მისი თქმით, ამის მიზეზი წონითი კატეგორიების მოსალოდნელი შეცვლაა
სპორტიდან შესაძლო წასვლის შესახებ განცხადება კიდევ ერთმა სახელოვანმა ფალავანმა, რუსთა ნაკრების მძიმეწონოსანმა ოსმა, ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ხასან ბაროევმა გააკეთა.

მისი თქმით, ამის მიზეზი წონითი კატეგორიების მოსალოდნელი შეცვლაა. შეგახსენებთ, რომ გაისად დასამტკიცებელი რეფორმების შედეგად, ბერძნულ-რომაულში მძიმე წონა 130 კილოგრამამდე იზრდება და ბაროევიც ამას წუხს.

"ვფიქრობ, თუ წონითი კატეგორია გაიზრდება, ეს ჩემი ბოლო სიმღერა იქნება, რადგან საკმარისი წონა არ მაქვს და არ შემიძლია ასეთ გიგანტებთან ჭიდაობა. თუ ასპარეზობა ორ დღეს გაგრძელდება, ეს კიდევ უფრო ძნელი იქნება - სპორტსმენებს ორჯერ მოუწევთ წონაში დაკლება" - თქვა 31 წლის სპორტსმენმა.

თუ გავითვალისწინებთ, რომ წონის გაზრდა ლამის გადაწყვეტილია, ბაროევს შეგვიძლია, დავემშვიდობოთ. თუმცა, კაცმა რომ თქვას, ის აქამდეც წასული იყო სპორტიდან, რადგან რუსეთის ნაკრებში ვეღარ ხვდებოდა. მან ლონდონის ოლიმპიადაზე კი იჭიდავა, თუმცა წარუმატებლად, იქაც "ბოლო ვაგონს შეახტა" - ბოლო სალიცენზიო ტურნირზე მოიპოვა საგზური, რადგან მანამ სხვებს აჭიდავებდნენ. როცა იმათ ვერაფერი ქნეს, რუსთა თავკაცმა გოგი კოღუაშვილმა ისევ მას უხმო. ბაროევმა ლიცენზია კი მოიპოვა, მაგრამ ლონდონში ვერაფერს გახდა.

ბედის ირონიით, პირველივე წრეში რუსეთიდან სომხეთში გადასულმა ევროპის ჩემპიონმა, მსოფლიოსა და ოლიმპიურმა პრიზიორმა იური პატრიკეევმა მოუგო. ოლიმპიადის შემდეგ ბაროევს არსად უჭიდავია, რასაც ტრავმით ხსნის.

"თავისუფლებისა" არ იყოს, რუსებს მძიმე წონაში ბერძენ-რომაელებშიც სერიოზული საკადრო პრობლემები აქვთ და ბაროევის დონის ნამდვილად არავინ ჰყავთ.

წლეულს თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ჩეჩენი ალიხან აიუბოვი ჩამოიყვანეს, მსოფლიოზე სერგეი ანდრუსიკი აჭიდავეს, მაგრამ მათ ოდნავ დამაიმედებელიც კი ვერ აჩვენეს ვერაფერი.

ამდენად, ამ წონიდან ჩვენს ფალავნებს სერიოზული საფრთხე თვით ბაროევის დარჩენის შემთხვევაშიც კი არ ემუქრებათ, მაგრამ ცუდია, რომ ამ წონაში ვერც ჩვენ გვაქვს საქმე სახარბიელოდ - ვერც გურამ ფერსელიძე, ვერც ლევან არაბული და ვერც ძმები გოგისვანიძეები ვერ აჩვენებენ საიმედო ჭიდაობას.

რატომღაც ჩვენი ახალგაზრდების პროგრესიც შეწყდა. იმედია, ეს მხოლოდ დროებითი ჩავარდნაა, რაც ხშირად ახლავს ხოლმე ახალგაზრდებიდან უფროსებში გადასვლას.

ასევე ვიმედოვნებთ, ფერსელიძე ოპერაციის შემდეგ კვლავ შეძლებს ძველ კონდიციებამდე ამაღლებას; აი, მაშინ კი მართლაც ეშინოდეთ მეტოქეებს მისი, ხოლო ჩვენ მედლების იმედი გვქონდეს.

რა დონეზეც ის იყო ოპერაციამდე, მას ახლანდელი ბაროევიც ვერ დაუდგება, ოს ფალავანზე საუბარს კი ერთი, ჩვენთვის არცთუ კარგი ფაქტის ხაზგასმით დავასრულებთ - მან ითამაშა ოსი ჯარისკაცის როლი ჯანიკ ფაიზიევის პროპაგანდისტულ ფილმში "აგვისტოს რვაში", რომელიც ცნობილმა რეჟისორმა რუსების დაკვეთით გადაიღო, როგორც ქართული "აგვისტოს 5 დღის" საპირწონე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა