ჩოგბურთი მხოლოდ "დიდი სლემი" არ არის
მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ესპანელი რაფაელ ნადალი მიიჩნევს, რომ ჩოგბურთის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო მოთამაშის სტატუსზე პრეტენზია მხოლოდ როდ ლეივერმა და როჯერ ფედერერმა უნდა გამოაცხადონ.

ლეივერი "დიდი სლემის" ტურნირების 11-გზის გამარჯვებულია, მისი მთავარი მიღწევა კი ის არის, რომ მან ორჯერ შეძლო "დიდი სლემის" მოგება (1962 წელს, როგორც მოყვარულმა და 1969 წელს, როგორც პროფესიონალმა). ის ერთადერთი ჩოგბურთელია ე. წ. ღია ერაში, ვინც ერთ სეზონში მოახერხა "დიდი სლემის" ოთხივე ტურნირზე გამარჯვება. რაც შეეხება როჯერ ფედერერს, ის რეკორდსმენია "დიდი სლემის" ჩემპიონატებში მოგებების რაოდენობით - 17 ტიტული.

"ასი პროცენტით სამართლიანად მიმაჩნია მტკიცება იმის შესახებ, რომ ფედერერი საუკეთესო მოთამაშეა ჩოგბურთის ისტორიაში. ის დღემდე თამაშობს და მისი შედეგების გაუმჯობესება ძალიან რთული იქნება. მე ყოველთვის ვამბობ, რომ არასამართლიანია მოთამაშის წვლილის გაანალიზება მხოლოდ "დიდ სლემზე" მოპოვებული ტიტულების რაოდენობით. ყველამ იცის, რომ ჩოგბურთი მხოლოდ "დიდი სლემი" არ არის. არსებობს ბევრი სხვა ტურნირი და როჯერს იქ შესანიშნავი მაჩვენებლები აქვს. თანაც, "სლემებიც" ყველაზე მეტი აქვს მოგებული.

მე არასოდეს მინახავს როდ ლეივერის თამაში. მიუხედავად ამისა, ვიცი მისი ისტორია. მან მოიგო "დიდი სლემი" როგორც მოყვარულმა და შემდეგ, როგორც პროფესიონალმა. ასე რომ, დავა ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეზე არა ჩემსა და როჯერს, არამედ ლეივერსა და როჯერს შორის უნდა მიდიოდეს.

რაც შეეხება ჩემს კარიერას, 27 წლის ვარ. უკვე იმაზე მეტს მივაღწიე, ვიდრე ოდესმე მიოცნებია. იმედია, მომავალშიც გავაგრძელებ ტიტულებისთვის ბრძოლას. გავაგრძელებ მუშაობას და კარიერის დასრულების შემდეგ ვნახოთ, რა ადგილს დავიკავებ ისტორიაში", - ამბობს ნადალი Tennis.com-თან კომენტარში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

რაფაელ ნადალი: მხოლოდ ნიჭი საკმარისი არ არის

ემზარი
ფედიას ნაირი მაინც არავინ არ იქნება
mematiane
ფედერერის შედეგი იმანაც განაპირობა, რომ ნადალის გამოჩენამდე, წლების მანძილზე, მას რეალური კონკურენტი არ ყავდა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
როჯერ ფედერერმა ჩოგბურთის უდიადესი დაასახელა
ნოვაჯ ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსზე პირველივე წრეში დამარცხდა
ვინ არის ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელი?
[VIDEO] მისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია - 38 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩმა იანიკ სინერი ხუთ სეტში დაამარცხა!
"ბატონო ნადალ, ფოტო შეიძლება?!" - ფედერერმა გულშემატკივრებთან საუბარში სასაცილო ისტორია გაიხსენა
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
"ოჯახის წევრებმა მითხრეს, დავნებებოდი; მოვიგე, თუმცა არ ვიცი, შევძლებ თუ არა ნახევარფინალის თამაშს..." - რაფაელ ნადალი [VIDEO]
"ყველაფერი ჩემ გარშემო აღარ ტრიალებს " - ნოვაჯ ჯოკოვიჩი
"ნეტავ მეც ასე შემეძლოს" - ჯოკოვიჩმა უიმბლდონის ნახევარფინალში გასვლის შემდეგ მესიზე იხუმრა
[VIDEO] უბრალოდ როჯერ ფედერერი - შვეიცარიელის განსაკუთრებული ჟესტი უიმბლდონზე
ფერდინანდმა ყველა დროის საუკეთესო ოთხ სპორტსმენში არცერთი ფეხბურთელი არ შეიყვანა
რაფაელ ნადალის უარი დევისის თასს
"როჯერ, ახლახან ჩამოვფრინდი ბაზელში, საიდანაც..." - როგორ გაეხუმრა მარი ფედერერს
ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი პირველობა მამაკაცებსა და ქალებშიც - ჯოკოვიჩმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა
ოფიციალურად: როჯერ ფედერერი მილიარდერი გახდა
"კორტზე" ყოფნის ყოველი წამი მეზიზღებოდა" - ჯოკოვიჩი US Open-ის პირველივე წრეში დამარცხდა
გაისად, პრაღაში ლეივერის თასი გაიმართება