"ფერარი" ბოსს იცვლის?
ბრაზილიურმა ეტაპმა დაასრულა 2013 წლის სეზონი და V8 ძრავების ეპოქა. ტიტულისა და კონსტრუქტორთა თასის მფლობელები ჯერ კიდევ ინდოეთში გაირკვნენ, მაგრამ რჩებოდა ინტრიგა სხვა პოზიციებისთვის ბრძოლაში.

პარასკევსა და შაბათს სან პაულუში წვიმდა, ამიტომაც, კვალიფიკაცია სველ ტრასაზე ჩატარდა, მაგრამ სერიოზულ ინციდენტებს ადგილი არ ჰქონია. სებასტიან ფეტელმა სეზონში მეცხრე პოული მოიპოვა.

სეზონის ბოლო რბოლამ მოსალოდნელი შედეგები მოიტანა: ფეტელმა გამარჯვება მოიპოვა, კარიერაში თავის ბოლო რბოლაში კი მარკ უებერი პოდიუმზე ავიდა. ეტაპი ღრუბლიან, მაგრამ მშრალ ამინდში დაიწყო. სტარტზე როსბერგმა გაასწრო ფეტელს, მესამე ადგილზე კი ჰემილტონი გადავიდა, რომელმაც ალონსოსა და უებერს აჯობა.

თუმცა პირველივე წრის ბოლოს ფეტელმა ლიდერობა დაიბრუნა, ალონსომ კი ჰემილტონს გაუსწრო. პირველი წრე პილოტებმა ასეთი თანმიმდევრობით დაასრულეს: ფეტელი, როსბერგი, ალონსო, ჰემილტონი, უებერი, მასა, ჰიულკენბერგი, გროსჟანი, რიკარდო, ბოტასი...

მეორე წრეზე უებერმა ჰემილტონი ჩამოიცილა და მეოთხე ადგილზე აღმოჩნდა. ერთი წრის შემდეგ კი პრობლემები შეექმნა გროსჟანის ბოლიდის ძრავას, რითაც ფრანგმა რბოლა ნაადრევად დაასრულა. მეოთხე წრეზე ალონსომ წარმატებით შეუტია როსბერგს და ფეტელს გამოეკიდა, რომელიც იმ მომენტისთვის ხუთი წამით წინ იყო. მეშვიდე წრეზე უებერმა წინსვლა გააგრძელა და ამჯერად როსბერგს გაუსწორდა.

მისი მომდევნო სამიზნე ფერნანდო ალონსო იყო. მე-11 წრეზე ნიკომ საბურავებთან დაკავშირებული პრობლემის გამო მისცა პოზიცია ჰემილტონს, ორი წრის შემდეგ კი უებერმა გაუსწრო ალონსოს და მეორე ადგილზე აღმოჩნდა.

პიტსტოპების პირველი სერიის შემდეგ ათეულში მცირე ცვლილებები მოხდა, კერძოდ, ალონსო ისევ უებერის წინ აღმოჩნდა და... ავსტრალიელმა შემდეგ კვლავ გაუსწრო ესპანელს. მალე პოდიუმზე მებრძოლების რიცხვს გამოაკლდა ფელიპე მასა, რადგან ბოქსებში შესვლისას შეცდომა დაუშვა და ჯარიმა მიიღო.

ფინიშთან ახლოს ყველა ელოდა გაწვიმებას, მაგრამ რბოლამ აბსოლუტურად მშრალ ამინდში ჩაიარა. არანაირი ცვლილება არ მომხდარა: ფეტელმა ზედიზედ მეცხრე და სეზონში მე-13 გამარჯვება მოიპოვა. გამოსამშვიდობებელი პოდიუმი მოიპოვა უებერმა, მესამეზე კი ალონსო გავიდა.

სეზონი დასრულდა. ფეტელმა გააგრძელა მოგებათა სარეკორდო სერია. უებერმა მესამე ადგილზე გადაინაცვლა გენერალურ კლასიფიკაციაში - გაუსწრო ლუის ჰემილტონს. კონსტრუქტორთა თასზე მეორე ადგილი კი "მერსედესს" ერგო, რომელმაც "ფერარის" ექვსი ქულით მოუგო.

ბრაზილიის გრან-პრი. XIX ეტაპი

სან პაულუ (71 წრე, 305.909 კმ)

1(1). სებასტიან ფეტელი ("რედ ბული", გერმანია) 1:32.36,300 (2 პიტსტოპი)

2(4). მარკ უებერი ("რედ ბული", ავსტრალია) +10,452 (2)

3(3). ფერნანდო ალონსო ("ფერარი", იტალია) +18,913 (2)

4(14). ჯენსონ ბატონი ("მაკლარენი", ბრიტანეთი) +37,360 (2)

5(2). ნიკო როსბერგი ("მერსედესი", გერმანია) +39,048 (2)

6(19). სერხიო პერესი ("მაკლარენი", მექსიკა) +44,051 (2) 196.643 2

7(9). ფელიპე მასა ("ფერარი", ბრაზილია) +49,110 (3)

8(10). ნიკო ჰიულკენბერგი ("ზაუბერი", გერმანია) +1.04,252 (2)

9(5). ლუის ჰემილტონი ("მერსედესი", ბრიტანეთი) +1.12,903 (3)

10(7). დანიელ რიკარდო ("ტორო როსო", ავსტრა) 1 წრე (2)

11(12). პოლ დი რესტა ("ფორს ინდია", ბრიტანეთი) 1 წრე (2)

12(17). ესტებან გუტიერესი ("ზაუბერი", მექსიკა) 1 წრე (2)

13(15). ადრიან სუტილი ("ფორს ინდია", გერმანია) 1 წრე (3)

14(11). ჰეიკი კოვალაინენი ("ლოტუსი", ფინეთი) 1 წრე (2)

15(8). ჟან-ერიკ ვერნი ("ტორო როსო", საფრანგეთი) 1 წრე (3)

16(16). პასტორ მალდონადო ("უილიამსი", ვენესუელა) 1 წრე (2)

17(21). ჟიულ ბიანკი ("მარუსია", საფრანგეთი) 2 წრე (2)

18(20). გიდო ვან დერ გარდე ("კატერჰემი", ჰოლანდია) 2 წრე (3)

19(22). მაქს ჩილტონი ("მარუსია", ბრიტანეთი) 2 წრე (3)

20(18). შარლ პიკი ("კატერჰემი", საფრანგეთი) 12 წრე

21(13). ვალტერი ბოტასი ("უილიამსი", ფინეთი) 25 წრე

22(6). რომენ გროსჟანი ("ლოტუსი", საფრანგეთი) 68 წრე

საერთო ჩათვლა

1. სებასტიან ფეტელი ("რედ ბული", გერმანია) - 397 (13 მოგება); 2. ფერნანდო ალონსო ("ფერარი", იტალია) - 242 (2); 3. მარკ უებერი ("რედ ბული", ავსტრალია) - 199; 4. ლუის ჰემილტონი ("მერსედესი", ბრიტანეთი) - 189 (1); 5. კიმი რაიკონენი ("ლოტუსი", ფინეთი) - 183 (1); 6. ნიკო როსბერგი ("მერსედესი", გერმანია) - 171 (2); 7. რომენ გროსჟანი ("ლოტუსი", საფრანგეთი) - 132; 8. ფელიპე მასა ("ფერარი", ბრაზილია) - 112; 9. ჯენსონ ბატონი ("მაკლარენი", ბრიტანეთი) - 73; 10. ნიკო ჰიულკენბერგი ("ზაუბერი", გერმანია) - 51; 11. სერხიო პერესი ("მაკლარენი", მექსიკა) - 49; 12. პოლ დი რესტა ("ფორს ინდია", ბრიტანეთი) - 48; 13. ადრიან სუტილი ("ფორს ინდია", გერმანია) - 29; 14. დანიელ რიკარდო ("ტორო როსო", ავსტრა) - 20; 15. ჟან-ერიკ ვერნი ("ტორო როსო", საფრანგეთი) - 13; 16. ესტებან გუტიერესი ("ზაუბერი", მექსიკა) - 6; 17. ვალტერი ბოტასი ("უილიამსი", ვენესუელა) - 1; 18. პასტორ მალდონადო ("უილიამსი", ვენესუელა) - 1.

კონსტრუქტორთა თასი

1. რედ ბული - 596; 2. მერსედესი - 360; 3. ფერარი - 354; 4. ლოტუსი - 315; 5. მაკლარენი - 122; 6. ფორს ინდია - 77; 7. ზაუბერი - 57; 8. ტორო როსო - 33; 9. უილიამსი - 5.

"ფერარი" ბოსს იცვლის?

"ფერარის" ხელმძღვანელმა სტეფანო დომენიკალიმ განაცხადა, რომ მზად არის დატოვოს თავისი პოსტი, თუ მის ადგილზე ღირსეული პრეტენდენტი გამოჩნდება. ინგლისური პრესა წერს, რომ იტალიური გუნდი უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს "მერსედესის" ამჟამინდელ შეფთან, როს ბრაუნთან, რომელიც გერმანული საჯინიბოს დატოვებას აპირებს მფლობელებთან კონფლიქტის გამო.

ჟურნალისტები არ გამორიცხავენ, რომ ბრაუნი შეიძლება დაბრუნდეს "ფერარიში", სადაც წარმატებით მუშაობდა მიხაელ შუმახერის დომინირების პერიოდში.

"რა თქმა უნდა, თუ დავინახე, რომ ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა, ხვალვე დავტოვებ პოსტს, - ამბობს დომენიკალი. - ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ "ფერარიმ" ისევ დაიწყოს მოგება კონსტრუქტორთა თასზე. ჯერჯერობით "რედ ბულთან" ბრძოლას მხოლოდ იმედგაცრუება მოაქვს, მაგრამ, ამავდროულად, ეს მოტივაციას გვმატებს. ვოცნებობთ, ისევ გავხდეთ პირველები.

ამასთან, ჩემ ზემოთ არის ხელმძღვანელობა და მან შეიძლება საკუთარი გადაწყვეტილება მიიღოს. მე ამას უპრობლემოდ მივიღებ, რადგან, საბოლოო ჯამში, "ფერარი" ყველაფერზე მაღლა დგას. რაც შეეხება ბრაუნს, არაფრის კომენტირება არ შემიძლია. მე პატივს ვცემ როსს, როგორც კარგ ნაცნობსა და პროფესიონალს. უნდა დავიცადოთ და ვნახოთ, რა მოხდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ავტოსპორტი: ვინ იქნება წლის პიროვნება?

მოდელს მომღერალი არჩია - ლამინ იამალს არგენტინელ ქალბატონთან რომანი აქვს
მაუროს თავს ცუდი ამბებია, შვილები აღარ ელაპარაკებიან და ერთ-ერთმა გვარის შეცვლა გადაწყვიტა
[VIDEO] ზურაბ კახაბრიშვილის გმირობა - მადლიერი უნგრელი სპორტსმენის ინტერვიუ
"ნაპოლიში" კვარაცხელიას ეს ფენომენი შეცვლის" - ანტონიო კასანო
უკრაინელი თავდამსხმელი "ვილიარეალში" არ გადავა, რომელიც მიქაუტაძის შეძენას ცდილობს
"ყარაბაღი" მეორედ იასპარეზებს ჩემპიონთა ლიგაზე
ახალგაზრდული ახალ შესარჩევს ქუთაისში - ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩით დაიწყებს
დეშამმა საფრანგეთის ნაკრებში პსჟ-ს ხუთ ფეხბურთელს უხმო
იური ტაბატაძე "კადისის" ფეხბურთელი გახდა
ლიეტუვამ ევრობასკეტი მარტივი გამარჯვებით დაიწყო
2020 წლის ევროპის ჩემპიონმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
პსჟ-მა მეკარე გაასხვისა და საფონოვის წასვლა თითქმის გამოირიცხა
"ფიორენტინა" 24 წლის იტალიელი ფორვარდით გაძლიერდა
"ატალანტას" ახალგაზრდა ფორვარდი კარიერას თურქეთში განაგრძობს
სუდაკოვი, რომლის შეძენა "ნაპოლის" სურდა, შესაძლოა, პორტუგალიაში აღმოჩნდეს
"მარსელიდან" მოკვეთილი რაბიოს დამატება "მილანმა" მოინდომა
გოგლიჩიძის "უდინეზემ" პოლონელი გოლეადორი დაიმატა
რამდენი ქართველი ითამაშებს ჩემპიონთა ლიგაზე - 6 ინგლისიდან და ყაზახების გაზრდილი გეოგრაფია
კარგი ამბავი პარიზიდან - კვარაცხელიამ ვარჯიში დაიწყო
კიტეიშვილის "შტურმმა" მოიგო, თუმცა ევროპა ლიგაზე მოუწევს ასპარეზობა
ხარობს სრულიად ყაზახეთი - "კაირატი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
დვალი სოფიის ცსკა 1948-სთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს
AS: მამარდაშვილმა საკუთარ თავს ყოველდღე უნდა დაუსვას კითხვა, მიიღო თუ არა საუკეთესო გადაწყვეტილება
დიდი ცვლილება ფორმულა 1-ში - "ფერარის" მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი ტოვებს
ფეტელს "ასტონ მარტინში" მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი ჩაანაცვლებს
სებასტიან ფეტელი ანტირეიტინგში
კორონავირუსის გამო ცვლილებები ფორმულა 1-საც შეეხო
აშშ-ის გრანპრი: ისევ ფეტელი, ამჯერად რეკორდით
"არ მგონია, ლუისმა მიხაელის რეკორდის გაუმჯობესება მოახერხოს... მიზეზი?" - ფელიპე მასამ ჰამილტონსა და შუმახერზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება - ჩემპიონი კვლავ ფორმულა 1-ში იასპარეზებს?!
მარკ უებერი სერიოზულ ავარიაში მოყვა [VIDEO]
მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი სებასტიან ფეტელი ფორმულა 1-იდან მიდის
ᓤᓝᓠᓛᓣᓚᓐ 1: "ᓠᓔᓓ ᓑᓣᓚᓘ" ᓫᓐᓚᓘᓐᓜ ᓣᓙᓛᓐᓧᓝᓤᓘᓚᓝᓐ
მიხაელ შუმახერი ქალიშვილმა ასახელა
მიხაელ შუმახერმა, შესაძლოა, მკურნალობა აშშ-ში გააგრძელოს
ფორმულა 1: 2014 წლის ჭორ-მართალი
"მიყვარხარ, პატივია გიწოდო ჩემი მეგობარი..." - ჰამილტონი ფეტელს დაემშვიდობა [VIDEO]
ᓣᓜᓒᓠᓔᓗᓘᓡ ᓒრᓐᓜᓞᓠᓘ: ᓡᓐᓘᓜᓢᓔრᓔᓡᓝ ᓡᓢᓐᓢᓘᓡᓢᓘᓙᓐ
ფორმულა 1-ის ტრაგიკული ამბავი - ნიჭიერი ჟიულ ბიანკის გარდაცვალება და მისი მეოცნებე ნათლულის მისია - ჩემპიონობა ნათლიისთვის!
"ფერარის" პილოტები ერთმანეთს შეეჯახნენ [VIDEO]
შუმახერის კარიერაში ყველაზე მტკივნეული გამარჯვების ისტორია
"ვნებდები; იმედი მაქვს, ეს სეზონი მალე დასრულდება" - ლუის ჰამილტონი ბოლიდით წელსაც უკმაყოფილოა
"ჩემთვის ეს უფროა გართობა" - ფერნანდო ალონსომ თანამედროვე ბოლიდის მოყვანილობაზე კომენტარი გააკეთა
Auto-bild.ro: მიხაელ შუმახერის სიმაღლე 14 სანტიმეტრით შემცირდა
მიხაელ შუმახერის საჩემპიონო ბოლიდი იყიდება
ფერნანდო ალონსომ ლეგენდარული ფერარი ენცო 5.4 მილიონ ევროდ გაყიდა