სუპერლიგის მე-4 ტური 8 ნოემბერს, ბათუმში, საინტერესო და დაძაბული მატჩით დაიწყო
სუპერლიგის მე-4 ტური 8 ნოემბერს, ბათუმში, საინტერესო და დაძაბული მატჩით დაიწყო. რეგიონულ დერბიში "ბათუმმა" "ქუთაისს" უმასპინძლა და 2 ქულის სხვაობით - 87:85 დაამარცხა.

მიხეილ კობეშავიძის გაწვრთნილმა ზღვისპირულმა გუნდმა მიმდინარე სეზონის პირველი პრინციპული მატჩი მოიგო. ოკეანგაღმელი ლეგიონერებით გაძლიერებულმა "ბათუმმა" წინა ტურში "დინამოსთან" მინიმალური სხვაობით წააგო, ხოლო იმის წინა შეხვედრა შინ"არმიასთან" დათმო.

ამჯერად ბათუმს კიდევ ფავორიტი "ქუთაისი" ესტუმრა, რომელსაც მხარდამჭერთა დიდი ჯგუფიც ჩაჰყვა.

ბათუმელები მთავარი მწვრთნელის, მიხეილ კობეშავიძის გარეშე იყვნენ, რომელიც ჯანმრთელობის პრობლემების გამო თამაშზე არ იმყოფებოდა. მიუხედავად ამისა, მასპინძლებმა მოახერხეს და იმერულ გუნდს ღირსეული ბრძოლა გაუმართეს.

ბათუმელებს თავიდან უჭირდათ და პირველი მეოთხედი 4 ქულის სხვაობით - 27:31 დათმეს. მეორე პერიოდიდან კი ამერიკელმა და კანადელმა ლეგიონერებმა საკუთარი თამაში იპოვეს და მასპინძლებმა გარდატეხა მოახდინეს.

ძალიან საჭირო იყო ვანო მაისურაძის 2 სამქულიანი მეორე პერიოდის შუაწელში, როცა ბათუმელებმა ლიდერობა მოიპოვეს. მეორე პერიოდის 29:19 მოგების შემდეგ დიდი შესვენებისთვის მასპინძელთა 6-ქულიანი ლიდერობა დაფიქსირდა - 56:50.

მეორე ტაიმში ქუთაისელებმა მოახერხეს თამაშის გათანაბრება, რაშიც ლომის წილი აკაკი დვალიშვილს, გოგა ცეკვავას და ზაურ ფაშაევს მიუძღვით.

გადამწყვეტი პერიოდი ბათუმელთა 5-ქულიანი ლიდერობით განახლდა და ცხადი იყო, ყველაფერი ბოლო 1-წუთეულში უნდა გადაწყვეტილიყო. ბოლო წუთამდე გაურკვეველი იყო, თუ რომელი გუნდი იმარჯვებდა.

თამაშს საკუთრ თავზე იღებდა კანადელი ჯუნიორ კადუგანი, რომელმაც საბოლოოდ შეხვედრა 26 ქულითა და 10 პასით დაასრულა. მისი და 2 ამერიკელი ლეგიონერის - ჯერომი სეფოლდისა და ჯემი ჯექსონის აქტიურობით ბათუმელებმა მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა მოახერხეს - 87:85.

კოდუგანის კვალად 19-19 ქულა მოაგროვეს ჯექსონმა და სეფოლდმა, ყველაზე შედეგიანი ქართველი კი ბათუმელთაგან ავთანდილ ელიკაშვილი გამოდგა - 7 ქულა. სუპერლიგის მე-4 ტურის დარჩენილი 3 მატჩი ხვალ, 9 ნოემბერს, თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება.

მატჩისშემდგომი კომენტარები:

ლაშა ოჩხიკიძე ("ბათუმის'' მწვრთნელი):

"ძალიან დაძაბული და საინტერესო შეხვედრა გამოდგა. მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ და ეს როგორც ლეგიონრების, ისე ქართველი მოთამაშეების დამსახურებაა.

ბიჭები განსაკუთებით ემზადებოდნენ ამ თამაშისთვის, ყველამ მაქსიმუმი გააკეთა და იმედებიც გაამართლეს.

რაც შეეხება მეტოქეს, მათ ძალიან კარგად იასპარეზეს, განსაკუთებით ცეკვავას და დვალიშვილის თამაშს გამოვარჩევდი".

მედეა მხეიძე ("ქუთაისის'' მწვრთნელი):

"ძალიან კარგი და დაძაბული თამაში ვიხილეთ. "ბათუმი'' დალაგებულ კალათბურთს თამაშობს და 3 ძლიერი ლეგიონერი ჰყავთ.

ჩვენი მხრიდან, უკანა ხაზმა ითამაშა საკმაოდ კარგად, დაცვაში ასევე ძლიერად იასპარეზეს ცეკვავამ და ფაშაევმა. თუმცა, საკმარისი არ აღმოჩნდა.

წინა თამაშებში უკეთესი პროცენტით ვესროდით, დღეს საჯარიმოები საკმაოდ არასტაბილურად ვესროლეთ და ფაქტობრივად, ამან განაპირობა ჩვენი 2 ქულით დამარცხება".

წყარო: superleague.ge

კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებული ყველა მიმდინარე ტურნირი შეჩერებულია
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
ლუის ენრიკემ "ნიცასთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
[VIDEO] ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[თბილისის გრანდ სლემი] მეორე დღე ფინალისტის გარეშე და ორი ბრინჯაოს შანსი
"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
ბასტონი ან ტორესი - "ბარსელონა" ზაფხულში ცენტრალურ მცველს აუცილებლად შეიძენს
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
[VIDEO] მამუკელაშვილის 14 წუთი - "ტორონტო" "დენვერთან" დამარცხდა
კვარაცხელია თავიდანვე შეუტევს - პსჟ ლიდერობის დაბრუნებას ძალიან გადახალისებული შემადგენლობით შეეცდება
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "სოსიედადთან" მატჩში?
კიტეიშვილის და მამაგეიშვილის "შტურმი" "ზალცბურგს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
[VIDEO] "ნაპოლიმ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
მარტის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებს ივა გელაშვილი დაემატა
"ლივერპული" სალაჰის გარეშე დარჩა
პსჟ-ს წინააღმდეგ "ლივერპულის" კარს ორივე მატჩში გიორგი მამარდაშვილი დაიცავს
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
"ᓐᓠ
სუპერლიგა 2016/17. პლეი ოფი: "ქუთაისს" ფინალამდე ერთი მოგება აშორებს
დავით უსტიაშვილის ხელმძღვანელობით "ბათუმმა" პირველი მატჩი ქუთაისში მოიგო
აკაკი დვალიშვილის ბენეფისი - "ქუთაისმა" "ტიტებს" სძლია და ნახევარფინალშია
[ინტერვიუ აკაკი დვალიშვილთან] ქართული სამზარეულო - ენერგიის წყარო
თბილისში 18 წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონი იწყება
სუპერლიგა. IV ტური: ჩემპიონი წინ მიიწევს
სუპერლიგა. VI ტური: "ბათუმმა" "ქუთაისი" დაამარცხა და გალიდერდა
მაკაბი-ქუთაისი 52:91 - დაუნდობელი გუნდური თამაში
ქორქია-საკანდელიძის მემორიალი: სუპერლიგელთმმუსვრელი
სუპერლიგა. პლეი ოფი: "დინამო" ფინალშია, "ქუთაისი" თუ "სოხუმი"?
სუპერლიგა 2017/18: ახალგაზრდა "რუსთავი" ოთხი ლეგიონერით
სუპერლიგა 2016/17. XXVI ტური: მეოთხე "კაკტუსია"
საქართველოს თასი. 1/2-ფინალი: სუპერლიგის ლიდერები თასმაც გამოკვეთა
ქუთაისი-ბათუმი 90:73 - უშეღავათო ბრძოლა
საქართველოს "ბ" ნაკრებმა ჩინელი არმიელები მეორედაც დაამარცხა
სუპერლიგა 2016/17. XVIII ტური: "ქუთაისმა" "ოლიმპს" ისევ მოუგო
აკაკი დვალიშვილის გუნდი "ნოვოსიბირსკი" რუსეთის სუპერლიგის ერთპიროვნული ლიდერია
სუპერლიგა. ფინალი. V მატჩი: გამარჯვების დღე ქუთაისში [VIDEO+PHOTO]
ბათუმი-რუსთავი 102:74 - დაგეგმილი გამარჯვება
საქართველოს კალათბურთელთა "ბ" ნაკრები ჩინურ კლუბ "ლიონინგთან" დამარცხდა

დუდუ დადიანის მემორიალი: ილიას ზუროსის თვალწინ
სუპერლიგა 2016/17. პლეი ოფი: "ქუთაისმა" "კაკტუსის" ეკლებს გაუძლო
სუპერლიგა. ფინალი: "ქუთაისი" სერიაში დაწინაურდა