მატჩის ბედი ბოლო წუთზე გადაწყდა, არადა, იყო ეპიზოდი, როცა აკადემიელები 14 ქულით ლიდერობდნენ და მეტოქის გატეხვამდეც ცოტა აკლდათ
"აკადემიისა" და "ოლიმპის" დაპირისპირება საინტერესო გამოვიდა. მატჩის ბედი ბოლო წუთზე გადაწყდა, არადა, იყო ეპიზოდი, როცა აკადემიელები 14 ქულით ლიდერობდნენ და მეტოქის გატეხვამდეც ცოტა აკლდათ.

"ოლიმპმა", რომელსაც ტრავმის გამო 3 უკანახაზელი აკლდა, დიდი შეუპოვრობა გამოიჩინა და სოლიდური ჩამორჩენა მესამე მეოთხედშივე აღმოფხვრა.

თავის მხრივ, "აკადემიასაც" აკლდა წამყვანი მოთამაშე. ბექა დარახველიძემ ფეხის ტრავმის გამო ვერ ითამაშა, თუმცა გელა წულაძის გუნდს ბოლო წუთებამდე არ გასჭირვებია.

პირველი მეოთხედი აკადემიელებმა 14:10 მოიგეს, დიდ შესვენებაზე კი ოლიმპელებმა ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირეს.

მესამე პერიოდი ემოციებით სავსე გამოდგა. "აკადემიამ" მწყობრი დაცვისა და სწრაფი კონტრშეტევების ხარჯზე 14-ქულიანი ლიდერობა მოიპოვა. მესამე მეოთხედის დარჩენილ 5 წუთში ოლიმპელებმა თითქმის შეუძლებელი შეძლეს და აღნიშნული ჩამორჩენა გააბათილეს. თემურ ფხაკაძისა და ბექა ნადირაძის აქტიურობით, ბოლო მეოთხედის წინ "ოლიმპმა" ანგარიში გაათანაბრა - 42:42.

ყველაფერი ბოლო პერიოდში გადაწყდა. აკადემიელები ბოლოსწინა წუთამდე ლიდერობდნენ, თუმცა ზაზა ცაგარეიშვილის გაწვრთნილმა ოლიმპელებმა, ნოდარ გოგოძისა და თემურ ფხაკაძის წინამძღოლობით, ბოლო წუთისთვის 4-ქულიანი ლიდერობა მოიპოვეს.

აკადემიელებმა საკვანძო მომენტში ბურთები ააცილეს და წასაგებად გაიწირნენ - 64:56 "ოლიმპის" სასარგებლოდ.

24 მოგებითა და 15 მოხსნით "ოლიმპში" საუკეთესო თემურ ფხაკაძე იყო. ბექა ნადირაძემ ოლიმპელებს 18 ქულა მიაშველა. "აკადემიაში" 19 ქულით საუკეთესო ნიკა ღურწკაია გახდა, 17 ქულით დაასრულა შეხვედრა ნიკა ამირხანაშვილმა.

მატჩისშემდგომი კომენტარები

ზაზა ცაგარეიშვილი ("ოლიმპის" მთავარი მწვრთნელი):

"ტრავმის გამო 3 უკანახაზელი გვაკლდა. ამან სერიოზული პრობლემები შეგვიქმნა.

მესამე პერიოდში 14 ქულით ჩამოვრჩით და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩამორჩენის აღმოფხვრა დროულად მოვახერხეთ და ბოლო მეოთხედში გამარჯვებამდე მივედით.

ეს მატჩი მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული და საინტერესო იყო და სასიამოვნოა, რომ გამარჯვების მოპოვება მოვახერხეთ".

გელა წულაძე ("აკადემიის" მთავარი მწვრთნელი):

”მეტოქემ ჩვენს ფარზე 26 ბურთი მოხსნა, რაც ძალიან ბევრია და ასეთ პირობებში გამარჯვებაზე საუბარი ზედმეტია.

მიუხედავად ამისა, მოგების შანსს ბოლომდე ვინარჩუნებდით და წარმატებასთან ახლოს ვიყავით, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ჩვენი გუნდის წევრებმა შესაბამისი ბრძოლისუნარიანობა ვერ გამოავლინეს და დასანანი მარცხი განვიცადეთ”.

წყარო: u-20.ge

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
სუპერლიგა. XIV ტური: დინამიადა დასრულდა
"აკადემიამ" "ბათუმი" ისევ დაამარცხა
საქართველოს U16 ნაკრები სტამბოლში საბერძნეთთან ბრძოლაში დამარცხდა
ბალტიის ლიგა - ახალი ერა ქართულ კალათბურთში
20-წლამდელთა ჩემპიონატში სამი მატჩი გაიმართა
სუპერლიგა. X ტური: გეგმურად
U20. "ᓝᓚ
U16. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონში საასპარეზოდ გაემგზავრა