დაუგავპილსის "დაუგავასთან" განშორებულ 27 წლის ქართველ ფორვარდს "სკონტოსა" და "ვენტსპილსში" იწვევენ
მამუკა ღონღაძემ ლატვია დატოვა. 27 წლის თავდამსხმელს დაუგავპილსის "დაუგავასთან" კონტრაქტი დაუსრულდა და მის გაგრძელებას აღარ აპირებს. შარშან, იანვარში, ღონღაძე ვერც წარმოიდგენდა, მისი კარიერა ასე უიღბლოდ თუ გაგრძელდებოდა.

ლატვიის 2012 წლის ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელი, ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი, თავდამსხმელი და ვირსლიგის ბომბარდირი - ეს ღონღაძის ტიტულებია, რომლითაც მეტ-ნაკლებად შესაძლებელი იყო კარიერის აწყობა.

შარშან, იანვარში, ვლადიკავკაზის "ალანიაში" იყო სინჯებზე, მაგრამ უკან გაუშვეს, მერე ურთიერთობა ლატვიის ჩემპიონის პრეზიდენტ ოლეგ გავრილოვთანაც გაუფუჭდა. ქართველ თავდამსხმელზე გაბრაზებულმა "დაუგავას" პრეზიდენტმა ის ვირსლიგის უსუსტეს გუნდ "ილუკსტესში" გაუშვა და მხოლოდ ზაფხულში დააბრუნა.

მამუკასთვის ლატვიაში დასრულებული სეზონი წარუმატებელი გამოდგა - მართალია, ბრინჯაოს მედალი ჩამოიკიდა, მაგრამ ორივე გუნდში ერთად ჩატარებულ 25 შეხვედრაში მხოლოდ 3 გოლი გაიტანა, რაც ბომბარდირისთვის კატასტროფული შედეგია.

"კლუბთან კონტრაქტი დამიმთავრდა, "დაუგავასგან" ტრანსფერი წამოვიღე და თავისუფალი აგენტი გავხდი. მიხარია, ამ კლუბს რომ დავემშვიდობე, რადგან ბოლო დროს "დაუგავას" პრეზიდენტმა ოლეგ გავრილოვმა ნამდვილი ჯოჯოხეთი მომიწყო - არც მიშვებდა და არც მათამაშებდა.

ამის გამო ბევრი კარგი ვარიანტი ჩამეშალა. ბოლოს კი ვარჯიშებსაც არ მაკარებდა და ხელფასიც გამინახევრა, რადგან ახალ კონტრაქტზე უარი ვუთხარი. ორჯერ მეტ ხელფასს მპირდებოდა, მაგრამ მისი საქციელის გამო ვეღარ ვენდე.

სამწუხაროდ, სეზონიც ჩამივარდა. ჯერ იყო და, 17-18 წლის ბიჭების გუნდ "ილუკსტესში" გამიშვეს, სადაც გატანა ძალიან ძნელი იყო და სულ დიდი ანგარიშებით ვაგებდით, მერე "დაუგავაში" დამაბრუნა, მაგრამ უმთავრესად შეცვლებზე, 10-15 წუთით მათამაშებდნენ.

არადა, წლეულს ლატვიის ჩემპიონატი საკმაოდ დაბალ დონეზე იყო და ბომბარდირობისთვის 16 გოლიც საკმარისი აღმოჩნდა. "დაუგავას" ძირითადში რომ მეთამაშა, დარწმუნებული ვარ, ამ პრიზისთვის ბრძოლას კიდევ ერთხელ შევძლებდი.

ლატვიაში გადასვლა კარგი იყო, ფიზიკურად მოვღონიერდი, ტაქტიკურად და თეორიულად ბევრი ვისწავლე, მაგრამ ბოლო ერთმა წელიწადმა ძალიან უკან დამხია, პირად ტიტულებს ვინ ჩივის, ფორმის შენარჩუნებაზე ვოცნებობდი.

ვაღიარებ, რომ ბევრი რამ ჩემი ბრალია - დაუკვირვებლობით შეცდომები დავუშვი. კიდევ კარგი, ეს კოშმარი დასრულდა", - გვითხრა ღონღაძემ.

ფეხბურთელი ამბობს, რომ საინტერესო წინადადებები აქვს:

"ლატვიის ჩემპიონატის ლიდერები, რიგის "სკონტო" და "ვენტსპილსი" მიწვევენ, საქართველოში კი - ცხინვალის "სპარტაკი".

ლატვიის ლიდერებში მოხვედრა არ არის უინტერესო წინადადება, მაგრამ დღემდე არაფერი გარკვეულა, რადგან ახლა 27 წლის ვარ, პირადი ტიტულებიც მომიპოვებია, თავისუფალი აგენტიც გავხდი და იმედია, ნორმალურ ლიგაში კიდევ ვითამაშებ".

ღონღაძე საქართველოში მოთამაშეთა ინტერესების დამცველი ორგანიზაციების დაფუძნებასაც გამოეხმაურა:

"მადლობა იმ ხალხს, ვინც ეს ორი ორგანიზაცია ჩამოაყალიბა. ნეტავ, ადრე ყოფილიყო, მაშინ მეც უკეთეს კონტრაქტს გავაფორმებდი და "დაუგავას" პრეზიდენტი ვერ მომატყუებდა. ეს ორგანიზაცია ახლაც ბევრ მოთამაშეს სჭირდება, რადგან ფეხბურთელები მრავალ პრობლემას ვაწყდებით და ჩვენი დამხმარე არავინაა.

შარშან, ლატვიაში, ლამის ყველა ტიტული მოვიპოვე, რისი მოპოვებაც თავდამსხმელს შეეძლო და შეპირებული პრემიაც ვერ ავიღე. არადა, ეს კონტრაქტში მეწერა".

სხვათა შორის, "დაუგავას" პრეზიდენტს ყოფილმა ფეხბურთელმა, ნიგერიელმა სტენლი იბემ პირდაპირ დასდო ბრალი - გარიგებული თამაშების დიდოსტატი იყო, ევროპალიგაზეც კი მანიპულირებდაო. იბემ, მაგალითად, ევროპალიგის წლევანდელი გათამაშების საკვალიფიკაციო ეტაპზე დანიურ "ელფსბორგთან" ლატვიელთა წაგება (1:7) დააასახელა და ამტკიცებდა - ოლეგ გავრილოვმა გუნდს მატჩის ზუსტად ამ შედეგით დასრულება მოსთხოვაო...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Tianeli
Zurnalistis sakuradgebot!! Elsborgi aris shveduri klubi da ara daniuri!!
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ატლეტიკთან" მატჩში?
[VIDEO] ბარკოლას ეგოიზმი - "კვარას" პსჟ ბილბაოში "ატლეტიკს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] მიქაუტაძე შესვენებამდე ათამაშეს - "ვილიარეალი" "კოპენჰაგენთან" დამარცხდა
ლუის ენრიკემ "ატლეტიკთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მიქაუტაძე "კოპენჰაგენთან" მატჩში სასტარტოშია
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
"ეს მწვრთნელის ბრალი არ არის" - ჩუამენიმ ალონსო დაიცვა
გვარდიოლა "სიტის" დაცვის გაძლიერებას "ნიუკასლის" 23 წლის ფეხბურთელით აპირებს
კარლის რეკორდი - "ბაიერნის" ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
შეტევის გაძლიერება სურთ - "ბარსელონა" "ფიორენტინას" ფორვარდით ინტერესდება
"კვარამ" ბარკოლა მარჯვნივ გააჩოჩა - როგორი იქნება "ატლეტიკთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
ფინალის დღე | საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი | ყველაფერი სუფთა ფურცლიდან იწყება...
[VIDEO] "ბარსელონამ" კუნდეს დუბლით "აინტრახტს" მოუგო - "ატალანტამ" "ჩელსის" სძლია
ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგი" "ბაიერნთან" დამარცხდა
ზარიას ერთი ტაიმი და "კაირატის" მარცხი "ოლიმპიაკოსთან"
ლუნინი "მილანში" გადასვლაზე შეიძლება მოდრიჩმა დაიყოლიოს
ტრავმირებული ჰაკიმი მაროკოს ნაკრების დასახმარებლად სამშობლოში გაემგზავრება
ქართველი მსაჯების საერთაშორისო დანიშვნები
ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად...
რჩება თუ მიდის - მაიამის "ინტერის" დირექტომა სუარესის მომავალზე ისაუბრა
ხვიჩასა და გიორგის დღე ლიგაზე და უთამაშებლობა სამშაბათს
"გალათასარაი" აღარ ხუმრობს - ოსიმენი თანამემამულესთან ერთად შეუტევს?
მამუკა ღონღაძე: არასწორი დიაგნოზი დამისვეს...
ᓚᓐᓢᓕᓘᓐᓨᓘ ᓥᓐᓠᓗᓕᓔᓚᓗᓐ ᓒᓣᓜᓓᓘᓡ ᓛᓗᓐᓕᓐᓠᓘ ᓛᓬᓕᓠᓗᓜᓔᓚᓘ, ᓛᓔᓙᓐᓠᓔ ᓓᓐ ᓚᓘᓓᓔᓠᓘ ᓓᓐᓘᓭᓘᓠᓔᓡ
პრო ლიგა 2. ტყიბულის "მეშახტე": სიურპრიზებს კიდევ უნდა ველოდოთ?
თემურ ბარქაია: გამოდის, რომ "კოლხეთისთვის" გამოყოფილი 200 ათასი ლარი წყალში ჩაიყრება
ბუკა ცინცაძე "დაუგავაში" დაბრუნდა
"...კიდევ კარგი, ოპერაციის ხარჯი საყოველთაო დაზღვევიდან გადამიხადეს"
ᓛᓫᓘᓛᓔ ᓢᓠᓐᓕᓛᓘᓡ ᓨᓔᓛᓓეᓒ ᓛაᓛᓣᓙᓐ ᓦოᓜᓦᓐᓫᓔ ᓥᓣᓗᓐᓘᓡᓘᓡ "ᓢᓝᓠᓞᓔდოᓡ" ᓓᓐᓣბᓠᓣᓜᓓᓐ
მამუკა ღონღაძე: დაზღვევამ მიშველა, თორემ...