შოტლანდიის ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ქალუმ მაკგრეგორი ალექსანდრე ჩივაძის გუნდს ემუქრება
14 ნოემბერს, 23:30 საათზე შოტლანდიის ახალგაზრდული ნაკრები საქართველოს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ჩივაძის გუნდი მე-3 ჯგუფში 6 ქულით მესამე ადგილზეა. ამდენივე ქულა აქვს შოტლანდიას, რომელიც მე-4 ადგილზეა. ჩივაძის გუნდმა ბილი სტარკის ნაკრები ოქტომბერში 2:1 დაამარცხა.

შეხვედრა შოტლანდიის ისტორიულ ქალაქ პეისლიში, "სენტ მირენ პარკზე" გაიმართება.

შოტლანდიელები შურის საძიებლად ემზადებიან, თუმცა ჩივაძის გუნდსაც ჰაერივით სჭირდება 3 ქულა. ამ შეხვედრაში გამარჯვებული ევროსაგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს, დამარცხებული კი ცუდ სატურნირო ვითარებაში ჩავარდება.

"ივნინგ თაიმსმა" შოტლანდიელთა ერთ-ერთ ლიდერ ქალუმ მაკგრეგორთან ინტერვიუ შემოგვთავაზა. 20 წლის ცენტრალური ნახევარმცველი გლაზგოს "სელტიკის" საკუთრებაა და "ნოთს ქაუნთიში" იჯარით თამაშობს.

მაკგრეგორი შესანიშნავ ფორმაშია, ის ლიგა ერთის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

"ახლა ძალიან მაგარ ფორმაში ვარ და მსურს, ხუთშაბათს ის თამაში ვაჩვენო საქართველოს წინააღმდეგ, რასაც "ნოთს ქაუნთიში" ვაჩვენებ.

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე ვითამაშებ. ჩემი ქვეყნის სახელით თამაში ძალიან მეამაყება და ძლიერ მეტოქესთან ნამდვილი ტესტი მელის.

საქართველოსთან თამაში კარგად მახსოვს. კარგი გუნდია, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, როგორ ვეთამაშეთ მათ ბოლო 30 წუთი. ბოლოსკენ კარგი შანსები გავანიავეთ.

ჩემი აზრით, მეტოქე მაშინვე მარწუხებში უნდა მოვაქციოთ და ზეწოლა არ მოვადუნოთ.

მოკლედ, მოედანზე ჯერ შავი სამუშაო უნდა შევასრულოთ და მერე ჩვენი უპირატესობა კლასში ქართველებზე თავის საქმეს გააკეთებს. კარგი ფეხბურთელები გვყავს და გამარჯვება მიზანთან მიგვაახლოებს", - განაცხადა მაკგრეგორმა.

მწვრთნელ ბილი კლარკს ფორვარდი რაიან ფრეიზერი დააკლდა ტრავმის გამო. ასე რომ, გუნდში ამჟამად 20 ფეხბურთელი ვარჯიშობს. მათ შორის არის "დანდი იუნაიტედის" 17 წლის პლეიმეიქერი რაიან გოულდი, შოტლანდიური ფეხბურთის "ოქროს ბიჭუნა", რომლისთვისაც საქართველოსთან მატჩი სადებიუტო იქნება ახალგაზრდულ ნაკრებში.

შოტლანდია-საქართველოს ბილეთი მხოლოდ 8 ფუნტი სტერლინგი ღირს (ბავშვებისთვის - 2).

ასევე იხილეთ:

U21. საქართველო-შოტლანდია 2:1 - ჩივაძემ მიზანში მოარტყა [VIDEO]

akhali
ბიჭებო დღეს თუ ამათ მართლა კლასი არ დაუმტკიცოთ...შოტლანდია და ,,კლასნი,,ფეხბურთი?
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებების უახლოესი თვეების განრიგი
ვის შეუძლია ახალგაზრდული ნაკრების ეროვნულიდან გაძლიერება? - ევროპის ჩემპიონატის წინ
"დინამო არენას" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალქესანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა
"დინამო არენის" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალექსანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ლეგიონერების გარეშე იკრიბება
ინტერვიუ - ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი ევროფორუმისთვის მზადებასა და ეროვნული ნაკრების ლიდერებზე დაყრდნობაზე
აზაროვი ახალგაზრდულში - შემადგენლობა ცნობილია
საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...
დღეს ბრძოლა ბოლომდე იქნება! - გადამწყვეტი მატჩი პორტუგალიასთან
"როდესაც გადაწყვიტეს, რომ გამხდარიყვნენ მწვრთნელები, თავიანთ განვითარებაზე უნდა ეზრუნათ...მათ დიდი წვლილი, პასუხისმგებლობა მიუძღვით, აი, იმ თაობის სათანადოდ ვერგამოყენებაში..." - რა განაცხადა გიორგი გველესიანმა ალექსანდრე ჩივაძესა და დავით ყიფიანზე?
ალექსანდრე ჩივაძე 65 წლის გახდა!
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე