15 ნოემბერს თბილისს ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი, რუმინელი მარიუს ვიზერი ეწვევა
15 ნოემბერს თბილისს ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი, რუმინელი მარიუს ვიზერი.

ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერება ორ მნიშვნელოვან პროექტს - თბილისში ძიუდოისტთა ერთ-ერთი უპრესტიჟულესი ტურნირის, "დიდი პრიზის" ჩატარებისა და საქართველოში საერთაშორისო ფედერაციის პროექტის დაწყების შესახებ, რომელიც რეგიონებში ძიუდოს განვითარებას ისახავს მიზნად.

"დიდი პრიზის" ჩასატარებლად საჭირო 100 000 დოლარის გამოყოფაზე გარანტიას სახელმწიფო იძლევა. ამიტომ ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიალი 15 ნოემბერსვე, 12 საათზე გაიმართება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში, ხელს კი ქართული მხარიდან მინისტრი ლევან ყიფიანი მოაწერს.

სავარაუდოდ, ეს ტურნირი მომავალშიც შეინარჩუნებს სტატუსს და ოლიმპიადის სალიცენზიო იქნება. მისი ჩატარების თარიღად მარტის შუა რიცხვებია მიჩნეული. 28-30 მარტს სამსუნი ანალოგიურ შეჯიბრებას მასპინძლობს და სურთ, ჩვენი მანამდე გაიმართოს, რასაც ერთკვირიანი სავალდებულო ერთობლივი წვრთნებიც მოჰყვება, მერე კი მსურველები თურქეთში გადაინაცვლებენ.

ეს ბევრად მომგებიანია გუნდებისთვის, რადგან ფინანსურ-საორგანიზაციო კუთხით, ერთ კომპლექტში გამოდიან. სამსუნამდე თუ ჩატარდება, ესე იგი, 22-23 მარტს უნდა გაიმართოს, მაგრამ იმავე პერიოდში არგენტინაშია "სამხრეთამერიკული ღია თასი" და ვნახოთ, როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს ვიზერის სამწყსო.

რეგიონებში ძიუდოს განვითარების საერთაშორისო პროგრამა მსუყე ფინანსურ-მატერიალურ დახმარებას ითვალისწინებს. საერთაშორისო ფედერაცია გამოყოფს ტატამებს, კიმონოებს და სოლიდურ ფინანსურ დოტაციას მწვრთნელთა ხელფასებისთვის, ოღონდ მისი განაწილება უკვე ჩვენი ფედერაციის პრეროგატივაა - მისი უფლება, რამდენს გამოარჩევს ცალკეული რეგიონიდან და რამდენზე გადაანაწილებს ამ თანხას.

ბუნებრივია, მატერიალურ დახმარებას მხოლოდ ის რეგიონები მიიღებენ, სადაც სათანადო დარბაზია - ამ პრობლემის მოგვარებაც სახელმწიფომ ივალდებულა.

ამასთან, საერთაშორისო ფედერაცია დააფინანსებს 4 მწვრთნელის სწავლას ბუდაპეშტში, საერთაშორისო უნივერსიტეტში.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
თამაზ თევზაძე: ამის ავტორი ფეხბურთის ფედერაციაა?
კურიოზი სფფ-ის ყრილობაზე: "ჯამარამ" ხომ საკმარისი ხმები მიიღო?..
ვიზერის დიდი პროექტები - "დიდი პრიზი" უკვე საქართველოშია
ლუკა გადრანი "ალავესშია" და ფიფასგან თამაშის ნებართვას ელის
ყრილობა ფეხბურთში - სფფ-ის ახალ აღმასკომში 11 წევრი აირჩიეს
ქუთაისის "ტორპედო" წყალტუბოში "სამგურალთან" დამარცხდა [VIDEO]
მასობრივი ფეხბურთი: რეალურია თითო გუნდი და სტადიონი ყველა სოფელში?