შვედეთი-პორტუგალიის წინ
ევროზონაში 2014 წლის მუნდიალის პლეი ოფების ერთ-ერთი მთავარი დაპირისპირება, შვედეთი-პორტუგალიაა. სამწუხაროდ, ფორტუნამ ისე ინება, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი დიდი ფეხბურთელიდან ერთ-ერთს ვერ ვიხილავთ - კრიშტიანო რონალდოს ან ზლატან იბრაჰიმოვიჩს. ამასთან დაკავშირებით ყველას თავისი აზრი აქვს და გამონაკლისი არც იბრაა, რომელიც მიიჩნევს, რომ ბრაზილიაში გამგზავრებას მისი ნაკრები უფრო იმსახურებს.

"პორტუგალიას ძალიან კარგი შემადგენლობა ჰყავს და წყვილში, ალბათ, ფავორიტია. თუმცა მიმაჩნია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრა ჩვენ უფრო გვეკუთვნის, რადგან იმ ჯგუფში გავედით მეორე ადგილზე, რომელშიც გერმანია გვყავდა მეტოქედ" - თქვა ზლატანმა.

სხვათა შორის, იბრაჰიმოვიჩმა აღიარა, რომ ამ ზაფხულს წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ სად გაგრძელდებოდა მისი კარიერა და პსჟ-იდან წასვლაზეც ფიქრობდა, თუმცა იგი დედაქალაქური გუნდის პრეზიდენტ ნასერ ალ-ხელაიფის ტკბილი სიტყვით მოუთაფლავს.

"პსჟ სულ უფრო და უფრო უკეთ თამაშობს და ძლიერდება. ეს მხოლოდ ჩვენი მოსაზრება არ არის - პრესაც დიდ პატივს გვცემს, როგორც გუნდს, ასევე ინდივიდუალურად ფეხბურთელებს. ზაფხულში ნამდვილად არ ვიცოდი, სად გაგრძელდებოდა ჩემი კარიერა.

ისე ხდება ხოლმე, რომ როდესაც რამეს დავგეგმავ, სინამდვილეში ყველაფერი უკუღმა გამოდის. სეზონის დაწყებამდეც გაურკვევლობა იყო. თუმცა პრეზიდენტი მესაუბრა და მითხრა, რომ მე ამ პროექტის მთავარი ფიგურა ვარ და შემიძლია, კლუბის მრავალწლიანი ოცნებები ავასრულო. როდესაც ასეთ სიტყვებს ისმენ... შევთანხმდით, რომ პსჟ-ში კიდევ ერთი წელი მაინც დავრჩებოდი და ჯერჯერობით ყველაფერი იდეალურად მიდის.

საფრანგეთის ჩემპიონატს პატივს ვცემ, მაგრამ როდესაც "მილანიდან" აქ გადმოვდიოდი, ლიგა ერთს კარგად არ ვიცნობდი. ამიტომ საკუთარ თავს ბევრ კითხვას ვუსვამდი - რამდენად ძლიერ ჩემპიონატში გადავდივარ? როგორ აისახება ეს ჩემს კარიერაზე? - გარკვეულ რისკზე მივდიოდი, მაგრამ შინაგანი ხმა მეუბნებოდა, რომ მომავალი "პარი სენ-ჟერმენისაა" - განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.

დაბოლოს, იბრამ თავის "ტვიტერზე" გვახარა, რომ ბევრისათვის საყვარელი "იქსბოქსის", კერძოდ კი, Xbox One-ის ელჩი გახდა საფრანგეთში. ახალი პროდუქტის გაყიდვა 22 ნოემბრიდან დაიწყება.

"მე გავხდი Xbox One-ის პირველი და ერთადერთი ელჩი" - ვკითხულობთ 32 წლის თავდამსხმელის "ტვიტერზე", რომელსაც პსჟ-ში გამართულ 64 მატჩში უკვე 50 გოლი მოუგროვდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ზლატან იბრაჰიმოვიჩი: მუნდიალზე წასვლას შვედეთი უფრო იმსახურებს, ვიდრე პორტუგალია

ბრაზილიაში სურთ, მუნდიალზე გერმანიასთან 1:7 წაგება კალენდარში "შავი ასოებით" აისახოს
ლიონელ მესი: მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს ყოველთვის ვინანებ
ფიფამ კლუბებს ფეხბურთელების მუნდიალზე გაშვების სანაცვლოდ ფული გადაუხადა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
მესი სიაში ვერ მოხვდა - რამოსმა დაასახელა 2 შემტევი, ვის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად უჭირდა
"ვარჯიშზე ხელი ვკარი და მაშინვე მწვრთნელებთან მივიდა, შემდეგ კი პირისპირ დავრჩით და..." - "იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა რონალდოზე ისტორია გაიხსენა
ᓒᓔᓠᓛᓐᓜᓘᓘᓡ ᓜᓐᕙᕠᓔᓑᕘ: ᓚᓘᓝᓕᕘᓡ ᓞᕠᓝᓑᓚᓔᕛᓣᕠᓘ ᓢᓠᓘᓝ
"ყოველდღე ისე ცხოვრობს, თითქოს უკანასკნელია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი კრიშტიანო რონალდოზე
ზლატან იბრაჰიმოვიჩის შვილი ნიდერლანდების ჩემპიონატში გადადის
ანხელ დი მარია - "ეშმაკებში" გაქცეული ანხელი
ᓩᓔᕖᓐᓠᓔ ᓞᓠᓐᓜᕓᕔᓚᓘ: ᕕᓘᓪᕘᓗ, ᓠᕝᕒᓝᕠ ᓒᓐᓕᕘᕓᕔᓗ ᓛᕣᓜᕓᕘᓐᓚᓘᕡ ᓤᓘᓜᕐᓚᓨᓘ!
"მესი თუ რონალდო?" - აზარმა არჩევანი გააკეთა
ᓤᓔᓚᓘᓥᓡ ᓛᓐᓒᕐᓗᕡ ᓘᓝᓐᓮᓘᓛ ᓚᓘᓝᓕᓘ ᓨᓔᓛᓝᕔᓚᕐᓜᓫᕦᕐ
ᓥᓐᓚᓔᓑᓛᓐ ᓓᓐᕒᓦᓣᓞᓔᓡ ᓨᓔᓜ, ᓥᓐᓚᓔᓑᓛᓐ! - ᓐᓘ, ᓠᕐᓢᓝᓛ ᓐᓠ ᓛᓘᓰᓧᓐᓕᓡ ᓚᕘᓝᓕᓡ ᓙᓠᓣᕖᕔ
ბრაზილიაში სურთ, მუნდიალზე გერმანიასთან 1:7 წაგება კალენდარში "შავი ასოებით" აისახოს
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თავისი საფეხბურთო კერპი დაასახელა
[VIDEO] რონალდოს 964-ე გოლი - პორტუგალიელმა დუბლი შეასრულა!
[VIDEO] "იყავი ჩუმად, ვიდრე შენზე უკეთეს ფეხბურთელს არ გეტყვი" - რა გააკეთა გამოწვევაზე ვარსკვლავების ჩამოთვლისას იბრაჰიმოვიჩმა
როგორი თავმდაბალია - იბრაჰიმოვიჩმა საკუთარ თავს დაბადების დღე ორიგინალურად მიულოცა
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ