ფინელი ოპერაციას იკეთებს
"ლოტუსის" პილოტი კიმი რაიკონენი გამოტოვებს სეზონის ორ დარჩენილ რბოლას - ფინელს ისევ გაუძაფრდა ზურგის ტრავმა და ხუთშაბათს ოპერაციის გადატანა მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ რაიკონენს წელს უკვე შეექმნა ზურგთან დაკავშირებული პრობლემები - მან სინგაპურის გრანპრიზე გამოსვლა მხოლოდ ექიმების ჩარევის შემდეგ შეძლო. ახლა კი, აბუ დაბის ეტაპის შემდეგ, ტკივილი გაძლიერდა და ფინელი ტკივილგამაყუჩებლების გარეშე ვერ იძინებდა.

"ექიმებმა კიმის ოპერაციის ჩატარება ურჩიეს და ქირურგიული ჩარევა ზალცბურგში ხუთშაბათს მოხდება. რა თქმა უნდა, დასანანია, რომ რაიკონენის ურთიერთობა "ლოტუსთან" ასეთი ფორმით დასრულდა, რადგან სწორედ ამ გუნდში დაბრუნდა ის ფორმულა 1-ში და ორი წარმატებული სეზონი ჩაატარა. მაგრამ, კიმის დროის დაკარგვის უფლება არ ჰქონდა. ახლა, მთავარია, დროულად აღდგინოს ფიზიკური კონდიციები 2014 წლის სეზონისთვის", - ამბობს რაიკონენის მენეჯერი სტივ რობერტსონი.

იტყობინებიან, რომ ოპერაციის შემდეგ, რაიკონენს ოთხი თვე აკრძალული ექნება ყველანაირი ფიზიკური დატვირთვები.

ამ სეზონის დარჩენილ ორ რბოლაში კიმის "ლოტუსის" სარეზერვო პილოტი დავიდე ვალსეკი შეცვლის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"მაკლარენში" მაგნუსენი მივა?

ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
Aprilia Racing-ის ისტორიული გამარჯვება MotoGP-ს რბოლაში!
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა
კიმი რაიკონენი "ფერარიში" კიდევ ერთი წლით დარჩა
კორონავირუსის გამო ცვლილებები ფორმულა 1-საც შეეხო
"ფერარის" უკანასკნელი ჩემპიონი ფორმულა 1-ს ტოვებს
არავინ დაისჯება - სინგაპურის გრანპრის სტარტზე მომხდარი სარბოლო ინციდენტად შეფასდა
შუმახერის კარიერაში ყველაზე მტკივნეული გამარჯვების ისტორია
"ფერარი" შემადგენლობას არ შეცვლის