აბა, ვინ იფიქრებდა, რომ საქართველოს მოჭადრაკე ვაჟთა ნაკრები ევროპის მოქმედ ჩემპიონ გერმანიას დაამარცხებდა
აბა, ვინ იფიქრებდა, რომ საქართველოს მოჭადრაკე ვაჟთა ნაკრები ევროპის მოქმედ ჩემპიონ გერმანიას დაამარცხებდა... ან რუსები წააგებდნენ თურქებთან. ერთი სიტყვით, გასულ შაბათ-კვირას ვარშავაში მოჭადრაკე ქალ-ვაჟთა ევროპის გუნდურ ჩემპიონატს უსენსაციოდ არ ჩაუვლია. თუმცა, ვიდრე მათ შესახებ გეტყოდეთ რამეს, საქართველოს ნაკრები გუნდების მე-2 ტურის შედეგებს გაუწყებთ.

ქალები ბულგარელებს დაუპირისპირდნენ. პირველ დაფაზე ნანა ძაგნიძე მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონ ანტოანეტა სტეფანოვას დაუზავდა.

მე-4 დაფაზე ყაიმზევე შეთანხმდნენ ლელა ჯავახიშვილი და მარგარიტა ვოისკა. ჩვენს გუნდს გამარჯვების ქულები მერი არაბიძემ და ბელა ხოტენაშვილმა მოუტანეს, რომლებმაც, შესაბამისად, ელიზა რაევას და ივა ვიდენოვას გააჩერებინეს საათები.

საქართველოს ვაჟთა ნაკრებს უფრო მრისხანე მეტოქე ჰყავდა - უნგრეთის ეროვნული გუნდი.

ბაადურ ჯობავამ პირველ დაფაზე ვიქტორ ერდოში დაამარცხა. მიხეილ მჭედლიშვილმა და მერაბ გაგუნაშვილმა ყაიმებით დაამთავრეს პარტიები შაბა ბალოგსა და ზოლტან ალმაშისთან, ლევან ფანცულაიამ კი იუდით პოლგარის შეტევებს ვერ გაუძლო და წააგო.

საბოლოოდ - 2:2. ვფიქრობთ, 2011 წლის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოსპრიზიორებთან ფრე სულაც არ არის ურიგო შედეგი.

მეორე ტურში სენსაციები შემოგვთავაზეს რუსეთის ნაკრებმა გუნდებმა. ბოლო სამი გათამაშების ჩემპიონი ქალები, რომლებსაც მთავარ მწვრთნელთან უთანხმოების გამო წლეულს, გაზაფხულზე ჩამოშორდნენ დები - ტატიანა და ნადეჟდა კოსინცევები, რითაც ძლიერი საყრდენი გამოეცალათ, ისრაელის გუნდს შეხვდნენ, რომელსაც განთესვით მე-15 ადგილი უკავია (რუსეთი მეორეა).

ვალენტინა გუნინა, ოლგა გირია და ალექსანდრა გორიაჩკინა მშვიდობიანად დაშორდნენ მარსელო ეფროიმსკის, ოლგა ვასილიევასა და იულია შვაიგერს. ნატალია პოგონინამ მაშა კლინოვასთან წააგო და რუსეთის ნაკრები 1,5:2,5 დამარცხდა.

მსგავსი ანგარიშით წააგო ჩვენი ჩრდილოელი მეზობლების ვარსკვლავებით დახუნძლულმა ვაჟთა გუნდმა... თურქეთთან. აქაც სამი პარტია დამთავრდა ყაიმით, არადა, რუსეთის ნაკრები 2700-იანთა კლუბის წევრებითაა დაკომპლექტებული: პიოტრ სვიდლერი (2752)-ალექსანდრ იპატოვი (2630), ბარის ესენი (2565)-დმიტრი ანდრეიკინი (2710), ევგენი ტომაშევსკი (2722)-მუსტაფა იილმაზი (2572) - ყაიმი, რუსთა გუნდის ლიდერმა ალექსანდრ გრიშჩუკმა (2785) დრაგან შოლაკთან (2618) წააგო.

10 ნოემბერს მესამე ტურის შეხვედრები გაიმართა. ისრაელის ქალთა ნაკრებმა ბრძენთა თამაშის მოყვარულებს ისევ სიურპრიზი მოუმზადა - მესამე განთესვის მქონე საქართველოს ნაკრებთან ფრედ (2:2) დაამთავრა შეხვედრა (მარსელ ეფროიმსკი-ნანა ძაგნიძე 0:1, მერი არაბიძე-ოლგა ვასილიევი 0:1, იულია შვაიგერი-ნინო ხურციძე 1:0, ბელა ხოტენაშვილი-ანჟელა ბარსუკი 1:0), საფრანგეთი-უკრაინა 1:3 (მარი სებაგი-კატერინა ლაგნო 0.5:0.5, ანა უშენინა-სოფი მიიე 1:0, ნინო მაისურაძე-მარია მუზიჩუკი 0:1, ინა გაპონენკო-სილვია კოლასი 0.5:0.5), საგულისხმოა, რომ პარიზში გათხოვილმა მაისურაძემ წლეულს საფრანგეთის ჩემპიონობა მოიპოვა.

სომხეთი-პოლონეთი (3) 4:0, პოლონეთი-რუმინეთი 2.5:1.5, უნგრეთი-სერბეთი 1.5:2.5, რუსეთი-ავსტრია 4:0, გერმანია-თურქეთი 3.5:0.5. ფრედ (2:2) დამთავრდა საბერძნეთი-ჰოლანდიის შეხვედრა. ტიტების ქვეყნის წარმომადგენლებს მეორე ქულა ნიდერლანდებში გათხოვილმა ქართველმა მოჭადრაკემ, თეა ლანჩავამ მოუტანა, რომელმაც ყოფილ თბილისელ ეკატერინა ფახირიდუს აჯობა.

წილისყრამ საქართველოს ვაჟთა ნაკრებს მესამე ტურში უფრო მკაცრი გამოცდა მოუწყო - მოქმედ ჩემპიონ გერმანელებს დაუპირისპირა. ჩვენმა ბიჭებმა შეძლეს ალემანების დამარცხება: ბაადურ ჯობავა-გეორგ მეიერი 1:0, იგორ ხენკინი-მიხეილ მჭედლიშვილი 0.5:0.5, ლევან ფანცულია-დავით ბარამიძე 1:0, დანიელ ფრიდმანი-გაიოზ ნიგალიძე 1:0. აღსანიშნავია, რომ ჩემპიონებმა გუნდის შემადგენლობაში იან გუსტაფსონი დავით ბარამიძით, რაინერ ბუხმანი კი იგორ ხენკინით ჩაანაცვლეს.

მეწინავეთა დანარჩენი მატჩები: საფრანგეთი-უკრაინა 3:1, ჩეხეთი-თურქეთი 3.5:0.5, რუმინეთი-საბერძნეთი 2:2, სომხეთი-ავსტრია 2.5:1.5, პოლონეთი-აზერბაიჯანი 1.5:2.5, უნგრეთი-ესპანეთი 3:1, რუსეთი-ინგლისი 2:2.

სამი ტურის შემდეგ: ქალები. სომხეთი (საერთო-23), პოლონეთი (19.5), უკრაინა (19) - 6-6, ისრაელი (20), საქართველო (17), სერბეთი (13,5) 5-5 ქულა. ვაჟები. ჩეხეთი (23), საფრანგეთი (22) - 6-6, უნგრეთი (19), საქართველო (17,5), საბერძნეთი (17), სომხეთი (15), აზერბაიჯანი (15) 5-5 ქულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
ჭადრაკი| ბაადურ ჯობავა საქართველოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა
120 ათასი დოლარი მოგებულს - თბილისი მსოფლიოს ელიტას მასპინძლობს
ნანა ძაგნიძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ელვისებურ ჭადრაკში ერთპიროვნულად გაიმარჯვა
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: ბაადურ ჯობავა არმაგედონს გადაურჩა
11-დან 10 ქულა - ქართველი მოჭადრაკის წარმატება
თბილისი. მსოფლიოს თასი: საქართველოს ღირსებას ოთხი მოჭდარაკე დაიცავს
ქართველი მოჭადრაკე მსოფლიო პირველობას ლიდერობს
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: ცუდი სტარტი
ბაადურ ჯობავამ ლისაბონის საერთაშორისო ტურნირზე მეოთხე ადგილი დაიკავა
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: ტაიბრეიკი - ბაადურ ჯობავას შანსი
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: მაგნუს კარლსენი თბილისში გვეწვევა
4 ყაიმი უძლიერეს მეტოქეებთან - ქართველი მოჭადრაკე ლიდერებში