გასულ უქმეებზე ჩვენთვის საინტერესო მატჩები რუსეთსა და იტალიაში გაიმართა
სანაკრებო პაუზის დროს კლუბები მხოლოდ მეორე (და ქვედა) დივიზიონებში თამაშობენ. გასულ უქმეებზე ჩვენთვის საინტერესო მატჩები რუსეთსა და იტალიაში გაიმართა.

17 ნოემბერს რუსეთის I დივიზიონის 24-ე ტურის მატჩები გაიმართა. ხაბაროვსკში "სკა ენერგიამ" სანკტ-პეტერბურგის "დინამოს" უმასპინძლა და დაუზავდა - 1:1. საოცარია, მაგრამ ფაქტია - ამ სტადიონს ჯერაც ლენინის სახელი ჰქვია.

მასპინძელთა რიგებში მხოლოდ ერთი ქართველი თამაშობდა - გოგიტა გოგუა, გიორგი ნავალოვსკი კი არ გამოჩენილა. ერთ-ერთ აუტსაიდერთან ქულების დაკარგვის შემდეგ ვეღარ ვიტყვით, რომ ვალდას ივანაუსკასის გუნდი პრემიერლიგაში გადავა.

როგორც რუსული მედია იუწყება, "სკა ენერგიას" მამოძრავებელი ძალა კვლავ გოგუა იყო. სწორედ მან წამოიწყო კომბინაცია მე-19 წუთზე, რომელიც გოლით დასრულდა. გოგუამ მარცხენა ფრთაზე რადჩენკო მოძებნა, რომელმაც ნათან ჟუნიორს საგოლე პასი გადააწოდა. ასე გახსნა ანგარიში გორის "დილას" ყოფილმა ფეხბურთელმა.

ლიდერმა "მორდოვიამ" სტუმრად 2:1 დაამარცხა "გაზოვიკი". გამარჯვებულთა რიგებში 90 წუთი ითამაშა აკაკი ხუბუტიამ, ხოლო მასპინძელი ზურაბ არზიანი სათადარიგო იყო.

"მორდოვია" 52 ქულით ერთპიროვნული ლიდერია. ეს სარანსკელთა ზედიზედ მე-5 გამარჯვება იყო, რაც "მორდოვიას" მოკრძალებულ ისტორიაში პირველად მოხდა.

დავით სირაძისა და გუჯა რუხაიას "ნალჩიკი" ამ ტურს ტოვებს (რადგან ჩემპიონატში კენტი რაოდენობის გუნდებია), ხოლო "ალანიას" შემადგენლობაში ტრავმების გამო კვლავ ვერ თამაშობენ ოთარ მარცვალაძე და გოჩა ხოჯავა.

იტალიაში ქართველთა "ემპოლიმ" ტურის ცენტრალურ მატჩში უშანსოდ მოუგო "ლანჩანოს" - 3:0.

ორივე ჩვენებური სათადარიგო იყო. ლევან მჭედლიძე თამაშის დასრულებამდე 5 წუთით ადრე გამოჩნდა, ხოლო ირაკლი შეყილაძე სკამზე დარჩა.

ამ მოგების შემდეგ "ემპოლის" 14 თამაშიდან 27 ქულა აქვს. ზუსტად ამდენით ლიდერობს მჭედლიძის ყოფილი გუნდი "პალერმო", რომელსაც ერთი გოლით მეტი აქვს გატანილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ქართველი ფეხბურთელები, რომლებმაც ევროპაში ხვიჩამდე გაიბრწყინეს - კალაძიდან "მანჩესტერ სიტის" ლეგენდამდე და "აიაქსის" ბომბარდირამდე
ლეგიონი გუშინ: გიორგი ჭანტურიას გოლი და მუხლის ტრავმა [VIDEO]
"გაზ მეთანს" აკაკი ხუბუტიას გოლმა ვერ უშველა
აკაკი ხუბუტია კარიერას "ვიტებსკში" გააგრძელებს
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
გოგიტა გოგუა ყაზახეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
ლეგიონი: პაპუნაშვილისა და კვირკველიას გოლები, არველაძის მოგება [VIDEO]
ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები
ავტოგრაფი ლევან მჭედლიძისგან [VIDEO]
აკაკი ხუბუტია: მიხარია, რომ ისევ რუმინეთში დავბრუნდი
აკაკი ხუბუტია "რუსთავში" ითამაშებს
გოგიტა გოგუა: ნაკრებიდან 1 ხელის მოსმით, 1 არაზუსტი პასის გამო მომიშორეს, ვაისი კი...
ქართველები ევროპის მიღმა: ჩაალაგეთ ბარგი, ყაზახეთში მივდივართ!
გიორგი ფოფხაძე "კიზილ ჟარში" გააგრძელებს კარიერას
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
ლევან მჭედლიძე ისევ ეროვნულ ლიგაში ითამაშებს
გოგიტა გოგუა საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნდა