პაკიაოსა და რიოსის მწვრთნელების ჩხუბი
ფილიპინელი მენი პაკიაოსა და ამერიკელი ბრენდონ რიოსის მწვრთნელებმა ჩხუბი აუტეხეს ერთმანეთს ღია ვარჯიშის დროს, რომელიც გუშინ, ჩინეთის ქალაქ მაკაოში გაიმართა.

კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც პაკიაოს მწვრთნელმა ფრედი როუჩმა რიოსის წარმომადგენელს სპორტული დარბაზის დატოვება თხოვა, რადგან მათი სავარჯიშო დრო ამოწურული იყო. რიოსის მწვრთნელმა რობერტ გარსიამ განაცხადა, რომ მათ კიდევ სჭირდებოდათ დრო, რაზეც როუჩმა კოლეგას “უტვინო მექსიკელი” და “ნეხვის გორა” უწოდა.

ამის შემდეგ, კონფლიქტში ჩაერია ალექს არისა - ფიზიოთერაპევტი ამერიკელი მოკრივის გუნდში. არისამ გააჯავრა როუჩი, რომელიც პარკინსონის ავადმყოფობით არის დაავადებული, შემდეგ კი მოულოდნელად მიუახლოვდა მას და მკერდის არეში დაარტყა. გრანდიოზული ჩხუბი აღკვეთა დარბაზის დაცვამ, რომელმაც როუჩი ქუჩაში გაიყვანა. ჩხუბის ჩანაწერი Youtube-ზეა განთავსებული.

ჩხუბის შემდეგ რობერტ გარსიამ განაცხადა, რომ კონფლიქტს წამომწყები სწორედ როუჩი იყო, რომელმაც კოლეგა უმიზეზოდ შეურაცხყო. მწვრთნელმა დაამატა, რომ ამერიკელმა კამათისას, არაერთხელ მოიშველია უწმაწური სიტყვები მექსიკელებისა და ებრაელების მისამართით. არისამ კი თქვა, რომ იძულებული გახდა ჩარეულიყო, რადგან როუჩი უკვე უკონტროლო ხდებოდა.

თავად პაკიაოს მწვრთნელი უარყოფს რასიზმში ყველანაირ ბრალდებას. როუზმა აღიარა, რომ მართლაც უწოდა ერთ-ერთი რეპორტიორს ებრაელი, მაგრამ ეს იმიტომ გააკეთა, რომ არ იცოდა მისი სახელი.

რიოსი მწვრთნელების ჩხუბის დროს ველოტრენაჟორზე ვარჯიშობდა, პაკიაო კი საწვრთნელ დარბაზში საერთოდ არ იმყოფებოდა.

რიოსისა და პაკიაოს ბრძოლა 23 ნოემბერს გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჩატარდება პაკიაოსა და მეივეზერის ბრძოლა ოდესმე?

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
"გადავა თუ არა "რეალში"? - სანიოლმა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
მოულოდნელი ამბავი - პსჟ-ის მეკარე კარიერას აზერბაიჯანულ გუნდში გააგრძელებს
რჩება თუ მიდის - ვინისიუსმა თავის მომავალზე განცხადება გააკეთა
იტალიაში იწვევენ - ბერნარდო სილვას სერია A-ში თამაშის ვარიანტი გამოუჩნდა
ვინ შეცვლის გვარდიოლას - "სიტის" სამი კანდიდატი ჰყავს
"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
18 წ. | როტაციით ინგლისთან
დიდი გასამრჯელო ორივეს და მოკრივეების პროგნოზები "უაილდერი - ფიური 2"-ზე
Forbes: ბოლო 10 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენთა სიას აქვეყნებს, ლიდერი არც რონალდოა, არც მესი...
მენი პაკიაო 30 მილიონს ერთი ბრძოლისთვის მიიღებს
ESPN-მა კანელო ალვარესი წლის საუკეთესო მოკრივედ დაასახელა - ხუთეულში 41 წლის ჩემპიონიცაა
კონორ მაკგრეგორი: კრივში მსოფლიო ჩემპიონი გავხდები, ბრძოლა პაკიაოს შევთავაზეთ
ფლოიდ მეივეზერი დიდი ბრძოლისთვის ბრუნდება? - მოკრივემ ვარჯიშის კადრები გაავრცელა [VIDEO]
ჩემპიონი 8 წონით კატეგორიაში და ახლა ფილიპინების პრეზიდენტიც? - პაკიაო პრეზიდენტობაზე კენჭს იყრის