როცა მოედანზე ქართველი შევიდა, სტუმარი "ბოსტონი" უკვე 31:10-ს იგებდა

გასულ სეზონში ზაზა ფაჩულიას "ატლანტას" კევინ გარნეტის "ბოსტონ სელტიქსი" დაბრიყვებული ჰყავდა - რეგულარულ ჩემპიონატში სამივე მატჩი მოუგო. წლეულს პირიქით მოხდა - "ჰოქსი" "ბოსტონთან" საშინაო არენაზე პირველივე შეხვედრისას შერცხვა.

მატჩის მეცხრე წუთზე, როცა მოედანზე ფაჩულია შევიდა, სტუმარი "კელტები" უკვე 31:10-ს იგებდნენ. ატლანტელი გულშემატკივრის სამწუხაროდ, მეორე პერიოდიდან შეხვედრამ აზრი დაკარგა - "ბოსტონელებმა" მასპინძლებს შანსი არ დაუტოვეს.

როგორც ჩანს, ვერც "ჰოქსის" კალათბურთელებმა მოახერხეს საბრძოლო განწყობის შენარჩუნება, მათგან ყველაზე მეტი, 11 ქულა მაიკ ბიბიმ ჩააგდო, ხოლო ბოსტონელებმა მასპინძლებს მოხსნებში 50:30 აჯობეს. საბოლოო ანგარიშშიც სოლიდური სხვაობა დაფიქსირდა - 76:99.

ზაზა ფაჩულიამ 10 წუთში 3 მოხსნა მოაგროვა. შეხვედრის ბომბარდირი კევინ გარნეტი გახდა - 17 ქულა, 11 მოხსნა.

"ატლანტას" "მაიამისთან" ერთად 8 მოგების წილ 6 წაგება აქვს და ფლორიდელებთან სამხრეთ-აღმოსავლეთის დივიზიონში მეორე-მესამე ადგილებს იყოფს. "ჰოქსი" მომდევნო მატჩს ნიუ ჯერსიში "ნეთსთან" დღეს გამთენიისას გამართავდა.

ატლანტა-ბოსტონი 76:99

ზაზა ფაჩულია: 10:04 წუთი, 3 მოხსნა, 1 ფოლი, 2 შეცდომა

ქრონოლოგია

I პერიოდი

03:13 ზაზამ ჯონსონი შეცვალა

02:15 ორქულიანი: არაზუსტი

00:47 ორქულიანი: არაზუსტი

00:13 ზაზა კროუფორდმა შეცვალა

III პერიოდი

03:56 ზაზამ ჰორფორდი შეცვალა

01:28 მოხსნა: შეტ-0, დაც-1

01:10 მოხსნა: შეტ-1, დაც-1

01:06 ორქულიანი: არაზუსტი

00:26 მოხსნა: შეტ-1, დაც-2

00:05 შეცდომა: 1

IV პერიოდი

11:35 შეცდომა: 2

10:51 ფოლი: 1

10:03 ორქულიანი: არაზუსტი

08:52 კოლინზმა ზაზა შეცვალა

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა