ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტი ოთარ ფედეჩკინი: "გადასახადები გავაუქმეთ და ამ სამ თვეში ბავშვების რაოდენობა 300-მდე გაიზარდა"
როგორც ცნობილია, ბათუმში ამჟამად ნორმალური სავარჯიშო მოედანიც აღარ არის - სტადიონზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია: 2006 წელს ბულვარის გაფართოებას ერთ-ერთი ყველაზე კარგი ქართული სტადიონი შეეწირა და ბათუმის "დინამო" საკუთარ ქალაქში არათუ საშინაო შეხვედრების მასპინძლობას, ვარჯიშების ჩატარებასაც ვერ ახერხებს.

თუმცა პრობლემის ნაწილობრივ მოგვარების იმედი მაინც არის. ეს ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტმა ოთარ ფედიჩკინმა გვითხრა:

"მერიამ უკვე გამოგვიყო თანხა, რომ ანგისაში, ბათუმის "დინამოს" კუთვნილ ტერიტორიაზე, სავარჯიშო, ხელოვნურსაფარიანი მოედანი მოვაწყოთ. ამით ჩვენ დიდ შვებას ვიგრძნობთ.

წარმოიდგინეთ, ყოველდღე ქობულეთში სავარჯიშოდ ჩასვლა და ავტობუსის დაქირავება გვჭირდება, რაშიც დღეში 200 ლარს მაინც ვიხდით. წელიწადში ეს საკმაოდ სოლიდურ ციფრს აღწევს. არადა, ამ თანხით ძალიან კარგი მოთამაშის ჩამოყვანას მოვახერხებდით.

გარდა ამისა, ელემენტარულად, ფეხბურთელები სულ გზაში არიან და ეს ფსიქოლოგიურად ძალიან დამღლელია, მათ კომფორტული და მშვიდი გარემო აკლიათ...

მესამე მნიშვნელოვანი ფაქტორი ისაა, რომ ამ მოედნის მოწყობის შემდეგ კიდევ უფრო მეტი ბავშვის მოზიდვას მოვახერხებთ. თუ ადრე საფეხბურთო სკოლაში 80 ბავშვი ვარჯიშობდა, გუნდში ჩვენი მისვლისთანავე გამოვაცხადეთ, რომ გადასახადებს არ გადაიხდიდნენ და ამ სამ თვეში ბავშვების რაოდენობა 300-მდე გაიზარდა.

არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ ბათუმში საფეხბურთო ბუმია. მოკლედ, ახლა აჭარის ფეხბურთში კარგი პროცესები დაიწყო და მიმაჩნია, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩვენი წამოწყებული საქმე კარგ შედეგებსაც მოგვიტანს", - ამბობს ფედიჩკინი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

qutaiseli
შენგელიები და ყიფიანები საერთოდ ასვალტზე თამაშობდენ და რა არ იცოდენ ფეხბურთის თამაში ბუნებრივი კარგია მაგრამ თუ ბავშვი ნიჭიერია და რაც მთავარია სწორად გაზრდი არც ხელოვნურსაფარიანი მოედანია ურიგო.
qutaiseli
შენგელიები და ყიფიანები საერთოდ ასვალტზე თამაშობდენ და რა არ იცოდენ ფეხბურთის თამაში ბუნებრივი კარგია მაგრამ თუ ბავშვი ნიჭიერია და რაც მთავარია სწორად გაზრდი არც ხელოვნურსაფარიანი მოედანია ურიგო.
akhali
მართლაც რა არის ამ ხელოვნურების ბუმი საქართველოს კლიმატის პირობებში?ან აქვე არ წერს უჰრინი აზრს ამ ხელოვნურებზე?
ზურა
ბუნებრივი საფარი რომ გააკეთოთ, რა მოხდება? რა პრობლემაა მაგ საფარის მოვლა? ყველაფერში ეკონომია რომ გინდათ გააკეთოთ, ვერ ხედავთ, რომ ვერ იზრდებიან ამ ხელოვნურსაფარიანზე კარგი ფეხბურთელები? ან ეგ ბავშვები არ გეცოდებათ?
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ოთარ ფედიჩკინი: ოთარ მარცვალაძე "იაგელონიასთან" პირველ მატჩშიც ითამაშებს
ოთარ ფედიჩკინი: ბათუმის "დინამოს" ყიდვაზე მერიაში განაცხადი შეტანილია
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ოთარ ფედიჩკინი: როცა ბათუმის "დინამო" გქვია, მხოლოდ უმაღლეს ლიგაში დასარჩენად ვერ იბრძოლებ...
ბათუმის "დინამოს" გასხვისების პროცესი დასრულდა - კლუბს ახალი მესაკუთრე ჰყავს
"დინამო ბათუმის" წარმომადგენლები TransferRoom-ის ღონისძიებას დაესწრნენ
ბათუმის "დინამომ" სტადიონი აკურთხა - მსგავსი ფაქტები ქართულ ფეხბურთში
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
გოლის აღნიშვნა მესის სტილში და შოკირებული ფედიჩკინი - ეროვნული ლიგის პლეი-ოფები [VIDEO]
ბათუმის "დინამოს" განცხადება სატრანსფერო სანქციის შესახებ
20 000-იანი გადახურული სტადიონი - ბათუმის "დინამო" ექსპერტიზის პასუხს ელის
ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი გუნდს თურქეთში ესტუმრა