აუ, ეს როდინდელი ამბავი ამოუქექეს სერ ალექს ფერგიუსონს... ოდესღაც, ძალიან დიდი ხნის წინ, გაბრაზებულმა თავდამსხმელმა ინგლისური და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდას თურმე ისეთი უთავაზა, რომ საბრალო მოწყვეტით გაიშოტა.

აუ, ეს როდინდელი ამბავი ამოუქექეს სერ ალექს ფერგიუსონს... ოდესღაც, ძალიან დიდი ხნის წინ, გაბრაზებულმა თავდამსხმელმა ინგლისური და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდას თურმე ისეთი უთავაზა, რომ საბრალო მოწყვეტით გაიშოტა. არადა, ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს ფერგიუსონზეა ლაპარაკი, მწვრთნელზე, რომლისაც ფეხბურთელებს ეშინიათ და რომლის დაღრიალებულსაც პრესამ „თმის საშრობი“ დაარქვა. ეს ის კაცია, თვით დევიდ ბექჰემს ბუცი რომ გაუქანა და წარბი გაუხეთქა.

ამბავი, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის ახლა გახდა ცნობილი, 25 წლის წინანდელია. ფერგიუსონი მაშინ „აბერდინს“ ედგა სათავეში, ხოლო ფორვარდი, რომელმაც მას სახეში მუშტი დაარტყა იმ პერიოდის შოტლანდიელი ვარსკვლავი ფრენკ მაკდუგალი გახლდათ. სხვათაშორის, იმ წელიწადს, 1985-ში მაკდუგალი შოტლანდიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ჩხუბის მიზეზი აი, რა გახლდათ: ფეხბურთელს თამაში უნდოდა და ერთ-ერთი სათასო შეხვედრის წინ იცრუა, ჯანმრთელად ვარო, არადა ფეხი სტკიოდა. ფერგიუსონმა ის შემადგენლობაში დაასახელა, მაგრამ თამაში რომ დაიწყო, ხელად მიხვდა სინამდვილეში როგორც იყო საქმე და კინაღამ ჭკუაზე გადავიდა - რამდენიმე წუთშივე შეცვალა ფორვარდი. მეორე დღეს, მწვრთნელმა ვარჯიში დანიშნა, ფეხბურთელები საწვრთნელ ცენტრში შეკრიბა და ღრიალიც დაიწყო, ოღონდ... დამარცხდა. ეს ამბავი მაკდუგალმა თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში აღწერა, რომელსაც მარტივად და ლამაზად „მაკდუგოლი“ ჰქვია. ყოფილი ფორვარდი, რომელმაც ფეხბურთის თამაშს თავი 1987 წელს ტრავმის გამო დაანება, რის შემდეგაც ქალაქ აბერდინში პაბი, „კრიტერიუმი“ გახსნა, რომელიც მოგვიანებით სპორტ-ბარად გადაიქცა, წერს:

„რამდენიმე წამში მან სახე სახესთან მომიტანა. ამაზე ახლოს ვეღარ მოვიდოდა, ცხვირი ცხვირზე გვქონდა მიდებული. მეტის მოთმენა აღარ შემეძლო. ფერგის პატივს კი ვცემდი, მაგრამ ბავშვობიდან ვიცოდი, რომ ასეთ სიტუაციებში მთავარია პირველმა შენ დაარტყა, ლაპარაკი კი სამომავლოდ უნდა შემოიტოვო. ერთადერთი, რაც ამ სიტუაციას ჩემთვის ნაცნობი სიტუაციებისგან განასხვავებდა ის იყო, რომ გლაზგოს ქუჩაში კი არ ვიყავი, სადაც გავიზარდე, არამედ სამსახურში და ჩემთვის ცხვირი ცხვირზე შეფს ჰქონდა მოდებული. თუმცა, ფერგის კონტროლი სრულად დაკარგული ჰქონდა და მის შემდეგ ნაბიჯს ვეღარ დავუცდიდი – გავუქანე და დავარტყი! მის ნოკაუტში ჩაგდებას ნამდვილად არ ვაპირებდი, უფრო ნახევარი ძალით დარტყმას ვვარაუდობდი და ამიტომ უფრო გვერდიდან მოვდე, მაგრამ ის უსულო საგანივით დაეცა.

ბევრი სისულელიდან, რაც ცხოვრებაში ჩამიდენია, ფერგის საჯდომზე დაგდება უმთავრესთა შორისაა.

ჯერ ხელს დავხედე, შემდეგ ბოსს. თავიდან, რატომღაც მეგონა, რომ შენელებული კარდივით დავარდა, მაგრამ, საბედნიეროდ ისე მალე წამოდგა, გეგონება ბატუტზე იდგა. წამოხტა და რაც ძალა და ღონე ჰქონდა ყვირილი დაიწყო. ის ჩვენს ერთ-ერთ მწვრთნელს ტედი სკოტს უყურებდა, მაგრამ მე მიყვიროდა: წადი, შენი, მაკდუგალ, წაეთრიე შენს გლაზგოში... შემდეგ, მართლა სკოტს მიმართა: გაიყვანეთ აქედან. ამის საქმე დამთავრებულია!

თავი ძალიან ცუდად ვიგრძენი. რატომღაც, მუცელი ამტკივდა. საფეთქლებინან ოფლი წამომივიდა და მივხვდი, რომ ძალიან ცუდად მოვიქეცი“.

თუმცა, ტედი სკოტმა ფეხბურთელი და მწვრთნელი შეარიგა და ფერგიუსონმა ფრენკ მაკდუგალი გუნდში დააბრუნა. ის კი არა, წიგნში „მაკდუგოლი“ ფერგიუსონმა ავტორს პატივისცემით ჩანაწერიც კი გაუკეთა.

ფრენკ მაკდუგალმა კარიერაში 207 შეხვედრა ჩაატარა და 104 გოლი გაიტანა.

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის