16 წლის ცენტრალური მცველი "ბადალონას" ასაკობრივ გუნდში აღმოჩნდა, რომელიც ესპანეთის "დივიზიონ დე ონორეში" თამაშობს
გაზაფხულზე 16 წლის ოთარ ჭიჭაღუა ესპანეთში, კერძოდ, "ესპანიოლის" ასაკობრივ გუნდში სინჯებზე იყო. მან გვითხრა, რომ გუნდში მისი დატოვება გადაწყვიტეს.

თემურ ფოცხვერიასა და გურამ ჩომახიძის აღზრდილი ჭიჭაღუა თბილისელია. ტანმაღალი (185 სმ) ცენტრალური მცველი "საბურთალოში", "დინამოს" აკადემიასა და თბილისის "ლოკომოტივში" ვარჯიშობდა.

ესპანეთში ის ფიფას აგენტის, თორნიკე მაისურაძის დახმარებით მოხვდა. ეს უკანასკნელი წლებია, ბარსელონაში ცხოვრობს, სამენეჯერო სააგენტო აქვს და "ესპანიოლთან" ხელშეკრულებით თანამშრომლობს. მისი მოვალეობა ბარსელონური კლუბისთვის ნიჭიერი ბავშვების შერჩევაა.

მართალია, ევროკავშირის ქვეყნებში ქართველ არასრულწლოვანებს თამაშის უფლება შეუზღუდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში, პრობლემები თავად ესპანელებმა მოაგვარეს, ოღონდ, ჭიჭაღუა არა "ესპანიოლში", არამედ "ბადალონას" ასაკობრივ გუნდში აღმოჩნდა, რომელიც ესპანეთის "დივიზიონ დე ონორეში" თამაშობს.

უფროსების კლუბი კი სეგუნდა B-ს (რანგით მესამე დონე პრიმერა და სეგუნდა დივიზიონების შემდეგ) III ჯგუფში ასპარეზობს და 20-გუნდიან დივიზიონში ამჟამად მე-18 ადგილზეა.

"ევროკავშირელობის გადასახადისა და სხვა პრობლემების გამო, "ესპანიოლის" ვარიანტი ჩაიშალა. ესპანეთში მხოლოდ ოქტომბერში ჩამოვედი, რადგან სავიზო პრობლემა "ბადალონამ" მომიგვარა და ამ გუნდში ჩავირიცხე.

"ბადალონა" წლეულს კარგი გუნდია და ესპანეთის ასაკობრივი ჩემპიონატების უმაღლეს ლიგაში (დივიზიონ დე ონორე) თამაშობს, მეორე ადგილზეა და "ბარსელონას" მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება", - გვითხრა ოთარ ჭიჭაღუამ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
კვერნაძე 90-ე წუთზე შეცვალეს - "ფროზინონე" "პალერმოსთან" ფრეს დასჯერდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენია დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ალისონი სპალეტის შეთავაზებას დათანხმდა - მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ოთარ ჭიჭაღუა და "ალავესი" ესპანეთის პრიმერა დივიზიონზე ფიქრობენ
16 წლის ქართველი, რომელმაც "ესპანიოლი", "ვილიარეალი" და "სარაგოსა" მოხიბლა
ბედის საძიებლად ესპანეთში - გეგი ვეკუა უკვე კონკრეტულ შეთავაზებებს ელოდება
გიორგი აბურჯანია: მიყვარს რემარკი, ჭავჭავაძე, დოჩანაშვილი...
არმაზ ჯელაძე: ბოლნისის "სიონს" შეუძლია ევროსაგზურის მოპოვება
უცნობი ქართველი ესპანეთში - პრიმერას დუბლები ან სეგუნდა?