ჩერნიგოველთა კლუბის ღირსებას პირველ დაფაზე ბაადურ ჯობავა იცავს

გუშინ ხარკოვში მოჭადრაკე ვაჟთა VI საერთაშორისო ტურნირი - "თემიდა 2010" დაიწყო. ხარკოვის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის თავკაცის თასის გათამაშებაში ოთხი გუნდი ჩაება. მასპინძლებთან ერთად მთავარი პრიზისთვის წრიული სისტემით კიევის, ჩერნიგოვისა და როვნოს წარმომადგენლებიც იბრძოლებენ.

საგულისხმოა, რომ ჩერნიგოველებმა წლეულს ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავეს. პირველ დაფაზე მათ ღირსებას ქართველი დიდოსტატი, ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატების ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალოსანი ბაადურ ჯობავა (2707) იცავს. მის მხარდამხარ იბრძოლებენ უკრაინის ჩემპიონი ანტონ კორობოვი (2684), 2004 წლის მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული ანდრეი ვოლკიტინი (2676), ბელარუსის ეროვნული ნაკრების ლიდერი სერგეი ჟიგალკო (2665), ბელარუსის ორგზის ჩემპიონი სერგეი აზაროვი (2601).

უძლიერეს შემადგენლობას მოუყარა თავის ხარკოვის ”იურიდიულმა აკადემიამ”. ამ გუნდში ითამაშებენ: მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების ორგზის (2004, 2010) გამარჯვებული, ფიდეს გრანპრის მე-5 ეტაპის პირველადგილოსანი, ევროპის საკლუბო ჩემპიონატების ორგზის (2009, 2010) ოქროს მედლის მფლობელი პაველ ელიანოვი (2742), საჭადრაკო ოლიმპიადებისა და ევროპის საკლუბო ჩემპიონატების ასევე ორ-ორგზის გამარჯვებული ალექსანდრ მოისეენკო (2670), იაროსლავ ჟერებუხი (2573), ალექსანდრ კოვჩანი (2561), ვალერი ავესკულოვი (2538).

კიეველთა გუნდის ლიდერია მსოფლიოს მე-16 ჩემპიონი, მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების ორგზის გამარჯვებული და ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი რუსლან პონომარიოვი (2744), მთავარი პრიზისთვის მასთან ერთად იბრძოლებენ უკრაინის ორგზის ჩემპიონი ევგენი მიროშნიჩენკო (2670), ალექსანდრ არეშჩენკო (2661), იური კუზუბოვი (2633), ვლადიმირ ბაკლანი (2613), როვნოელებს დიდოსტატი მარტინ კრავცივი (2566) მეწინავეობს. მომდევნო დაფებზე მეტოქეებს ელდარ ჰასანოვი (2488), ვლადიმირ იაკიმოვი (2494) და ოლეგ ივანოვი (2494) დაუპირისპირდებიან.

გუშინ პირველ ტურში ჯობავას გუნდმა როვნოელებს სძლია 3:1. ჩვენებურმა 57-ე სვლაზე კრავცივი დაამარცხა. ჰასანოვი-კორობოვი 0,5:0,5, ვოლკიტინი-იაკიმოვი 1:0, ივანოვი-ჟიგალკო 0,5:0,5, კიევი-ხარკოვი 2:2, პონომარიოვი-მოისეენკო 0,5:0,5, ჟერებუხი-არეშნიჩენკო 0:1, მიროშნიჩენკო-ფირმანი 0,5:0,5, ავესკულოვი-კუზუბოვი 0:1.

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე