერი. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც შვეიცარიელი სტანისლას ვავრინკა 7:6, 7:6 დაამარცხა და პირველმა მოიპოვა წლის შემაჯამებელ ტურნირზე ნახევარფინალის საგზური.

ამ სტატუსით პირველ პრესკონფერენციაზე ნადალი გამოცხადდა მაისურით, რომელზეც ეწერა - “მხოლოდ ნიჭი საკმარისი არ არის”.

- დღევანდელი გამარჯვების გამო ძალიან გახარებული იყავით. რა გახდა ამის მთავარი მიზეზი - ნახევარფინალში გასვლა თუ წლის პირველ ნომრად დასრულება? თუ, უბრალოდ, კარგი თამაში?

- დღეისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო პირველი ადგილი. მართალია, ვამბობდი, რომ ეს ჩემთვის არ იყო მთავარი ამოცანა, მაგრამ ეს რეალური მიღწევაა. ამასთან, აშშ-ის ღიას შემდეგ ვგრძნობდი, რომ ვიმსახურებდი ამ სეზონში პირველ ადგილს და დღეს მივაღწიე ამას. ის, რომ შევძელი სამი წლის პაუზისა და მძიმე ტრავმის შემდეგ პირველობა - ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევაა ჩემს კარიერაში. სპორტის ჩვენს სახეობაში მსგავსი წარმატება ძალიან ძნელია.

- რას იტყვით მომავალ წელს ნოვაკ ჯოკოვიჩთან რეიტინგის პირველი საფეხურისთვის ბრძოლის შესახებ?

- ეს მეტოქეობა არ შედის ჩემს პრიორიტეტებში. არ მინდა ამაზე ფიქრი, რადგან წლევანდელი სეზონის დიდი ნაწილი არ ვფიქრობდი ამის შესახებ. ვეცდები, 2014 წელი ავსტრალიაში ჯანმრთელმა დავიწყო და რაც შეიძლება მეტი მსხვილი ტურნირი მოვიგო. ამაში მდგომარეობს ჩემი მოტივაცია.

- რაზე ფიქრობდით 12 თვის წინ?

- შინ ვიყავი. უბრალოდ, ვცდილობდი აღდგენას, საკუთარი ყურადღების კონცენტრირებას ჩემს მუხლებზე. ვმუშაობდი ყოველდღე დასაბრუნებლად და ბოლოს და ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ ასი პროცენტით არ ვიყავი მზად, ისევ დავიწყე თამაში. სხვათა შორის, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს მსოფლიოში, რომლებიც ჩემ გამო ნერვიულობდნენ. ყოველ ტურნირზე, რომლებშიც მივიღე მონაწილეობა, იმაზე მეტად მიჭერდნენ მხარს, ვიდრე ჩვეულებრივ აკეთებდნენ ამას.

- ანუ ერთი წლის წინ არ ოცნებობდით იმაზე, რომ პირველ ადგილზე აღმოჩნდებოდით?

- ამ კითხვაზე ბევრჯერ გავეცი პასუხი. როგორ ვიფიქრებდი ასეთ რამეებზე, როცა შინ ვიჯექი და ვარჯიში არ შემეძლო? მაშინ მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, თუ რა იქნებოდა მომდევნო დღეს, რა მდგომარეობაში იქნებოდა ჩემი მუხლები. მეტზე არაფერზე.

- ვიქტორ ტროიცკის დისკვალიფიკაციის კომენტირებისას ნოვაკ ჯოკოვიჩმა განაცხადა, რომ აღარ ენდობა მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს. თქვენი დამოკიდებულება როგორია ამ საკითხთან დაკავშირებით?

- მსგავსი კითხვებისთვისაც მრავალჯერ გამიცია პასუხი და ამას კარგი არაფერი მოუტანია. ვიმეორებ, რომ ჩვენთან არსებობს წესები. კარგია ეს თუ ცუდი, ის არსებობს. ძალიან ვნანობ ვიქტორის დისკვალიფიკაციის გამო, რადგან მას სრულიად ვენდობი. როგორც ჩანს, დიდი შეცდომა დაუშვა ექიმმა, რომელმაც მას მეორე დღეს მისცა ტესტის ჩატარების უფლება.

- როცა კორტზე იმყოფებით, არასოდეს უშვებთ ხელებს და ბოლომდე იბრძვით, მაგრამ ამას წინათ განაცხადეთ, რომ აღარ ინტერესდებდით პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის შიდა პოლიტიკით. რატომ?

- იმიტომ, რომ მთლიანად კონცენტრირებული ვარ საკუთარ თამაშზე. როცა მე რაღაცით ვარ დაკავებული, საქმეს ძალიან სერიოზულად ვუდგები. ვგრძნობ, რომ მე და სხვა რამდენიმე ჩოგბურთელმა კარგად ვიმუშავეთ იმისთვის, რომ რაღაც შეგვეცვალა ჩოგბურთში და მომავალი თაობის ჩოგბურთელებისთვის გაგვეადვილებინა ცხოვრება, მათ შორის, კარიერის დასრულების შემდეგ.

ცხოვრება - ეს მხოლოდ ჩოგბურთი არ არის, მაგრამ მე მინდა დავრჩე სპორტის ამ სახეობაში მაშინაც, როცა დავასრულებ თამაშს შედარებით ახალგაზრდა ასაკში. ამავდროულად, ჩემთვის ნაღვლიანი მომენტია ის, რომ ATP-ის დღევანდელ სტრუქტურაში არაფრის შეცვლა არ შემიძლია. ყოველ შემთხვევაში, ასე მეჩვენება. ამიტომაც მინდა კონცენტრაცია მოვახდინო თამაშზე და სიამოვნება მივიღო ჩემი კარიერის ბოლო წლებისგან.

P. S. გუშინ, გვიან გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნადალმა მარცხენა ხელზე თითი გაიჭრა, რის გამოც ვარჯიში საღამოსთვის გადაიტანა. როგორც გაზეთი "მარკა" წერს, ესპანელმა დილით, საუზმისას პურის დაჭრისას დანით დაიზიანა თითი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ATP-ის შემაჯამებელი: ნადალმა პირველობა გაინაღდა და ნახევარფინალში გავიდა

ისევ დამაჯერებლად - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ნახევარფინალშია!
კვლავ სეტის წაუგებლად - ბასილაშვილმა რეიტინგის მე-40 ნომერი დაამარცხა და ჩენგდუს ტურნირის მეოთხედფინალშია
კვლავ ორ სეტში - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის მერვედფინალშია
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
ნოვაჯ ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსზე პირველივე წრეში დამარცხდა
[VIDEO] მისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია - 38 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩმა იანიკ სინერი ხუთ სეტში დაამარცხა!
Dailymail: ენდი მარეი ბალახის სეზონისთვის დაბრუნდება
"კილიანი მსოფლიოში საუკეთესო გახდება, მას ზურგს შესანიშნავი გუნდი უმაგრებს" - რაფა ნადალმა ფრანგზე ისაუბრა
ოფიციალურად: როჯერ ფედერერი მილიარდერი გახდა
"კორტზე" ყოფნის ყოველი წამი მეზიზღებოდა" - ჯოკოვიჩი US Open-ის პირველივე წრეში დამარცხდა
"ბოლოს და ბოლოს, უნდა გაიგოს "რეალი" რას ნიშნავს" - რაფაელ ნადალმა ვინისიუს ჟუნიორს მიმართა
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ ენდი მარეი კორტს უბრუნდება
"28-ე ჩოგბურთელს სათამაშო პრაქტიკის გარეშე მოვუგე, არსად მივდივარ!" - მარეი ბასილაშვილთან მატჩის შემდეგ
"ბატონო ნადალ, ფოტო შეიძლება?!" - ფედერერმა გულშემატკივრებთან საუბარში სასაცილო ისტორია გაიხსენა
მაგიური ჯოკოვიჩი - ნოვაკი 2028 წლის ოლიმპიადაზე თამაშს გეგმავს
"ნეტავ მეც ასე შემეძლოს" - ჯოკოვიჩმა უიმბლდონის ნახევარფინალში გასვლის შემდეგ მესიზე იხუმრა
[VIDEO] უბრალოდ როჯერ ფედერერი - შვეიცარიელის განსაკუთრებული ჟესტი უიმბლდონზე
ნადალი: "რეალის" ფანი ვარ, მაგრამ მესი რონალდოზე უკეთესია [VIDEO]
"როჯერ, ახლახან ჩამოვფრინდი ბაზელში, საიდანაც..." - როგორ გაეხუმრა მარი ფედერერს
ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი პირველობა მამაკაცებსა და ქალებშიც - ჯოკოვიჩმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა
ფედერერის შემდეგ ნადალიც - ჩოგბურთიდან რაფაც მიდის
ენდი მარეი კორტს მომდევნო თვეში დაუბრუნდება
ახალგაზრდა ძიუდოისტებმა მსოფლიო ჩემპიონატზე, გუნდურ შეჯიბრებაში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს - 20 ოქტომბრის დაიჯესტი
"ყველაფერი ჩემ გარშემო აღარ ტრიალებს " - ნოვაჯ ჯოკოვიჩი
საჩოგბურთო ბალახის სეზონი: ფედერერი კვლავ პირველია, მარეი 1 წლის შემდეგ დღეს დაბრუნდება
ფერდინანდმა ყველა დროის საუკეთესო ოთხ სპორტსმენში არცერთი ფეხბურთელი არ შეიყვანა