ნაკრებში მოხვედრა საქართველოს ჩემპიონატში ნაჩვენებ შედეგზე იქნება დამოკიდებული
ხვალ, 11 საათზე დიღომში, ძიუდოს აკადემიაში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა საქართველოს ჩემპიონატი დაიწყება. ტურნირში ქვეყნის თითქმის ყველა უძლიერესი ფალავანი იასპარეზებს, ვისაც კი გაისად ნაკრებში მოხვედრის პრეტენზია გააჩნია, თუმცა ასპარეზობა მაინც მთავარი ლიდერის - გიორგი გოგშელიძის (96) გარეშე ჩაივლის. ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი ექიმთა დასკვნის საფუძველზე გაათავისუფლეს - კისერი სტკივა.

გადაიდო ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ რევაზ მინდორაშვილის (84) დაბრუნებაც, რომელიც ბოლო ხანებში გერმანიაში მკურნალობს. ჩემპიონატზე არ იქნება თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი, ოლიმპიური ჩემპიონი ოთარ თუშიშვილიც (66).

პირველობას კიდევ ერთი ტიტულოვანი ფალავანი, ოღონდ ახალგაზრდული ნაკრების წევრი, ევროპის ვიცე-ჩემპიონი და მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორი თენგიზ ჩოჩიშვილი (60) დააკლდება - ცოტა ხნის წინ მენისკის ოპერაცია გაიკეთა და ახლა სარეაბილიტაციო პერიოდს გადის. ჩემპიონატში არ იასპარეზებს

ამ ოთხეულიის გარდა, ტურნირში უკლებლივ ყველა ლიდერი უნდა გამოვიდეს. სხვა თუ არაფერი, ამ ნაჩვენებ შედეგზეა დამოკიდებული ნაკრებში მოხვედრაც და ხელფას-ანაზღაურებაც მომავალ სეზონში.

ვფიქრობთ, გულშემატკივრის ყველაზე დიდ ინტერესს მძიმე წონა გამოიწვევს, სადაც წონის ლიდერობაზე პრეტენზიის მქონე ყველა ფალავანი იჭიდავებს - უფროსებში მსოფლიოს წლევანდელი ბრინჯაოს მედალოსანი ლევან ბერიანიძე, ახალგაზრდებში ევროპის წლევანდელი ჩემპიონი და მსოფლიოს მესამე პრიზიორი გიორგი საკანდელიძე, უფროსებში ევროპის ექს-ჩემპიონი დავით მოძმანაშვილი, ახალგარზდებში ევროპის ჩემპიონი გიორგი ნიკურაძე, ლევან სეთურიძე.

დღეს შეჯიბრებაში საწყისი ოთხი წონის - 55, 60, 66 და 74-ის ფალავნები ჩაებმებიან, ტურნირი კი შესვენების გარეშე ჩატარდება. დასწრება თავისუფალია. რაც შეეხება ხვალინდელ დღეს, ის 12 საათზე დაიწყება და ასევე შესვენების გარეშე ჩაივლის.

ირაკლი თავაძე

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა