ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

საფრანგეთი. ლიგა 1. XIV ტური: "რეიმსის" ზღაპარს პსჟ დაასრულებს?

საფრანგეთი. ლიგა 1. XIV ტური: "რეიმსის" ზღაპარს პსჟ დაასრულებს?

დედაქალაქელებს შური აქვთ საძიებელი - წინა სეზონში ისინი "ოგუსტ დელანიზე" დამარცხდნენ
კორსიკაზე დაწყებული ტური, ნანტში ცენტრალური მატჩით დასრულდება. დიდ ინტერესს იწვევს პსჟ-ს სტუმრობა რეიმსშიც.

მოკლედ, აჯობებს პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ...

შურისძიების მოლოდინში

ბოლო 13 მატჩში ერთადერთი წაგება (ისიც 88-ე წუთზე გაშვებული გოლით), 6-ჯერ "მშრალად" შენახული კარი, მეექვსე ადგილი... ეს ყველაფერი "რეიმსის" ნამოქმედარია და ამ გუნდის ამჟამინდელ მასშტაბს თუ გავითვალისწინებთ, უბერ ფურნიეს გუნდისთვის სეზონი ნაკლებად წარმატებული სულაც არ არის, ვიდრე პსჟ-სთვის.

გაუფუჭდება თუ არა "რეიმსს" ეს მშვენიერი სტატისტიკა, შაბათის ადრეულ მატჩში გავიგებთ. ისე, დედაქალაქელებს შური აქვთ საძიებელი - წინა სეზონში ისინი "ოგუსტ დელანიზე" დამარცხდნენ (0:1). თანაც ზლატან იბრაჰიმოვიჩს ჯავრის ყრაც ენდომება - მისმა შვედეთმა კრიშტიანო რონალდოს პორტუგალიასთან დუელი წააგო და მუნდიალს მიღმა დარჩა.

სხვათა შორის, ზლატანი საფრანგეთში წლის ადამიანად დაასახელეს. მან ჟურნალ GQ-ს ტრადიციულ გამოკითხვაში გაიმარჯვა. ამავე გამოცემის შედეგებით, წლის სპორტსმენი პსჟ-ს კიდევ ერთი ლიდერი ბლეზ მატუიდი გახდა.

პარიზული გუნდი ძლივს ოდნავ მოწყდა მდევრებს და ცხადია, ენდომება ამ უპირატესობის შენარჩუნება, გაზრდის პერსპექტივით. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან გასვლა პრობლემა არ არის, მაგრამ პლეი ოფებიდან იქ დიდი ენერგია იქნება საჭირო და იქამდე, ლორან ბლანის გუნდმა რაც შეიძლება დიდი ფორა უნდა მოიპოვოს საშინაო ასპარეზზე.

"ისეთ გუნდებს, როგორებიც "ლილი" და "მონაკო" არიან, ნამდვილად შეუძლიათ ტიტულების მოგება, მით უმეტეს, ისინი ევროტურნირებზე არ თამაშობენ. კიდევ არიან კლუბები, მაგალითად, "სენტ ეტიენი" და "მარსელი", რომელთაც კარგად არ დაუწყიათ სეზონი, მაგრამ საჩემპიონო რბოლაში დაბრუნება ძალუძთ. თუმცა ამჟამად ჩვენთვის განსაკუთრებით სახიფათონი "ლილი" და "მონაკო" არიან", - აღნიშნა პსჟ-ს იტალიელმა მეკარე სალვატორე სირიგუმ.

სხვა შაბათი

"ლიონმა" თამაში შედარებით გამოასწორა, "დერბი დუ რონი" მოიგო და ახალი, გრანდიოზული სტადიონის შენებაც დაიწყო - ერთი სიტყვით, ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის. რემი გარდმა თავის გვარდიასთან ერთად ურთულესი პერიოდი უკან მოიტოვა.

"ლიონმა" არიელ იაკობსის მოსვლის მერე ცოტა მოცოცხლებულ "ვალანსიენთან" აუცილებლად უნდა მოიგოს, თუ სურს, რომ ამ წარმატებულ ტალღას გაჰყვნენ და ევროტურნირებისთვის ბრძოლა გააგრძელონ.

სატურნირო ცხრილში ერთმანეთის მეზობლები "რენი" და "ბორდო" "სტად დე ლა რუტ დე ლორიანზე" გაარკვევენ ურთიერთობას. ამ შეხვედრაში გამარჯვებას ოქროს ფასი აქვს, ხოლო დამარცხებული, წესით, ევროსარბიელზე ოცნებას უნდა შეეშვას. ამ გუნდებს შორის ბოლო 6 ურთიერთშეხვედრაში მხოლოდ ამდენივე გოლია გასული. ჟირონდელებს ზედიზედ სამჯერ ჰყავთ "რენი" დამარცხებული, თანაც - "მშრალზე". ისე, ეს კლუბები ერთმანეთს 17 დეკემბერსაც შეხვდებიან ლიგის თასზე.

"ლორიანი" ერთადერთი გუნდია, რომელსაც გასვლაზე ყველა მატჩი წაგებული აქვს - შვიდიდან შვიდი(!). "ევიანმა" კი ზედიზედ ორი მოგებით ამოისუნთქა და ამ შეხვედრაშიც თუ სამ ქულას აიღებს, ხაზს გაუსვამს იმას, რომ აუტსაიდერებთან არაფერი ესაქმება. აი, "ლორიანი" კი იმ გუნდად დარჩება, რომელიც ცხრილის ფსკერზე მყოფებს ამოყვინთვის იმედს უტოვებს.

ფსკერზე "სოშო" გაგვახსენდება, რომელიც "ბასტიას" მიიღებს. კორსიკელებს 7 საგარეო მატჩიდან მხოლოდ 2 ქულა აქვთ მოპოვებული და პირველი გამარჯვება ვისთან უნდა დაგეგმონ, თუ არა ბოლოადგილოსანთან? მეორე მხრივ, თუ მონბელიარელებმა ამ შეხვედრაშიც ვერ იმარჯვეს, შეიძლება, ჭაობიდან ამოსვლის რეალური შანსი აღარც მიეცეთ.

"გენგამმა" წინა ტურში "ლილთან" არწაგებით კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ ცხრილის ზედა ნახევარში შემთხვევით არ იმყოფება. მართალია, 18 ქულიდან 14 შინ აქვს მოპოვებული, მაგრამ "მონპელიეს" ადვილად მაინც არაფერს დაუთმობს. მასპინძელთა თავკაც ჟან ფერნანდესს კი აქამდე სიმწრით შენარჩუნებული პოსტის დაკარგვა ნამდვილად არ ენდომება და 3 ქულა ექნება ჩაფიქრებული.

დატვირთული კვირა

ტურის ცენტრალური შეხვედრა "სტად ბოჟუარ-ლუი ფონტენოზე" იმართება, სადაც შესანიშნავ ფორმაში მყოფი "ნანტი" მინი-კრიზისში შესულ "მონაკოს" მასპინძლობს.

"იადონებს" ბოლო 8 მატჩიდან 6 აქვთ მოგებული და აქედან 5 ისე, რომ გოლიც არ გაუშვიათ. აი, "მონაკოს" კი, თუ თასის მატჩსაც ჩავუთვლით, ბოლო 5 შეხვედრაში მხოლოდ 1 მოგება აქვს, ხოლო გასვლაზე უკვე 5 თამაშია არ უმარჯვია.

მონტეკარლოელებმა ჯერ ლიდერობა დაკარგეს, მერე მეორე ადგილიც და თუ ასე გაგრძელდა, სამეულსაც დაემშვიდობებიან. ეს კი კლუბის ხელმძღვანელობას ძალიან არ მოეწონება, რადგან პროგრამა-მინიმუმი ჩემპიონთა ლიგის საგზურია.

კლაუდიო რანიერიმ უკვე შეაფუცხუნა შეგირდები, რომელთაც უფრო გუნდურ თამაშს სთხოვს. იტალიელ სპეციალისტს ლუკას ოკამპოსი, ჟოფრეი კონდოგბია და ფაბინიო არ ეყოლება.

მიშელ დერ ზაქარიანი ამ შეხვედრაში ძირითადის უცვლელ წევრს პაპი ჯილობიჯის ვერ დაიხმარს - ის დისკვალიფიცირებულია. რაც მთავარია, ითამაშებს გუნდის გოლეადორი ფილიპ ჯორჯევიჩი. სერბს იტალიიდან და ინგლისიდან ჰყავს მსურველები, "იადონების" უფროსობას კი მისი შენარჩუნების იმედი აქვს. ასეა თუ ისე, სულ ცოტა იანვრამდე ნანტელებს ბრწყინვალე ფორმაში მყოფი ჯორჯევიჩის იმედი უნდა ჰქონდეთ.

არანაკლებ საინტერესო მატჩია "ალიანს რივიერაზე", სადაც ევროთავგადასავლების ორი მაძიებელი ხვდება ერთმანეთს და წაგებულს, რეალურად, ამ თავგადასავლის დავიწყება და ოცნების შეწყვეტა მოუწევს. წესით, მართლაც შეუპოვარი ორთაბრძოლა უნდა ვიხილოთ. "ნიცაც" და "სენტ ეტიენიც" ცუდი პერიოდისთვის წერტილის დასმის სურვილით იწვიან.

ნიცელები სახლში რომ ბრწყინვალედ თამაშობენ, ეს კარგად ვიცით, მაგრამ სიტუაციას ათანაბრებს ის გარემოება, რომ კლოდ პუელს, გუნდის უდავო ლიდერის დარიო ცვიტანიჩის გარდა, ძირითადის კიდევ არაერთი მოთამაშე დააკლდება. "მწვანეებმა" კი ამით სარგებლობა უნდა სცადონ და "ლიონისგან" განცდილი მორიგი გულისტკენისგან მოწოლილი დარდი ამ შეხვედრაში ჩაახშონ.

კვირა დღე "ლილ მეტროპოლზე" იწყება, სადაც ადგილობრივებთან საპაექროდ თავის გუნდს ალენ კაზანოვა ჩაიყვანს. "ტულუზი" ერთ-ერთი ყველაზე არაპროგნოზირებადი გუნდია და მისგან ნებისმიერ მომენტში შეიძლება ელოდო როგორც ძლიერთან წარმატებულ თამაშს, ასევე - სუსტთან ფეხის დაცდენას.

ცხადია, "ლილი" ფავორიტია. რენე ჟირარი პატარა სასწაულებს სჩადის. მისი გუნდის მეორე ადგილი ბევრისთვის მოულოდნელია. რამდენიც ამ სეზონში "ლილმა" გოლი გაუშვა, იმდენი წააგო - ორჯერ ჩემპიონატში და ერთხელ თასზე, სამაგიეროდ, დანარჩენ 11 შეხვედრაში კარი "მშრალად" შეინახა და უკვე 8 ტურია გოლი არ გაუშვია...

საფრანგეთი. ლიგა 1. XIV ტური

22 ნოემბერი

აიაჩო-მარსელი 1:3

23 ნოემბერი

რეიმსი-პსჟ 20:00

ლიონი-ვალანსიევი 23:00

მონპელიე-გენგამი 23:00

ევიანი-ლორიანი 23:00

რენი-ბორდო 23:00

სოშო-ბასტია 23:00

24 ნოემბერი

ლილი-ტულუზი 17:00

ნიცა-სტ. ეტიენი 20:00

25 ნოემბერი

ნანტი-მონაკო 00:00

ბომბარდირები:

9 - კავანი (პსჟ), ფალკაო (მონაკო); 8 - იბრაჰიმოვიჩი (პსჟ), ჯორჯევიჩი (ნანტი); 7 - ოლივეირა (რენი), ცვიტანიჩი (ნიცა); 6 - ბერიგო (ევიანი), რივიერი (მონაკო), დიაბატე (ბორდო), ამუმა (სენტ ეტიენი), ლაკასეტი (ლიონი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რჩება თუ არა პსჟ-ში და აგრძელებს კონტრაქტს - დემბელემ ჟურნალისტების კითხვას უპასუხა

დონარუმას ნაკვალევზე - პსჟ-დან "სიტიში" შეიძლება კიდევ ერთი ფეხბურთელი გადავიდეს

რჩება თუ მიდის - Le Parisien ლუის ენრიკეს პარიზულ მომავალზე

"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ

მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო

ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა

ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის

გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ

შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის

"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის

საფრანგეთის სუპერთასი: პარიზელთა მეხუთე სუპერთასი

ზლატან იბრაჰიმოვიჩის შვილი ნიდერლანდების ჩემპიონატში გადადის

ლორან ბლანმა კვლავ ფრანგული გუნდი ჩაიბარა

“ბარსელონა” მწვრთნელზე შეჯერდა, ხავი თამაშგარე დარჩა?

[VIDEO] "იყავი ჩუმად, ვიდრე შენზე უკეთეს ფეხბურთელს არ გეტყვი" - რა გააკეთა გამოწვევაზე ვარსკვლავების ჩამოთვლისას იბრაჰიმოვიჩმა

კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს

ორი მთავარი კანდიდატი - "რომას" ახალი შესაძლო მთავარი მწვრთნელების ვინაობა ცნობილია

"კარის ხაზთან უფრო ეგოისტი უნდა გახდეს" - სირიგუმ კვარაცხელიაზე ისაუბრა

სპალეტის იტალიის ნაკრებიდან უშვებენ? - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელის შესაძლო შემცვლელებიც ცნობილია

ლუჩიანო სპალეტი იტალიის ნაკრებიდან დაითხოვეს

La Stampa: კლოპმა შეთანხმმებას მიაღწია და სერია A-ს კლუბს ჩაიბარებს

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თავისი საფეხბურთო კერპი დაასახელა

სირიგუ: პსჟ-ს ვერატი დატყვევებული ჰყავს

იტალიის ნაკრების მწვრთნელი კლაუდიო რანიერი გახდება

ლორან ბლანი: საფრანგეთი - ბელგიის ნახევარფინალში გამარჯვებული მსოფლიოს ჩემპიონატს მოიგებს

მესი სიაში ვერ მოხვდა - რამოსმა დაასახელა 2 შემტევი, ვის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად უჭირდა

"ბარსელონა" ბლანის მწვრთნელად დანიშვნას არ განიხილავს

მოულოდნელი უარი - რანიერიმ ბოლო მომენტში იტალიის ნაკრების გაწვრთნა არ ისურვა

"ჩელსი" ახლოსაა, ლორან ბლანთან შეთანხმებას მიაღწიოს

როგორი თავმდაბალია - იბრაჰიმოვიჩმა საკუთარ თავს დაბადების დღე ორიგინალურად მიულოცა

"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო

"ეს ბიჭი ნამდვილი მონსტრია, ერთხელ ვარჯიშზე..." - სირიგუმ "კვარაზე" საინტერესო ისტორია გაიხსენა

"სევილიამ" იჯარით სალვატორე სირიგუ აიყვანა

კვარაცხელიას "ნაპოლიმ" ვეტერანი იტალიელი მეკარე დაიმატა

"ნაპოლი" და "ფიორენტინა" მეკარეებს ცვლიან