15 ნოემბერს, 14 საათზე კალათბურთის ფედერაციაში დახურულ კარს მიღმა გამგეობის წევრები ფედერაციის პრეზიდენტობის მსურველ ოთხ კანდიდატს შეხვდნენ
15 ნოემბერს, 14 საათზე კალათბურთის ფედერაციაში დახურულ კარს მიღმა გამგეობის წევრები ფედერაციის პრეზიდენტობის მსურველ ოთხ კანდიდატს (ვლადიმერ ბოისა, კახა შენგელია, მიხეილ ახვლედიანი, მიხეილ გაბრიჩიძე) შეხვდნენ.

რა თემებზე ისაუბრეს დახურულ კარს მიღმა, დაზუსტებით ვერ მოგახსენებთ, თუმცა მთავარი თემა 11 დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნები იყო.

შეხვედრის დასრულებიდან ერთ საათში გამგეობას უნდა დაედგინა საარჩევნო ყრილობის დელეგატების რაოდენობა.

გამგეობისა და პრეზიდენტობის კანდიდატების საუბრის დასრულების შემდეგ ოთახიდან ჯერ "კალათბურთელთა კავშირის" ხელმძღვანელი მიხეილ ახვლედიანი გამოვიდა:

- ერთმანეთს საკუთარი შეხედულებები გავუზიარეთ. ვილაპარაკეთ დელეგატთა რაოდენობაზე. არ მიმაჩნია სამართლიანად, მაგალითად, თბილისის "დინამოსაც" ერთი ხმა ჰქონდეს და ფოთის სპორტსკოლასაც. წინა ყრილობის 32 დელეგატს კიდევ რვა გამგეობის წევრი დაემატება, რომლებიც თითო ხმას მიიღებენ, რასაც ინტერესთა კონფლიქტთან და არადემოკრატიულ არჩევნებთან მივყავართ.

მაგალითად, გამგეობაში არიან ისეთი ხალხიც, რომლებიც პრეზიდენტობის კანდიდატთან სხვა ორგანიზაციაში მუშაობენ... ჩიხში შევდივართ, რაზეც პასუხისმგებლობა კალათბურთის ფედერაციას ეკისრება. რადგან სახელმწიფო ვერ აკონტროლებს კანონმდებლობას, პასუხისმგებლობას სპორტის სამინისტროსაც ვაკისრებ.

მიხეილ ახვლედიანის შემდეგ ჟურნალისტებთან მიხეილ გაბრიჩიძემ ილაპარაკა:

- იყო უკმაყოფილება, რისი საფუძველიც ნამდვილად არსებობს. მიმაჩნია, რომ ვეტერანებს მეტი ხმა უნდა ჰქონდეთ. რაც შეეხება მიხეილ ახვლედიანის მოთხოვნას, მას სურს არჩევნებში კლუბების როლის გაზრდა, რასაც არ ვეთანხმები. იმიტომ, რომ სუპერლიგის გუნდების უმეტესობა სახელმწიფო დაფინანსებაზეა და ამ ყველაფერს საბჭოთა პერიოდში მივყავართ. მაშინ სახელმწიფო პირდაპირ ერეოდა ნებისმიერ არჩევნებში, ახლა - ირიბად ჩაერევა...

კახა შენგელიას მოვუსმინოთ:

- მიხეილ ახვლედიანმა დამადანაშაულა, რომ ფედერაციის მიმართ ლოიალური ვარ. მაქვს საკუთარი არგუმენტები და მიმაჩნია, რომ გამგეობის გადაწყვეტილება მისაღებია. თუმცა ჩემთვის გასაკვირია, ვეტერანებს მეტი ხმა რატომ არ მისცეს.

კანდიდატებიდან ყველაზე გვიან ვლადიმერ ბოისა გამოვიდა, რომელმაც სლოვენიური მაგალითი მოიყვანა.

- სლოვენიის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში 130-მდე დელეგატი იყო. მეც ვემხრობი დელეგატების სიმრავლეს, რადგან წინასწარი გადაბირების ალბათობა შედარებით მცირდება.

გამგეობის სხდომის შემდეგ ვესაუბრეთ კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ბესიკ ლიპარტელიანს:

- პრეზიდენტობის კანდიდატებთან შეხვედრაზე იყო აზრთა სხვადასხვაობა. გამგეობის წევრებმა წარმოვუდგინეთ ჩვენი მოსაზრება მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით. სამმა კანდიდატმა მოიწონა, თუმცა ვეტერანებისთვის მეტი ხმის უფლება მოითხოვა. მიხეილ ახვლედიანი კი გამგეობის წევრებისთვის ხმის უფლების მინიჭების წინააღმდეგი იყო.

სწორედ ამ საკითხებზე სამსჯელოდ ვხვდებოდით საკალათბურთო საზოგადოებას. ბოლოს ოლიმპიურ კომიტეტში გვქონდა შეხვედრა და იქაც გვითხრეს, რომ გამგეობის წევრებს ოლიმპიურ კომიტეტშიც აქვთ ხმის უფლება.

სხვათა შორის, იყო მოსაზრება, თითქოს ყველაფერი ჩემთვის კეთდებოდა, მაგრამ ხუთშაბათს გამოვაცხადე, რომ არჩევნებში მონაწილეობას აღარ ვაპირებ. ასე რომ, ოთხივე კანდიდატს აქვს თავისუფლება და ყველა თანაბარ პირობებშია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
თვაურის 3 ევრომატჩი | კირილე მე-3 ქართველია, რომელიც ევროტურნირის ნახევარფინალს მოემსახურება
კვერნაძე შეცვალეს - "ფროზინონე" "კატანძაროს" ფრედ ეთამაშა
ირის ანტმანის პრესკონფერენცია
[VIDEOS] ბობონოვი ვაზარით კიმი კი იპონით დაამარცხა - ბექაური ტაშკენტის გრანდ სლემის ფინალში იჭიდავებს!
გამოტოვებს თუ არა მბაპე "სიტისთან" მატჩს? - Cadena Ser-ი ინფორმაციას ავრცელებს
ჯესი ლინგარდი კარიერას ბრაზილიის ჩემპიონატში გააგრძელებს
"მადლობელი ვარ სამწვრთნელო შტაბის, რომ ასეთ მატჩში თამაშის შანსი მომცა" - ალექსანდრე მერკვილაძე
"მინდა ფეხბურთელებმა თავდაჯერება დაიბრუნონ" - ლუის ენრიკე "ჰავრთან" მატჩის შემდეგ
[VIDEO] მამუკელაშვილის 16 წუთი - "ტორონტომ" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ჰავრთან" მატჩში?
ზურიკოს "სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა და გალიდერდა
[VIDEO] უკვე დუბლი და საგოლე გადაცემა - გულიაშვილის ძალისხმევით "რასინგი" ლიდერების მატჩში 3:0-ს იგებს
დაიწყო - გულიაშვილმა ესპანეთში პირველი გოლი გაიტანა
[VIDEO] ჰოლანის არყოფნაში "სიტის" მხსნელად სემენიო მოევლინა - "ქალაქელებმა" "ლიდსი" დაამარცხეს
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
ლუის ენრიკემ "ჰავრთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
WU17 | ჩრდ. მაკედონია 1:0 საქართველო
ზივზივაძე კვლავ არ იყო განაცხადში - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერთან" დამარცხდა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] იამალის ჰეთ-თრიკი - "ბარსელონამ" მიქაუტაძის "ვილიარეალს" დიდი ანგარიშით მოუგო
[VIDEO] გოლების წვიმა "ენფილდზე" - "ლივერპულმა" "ვესტ ჰემი" დაამარცხა
არჩევნები, კორუფცია და ნაკრების შეფასება - პრეზიდენტობის კანდიდატები გადაცემა "360 გრადუსში" [VIDEO]
კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის 4 კანდიდატი იბრძოლებს
საქართველოს კალათბურთის ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს
დღეს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტი პაატა გურასპაულია
პაატა გურასპაული: ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ქართული კალათბურთი წარმატებული იყოს
ვლადიმერ ბოისა არჩევნების შემდეგ: არანაირი უსამართლობა არ ხდება
გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებულ მწვრთნელებსა და მსაჯს სპორტის სფეროს წარმომადგენლები თავდებში უდგებიან
მიხეილ გაბრიჩიძე არჩევნების შემდეგ: პაატას გვერდში დგომა სჭირდება
ნაკრების მოთამაშეები ჩვენს მხარეს არიან - შიო ხეცურიანი და კახა შენგელია გაერთიანდნენ
ზუროსი: მზად ვართ ყველა მატჩის წასაგებად, ოღონდ ევრობასკეტზე მედალი მოვიგოთ
მიხეილ გაბრიჩიძე: ვეცდები, ქართული კალათბურთი ახალ სიმაღლეზე ავიყვანო
ქართული კალათბურთის გზა ევრობასკეტ 2021-მდე (VI ნაწილი)
მიხეილ გაბრიჩიძე: ორი მხარის დავაში თავს დაჩაგრულად ვგრძნობ
ადგილი ევროპაში: რა უნდა ვისწავლოთ სლოვენიისგან?
ბესიკ ლიპარტელიანი: ჩვენ არ წამოვეგებით პროვოკაციაზე!
ვლადიმერ ბოისა: გულშემატკივრებს მოვუწოდებ მხარი დაუჭირონ ეროვნულ ნაკრებს
"ლევან ყიფიანი კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საქმიანობაში ერევა!" [PHOTO]
კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საგანგებო განცხადება
ვლადიმერ ბოისა: მნიშვნელოვანია, რომ ეს ორი შეხვედრა მოვიგოთ
"მე დავიბადე ქართული სულით და აქ ბასკონიური სული განვავითარე" - "ბასკონიამ" თორნიკე შენგელიას ფილმი მიუძღვნა [VIDEO]
ახალგაზრდულ ევროპირველობებზე ჩვენი მეტოქეები გამოვლინდა
მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად ვლადიმერ ბოისა კალათბურთიდან ბეჩიროვიჩს და ნახბარს გააცილებს
"უნდა მიგვეცა საშუალება, გამოესწორებინათ შეცდომა, თავისუფლებაზე და არა ციხეში ყოფნის დროს"