"კოლხეთი" სეზონისთვის მზადებას შეუდგა
ფოტოზე: თემურ ბარქაია

28 ივნისს, ფოთის "კოლხეთი" სეზონისთვის მზადებას შეუდგა. კოლხებს რამდენიმე ახალწვეული ჰყავთ. ამას გარდა, კლუბს მალე ბიუჯეტსაც დაუმტკიცებენ...

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ზაზა ინაშვილმა ორი თავდამსხმელი მიიწვია - ლევან კუხალეიშვილი და მამუკა ღონღაძე.

პირველი მათგანი გასულ სეზონში "ვიტ ჯორჯიაში" თამაშობდა. ღონღაძეს კი ქუთაისის "ტორპედოსა" და ცხინვალის "სპარტაკის" ღირსება დაუცავს, სამი წელი ლატვიაში გამოდიოდა და ქვეყნის საუკეთესო ბომბარდირის, თავდამსხმელისა და ფეხბურთელის პრიზები მოუპოვებია. მაგრამ ლატვიის შემდეგ ქუთაისის "ტორპედოში" დაბრუნებულს არ გაუმართლა, დაშავდა და მთელი სეზონი გაუცდა. ახლა 29 წლის ფორვარდმა რეაბილიტაციის პროცესი დაასრულა და ეცდება, "კოლხეთს" დაეხმაროს.

ფოთის "კოლხეთში" ითამაშებს ამბერკი ინჯიბაშვილიც. ფოთის "კოლხეთის" 23 წლის ახალწვეული გუნდს წინასასეზონო შეკრებაზე შეუერთდა. ის ოზურგეთშია დაბადებული, მაგრამ ფეხბურთის თამაში სწორედ ფოთში დაიწყო, შემდეგ კი უკრაინის მესამე ლიგის კლუბებში - "ედნისტის", ნოვა კახოვკას "ენერგიასა" და კიევის "ობოლონ-ბროვარიაში" თამაშობდა.

ამჟამად, ინჯიბაშვილი უკრაინის მოქალაქეა. აქ კი გასული ზამთრის შესვენებისას "გაგრის" შემადგენლობაში გამოჩნდა და 16 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

ცნობილი გახდა, რომ "კოლხეთი" მერაბ გიგაურმა დატოვა. 21 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა, რომელსაც ეროვნულ ნაკრებშიც უთამაშია, კარიერის გაგრძელება "ცხინვალში" გადაწყვიტა.

"ფოთში თავს კარგად ვგრძნობდი და სიამოვნებით დავრჩებოდი, მაგრამ რამდენიმე ფაქტორი იყო: ჯერ ერთი, ევროპალიგაზე გასულმა გუნდმა მიმიწვია.

მეორე ისაა, რომ "ცხინვალის" მთავარ მწვრთნელ კახა კაჭარავასთან ფოთამდეც მიმუშავია და ნამდვილად კარგი სპეციალისტია.

მესამე და არანაკლები ფაქტორი კი ისაა, რომ "კოლხეთში" ფინანსური მდგომარეობა არც ისე სასურველი იყო. თუმცა, ამ კლუბის მადლიერი ვარ, იქ ბევრი კარგი თამაში მახსენდება", - ამბობს გიგაური.

არ გამართლდა ხმები, თითქოს "კოლხეთს" წლის ბოლომდე მხოლოდ 150 ათასი ლარის ანაბარა დატოვებას უპირებდნენ. ამის თაობაზე კლუბის დირექტორს, თემურ ბარქაიას ველაპარაკეთ.

- ჯერ კიდეევ ორი კვირის წინათ უნდა გადაწყვეტილიყო კლუბის დაფინანსების საკითხი. რამე თუ დაკონკრეტდა?

- დღეს ვიყავით საკრებულოს სხდომაზე, სადაც "კოლხეთის" დაფინანსების საკითხი განიხილეს, მაგრამ ჯერ ბიუჯეტი არ დამტკიცებულა.

- კი მაგრამ, სადაცაა, სეზონი დაიწყება და საკადრო საკითხები ხომ უნდა გაირკვეს?

- გადაწყდა, რომ პარასკევს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება და 200 ათას ლარს დაგვიმტკიცებენ.

- მეტს არა?!

- ეს იქნება სექტემბრამდე გამოყოფილი თანხა და ვთანხმდებით, რომ 200 ათასი მინიმუმია. თუმცა, შესაძლოა, დაფინანსება გაიზარდოს.

- ამის იმედს რა გაძლევთ?

- ის, რომ ესეც მინიმუმია და რეალურად რომ ვთქვათ, მის დახარჯვას, სჯობია, ფული არც დაირიცხოს. ყველას ესმის, რომ უმაღლესი ლიგის გუნდისთვის ეს მიზერული თანხაც არაა და გამოდის, რომ 200 ათასი ლარი წყალში ჩაიყრება.

ამიტომ მგონია, რომ შესაძლოა, ცვლილება უკეთესობისკენ იყოს. ფიქრობენ, რომ თანხები სხვა პუნქტებიდან დაგვიმატონ.

- ან 200 ათასი როგორ გეყოფათ? წინაა შეკრება, ჩემპიონატი დაიწყება და სტადიონის იჯარა დაგჭირდებათ...

- არა მხოლოდ სტადიონის იჯარა, სავარჯიშო მოედანიც დასაქირავებელია. მარტო 20 ათასი არის სტადიონის და სავარჯიშო მოედნის იჯარის ფული, 20 ათასი უმაღლეს ლიგაში მონაწილეობის, უზურფურქტის წესით სტადიონი გადმოგვეცა და მიწის გადასახადი 14 ათას ლარამდეა. ამას ემატება ყოველთვიური კომუნალური გადასახადები, რაც თვეში 2 ათას ლარს აღწევს.

საკრებულოს სხდომაზე მე ეს ხარჯები დავაფიქსირე, მაგრამ ვიმეორებ, კლუბზე გული შესტკივათ და იმედი გვაქვს, დაფინანსებას გაგვიზრდიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

555
თავდამსხმელები მაგარი დაგიმატებიათ, დახევენ ბადეებს.
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 0:3 ტორპედო. ჩვენ ვნახეთ ჩემპიონობის რეალური კანდიდატი...
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 მეშახტე. ძელი რომ არა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 იბერია 1999. ლიდერს ავიწროებენ...
კონფერენს ლიგა. აზაროვი არ ათამაშეს - "შახტარი" "კრისტალ პალასთან" დამარცხდა
ევროპა ლიგა - "ბრაგამ" და "ნოტინგემმა" მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს
7-ქალა | მონაკოს ტურნირისთვის შემადგენლობა შეირჩა
ქუთაისი ნახევარფინალშია | ბათუმმა გორში იმარჯვა და სერიაში 2:1 დაწინაურდა
სიტუაცია რთულია - რა მოხდება საფონოვმაც რომ ტრავმა მიიღოს
15-წლამდე ნაკრები ერევნის განვითარების თასზე მიემგზავრება
სიომინი: ხვიჩა მსოფლიო დონისაა - ყველაფერი შეუძლია
საფრანგეთის ნაკრების მეკარე პსჟ-დან წასვლას აპირებს
"კვარაცხელია გარემარბების ახალი სტანდარტი და მისაბაძი მაგალითია" - ვეტერანი ინგლისელი ფეხბურთელი
დავით ნემსაძე "ბორჯღალოსნებისა" და "შავი ლომის" ფიზ. მომზადების მთავარი მწვრთნელია
ედერსონ ზაფხულში სავარაუდოდ, "ფენერბაჰჩეს" დატოვებს
ახალი კონტრაქტი კარიუსს - გერმანელი სავარაუდოდ, "შალკეში" დარჩება
შენარჩუნება სურთ - რაშფორდი სავარაუდოდ, "ბარსელონაში" დარჩება
"ფილოსოფიას არ შევცვლით" - დემბელე მიუნხენში გამარჯვებისთვის მიდის
რეკორდები - პსჟ-ისა და "ბაიერნის" გუშინდელი შეხვედრა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევა
კიდევ ერთი რუსი პსჟ-ში? - პარიზული გუნდის წარმომადგენელი შესაძლოა, მოსკოვში ტრანსფერზე მოსალაპარაკებლად ჩავიდეს
საქართველო და სომხეთი ფეხბურთში 2029 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებენ
"ხვიჩა ახლა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია" - ზეედორფი კვარაცხელიას თამაშით აღფრთოვანებულია
პრესტიანისა და ვინისიუსის საქმის შედეგი - FIFA 2026 წლის მუნდიალზე ორ ახალ წესს ამატებს
39 წლის უგო ლორისს დეშამი მსოფლიო ჩემპიონატზე წაიყვანს
დილა-გურია 0:0 - "დილა" დარჩა, "გურია" ვერ გადარჩა[VIDEO]
ქართველების შაბათი - ორმა ლეგიონერმა გოლი გაიტანა [VIDEO]
დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა
ეროვნული ლიგა. I ტური. "სამგურალი" - "კოლხეთი" [LIVE]
"...კიდევ კარგი, ოპერაციის ხარჯი საყოველთაო დაზღვევიდან გადამიხადეს"
ᓛᓫᓘᓛᓔ ᓢᓠᓐᓕᓛᓘᓡ ᓨᓔᓛᓓეᓒ ᓛაᓛᓣᓙᓐ ᓦოᓜᓦᓐᓫᓔ ᓥᓣᓗᓐᓘᓡᓘᓡ "ᓢᓝᓠᓞᓔდოᓡ" ᓓᓐᓣბᓠᓣᓜᓓᓐ
ვიტ ჯორჯია-ზუგდიდი 1:0 - გამარჯვება ბოლო წუთზე
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
"გაგრაში" უკრაინის მოქალაქეობის მქონე ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს
"ვიტ ჯორჯიამ" აზერბაიჯანული "სიმურგის" დუბლებს მოუგო
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
მერაბ გიგაური "ტორპედოში" დაბრუნდა
მამუკა ღონღაძე: დაზღვევამ მიშველა, თორემ...
ფოთის "კოლხეთის" თავკაცის პოსტზე ზაზა ინაშვილი გელა სანაიამ შეცვალა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
ფოთის "კოლხეთის" დირექტორი: კლუბმა დათქმულ დროს ვერ გადაიხადა სახელფასო დავალიანება და დიდი ალბათობით...
ეროვნული ლიგა. V ტური. "კოლხეთი" - "გაგრა" [LIVE]
პრო ლიგა 2. ტყიბულის "მეშახტე": სიურპრიზებს კიდევ უნდა ველოდოთ?
უმაღლესი ლიგის XIV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
ვიტ ჯორჯია-სიონი 2:2 - ზავი მცხეთაში
ჩვენი ფეხბურთი: სპეციფიკური მოთამაშე
კონფერენს ლიგა: ბერიძემ გაიტანა, ხოჭოლავა დაასვენეს, კვარაცხელიას "რაკუვი" ელის
"როგორც კაპიტანი, თავს უფლებას ვაძლევ და გუნდის სახელით მოგმართავთ თხოვნით" - მერაბ გიგაური სტივ კინისადმი "ტორპედოს" ფანების პროტესტს ეხმაურება
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
დილა-კოლხეთი 2:0 - სტარტი სვენებ-სვენებით [VIDEO]
ზაზა ინაშვილი: "კოლხეთში" სხვა გზა აღარ დამრჩა, უნდა წავსულიყავი...
სარეკორდო ტრანსფერი - "ტორპედომ" მამუჩაშვილი დაიმატა და გიგაური გაუშვა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
მოისწრაფიშვილმა "სპარტაკთან" კონტრაქტი გააფორმა
ეროვნული ლიგა. III ტური. "კოლხეთი 1913" - "დინამო" (თბ) [LIVE]
კოლხეთი-მერანი 2:1 - მოგება ზღაპარში
გურია-დილა 0:2 - ორი საჩუქრის ამბავი [VIDEO]
მამუკა ღონღაძე: არასწორი დიაგნოზი დამისვეს...
დავით ვოლკოვმა 1 წუთში 2 გოლი გაიტანა და "გაბალა" თასის 1/2-ფინალში გაიყვანა [VIDEO]
სტუმრების დღე: "სამგურალმა" და "გარეჯმა" მოიგეს