18-გზის ოლიმპიური ჩემპიონი ისევ იბრძოლებს მედლებისთვის?
18-გზის ოლიმპიური ჩემპიონი, ლეგენდარული ამერიკელი მოცურავე მაიკლ ფელპსი, შესაძლოა, 2014 წლის მარტში დაბრუნდეს დიდ სპორტში.

როგორც ამერიკული პრესა წერს, ფელპსმა უკვე ორჯერ გაიარა დოპინგ-ტესტი, რომელიც აუცილებელია ოფიციალურ ტურნირებში მონაწილეობის მისაღებად. მან ეს პირველ ივლისს და 30 სექტემბერს გააკეთა. ცურვის საერთაშორისო ფედერაციის წესების თანახმად, სპორტსმენი ვალდებულია გაიაროს დოპინგ-ტესტის პროცედურა ამ ორგანიზაციის ეგიდით გასამართ ტურნირამდე ცხრა თვით ადრე.

"ჯერჯერობით ნაადრევია დაბრუნებაზე ლაპარაკი. ამ შემოდგომაზე მან საერთო ჯგუფთან ერთად დაიწყო ვარჯიში სპორტული ფორმის აღსადგენად. მას კარგად გამოსდიოდა და ვკითხე - ხომ არ მიიღებდა მონაწილეობას ტურნირებში? ფელპსმა მიპასუხა: "შეიძლება". ადრე თუ გვიან, ეს მოხდება. ამასთან, ჩვენ შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ის დღესვე დაბრუნდეს დიდ სპორტში", - განაცხადა სპორტსმენის მწვრთნელმა ბობ ბოუმენმა.

მანვე დაამატა, რომ 28 წლის მოცურავემ კვირაში ვარჯიშების რაოდენობა სამიდან ხუთამდე გაზარდა.

2012 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ფელპსმა რეკორდი დაამყარა მედლების საერთო რაოდენობით. ახლა, მას 22 ოლიმპიური მედალი აქვს კოლექციაში, რომელთაგანაც 18 ოქროსია. ლონდონის თამაშების დასრულების შემდეგ, ფელპსი აქტიურად იყო დაკავებული გოლფით და სპორტის ამ სახეობაში ტურნირებზეც გამოდიოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მაიკლ ფელპსმა ვარჯიში დაიწყო

მამაკაცმა მოცურავეების წინ გაისეირნა და აუზში პირდაპირ თავით გადახტა - კადრები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა [VIDEO]
ნოე ფანცხავამ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 41-ე ადგილი დაიკავა
15 წლის ანა ნიჟარაძემ ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
Marca: XXI საუკუნის საუკეთესო სპორტსმენები - ფელპსი პირველია, მესი მეშვიდე, რონალდო მეათე
მაიკლ ფელპსი სუიციდს აპირებდა: სიცოცხლის გადარჩენა გაცილებით კარგია, ვიდრე ოქროს მედლის მოგება
ოლიმპიზმი: ვარსკვლავთცვენა Sports Illustrated-ისთვის
მაიკლ ფელპსმა ზვიგენთან წააგო [VIDEO]
მაიკლ ფელპსმა 2,5 მილიონად ვილა იყიდა
ESPN: სპორტის ისტორიაში TOP10 გაბრწყინება