ფრანგმა საწადელი ამოთქვა
"საუთჰემპტონთან" მოგების შემდეგ "არსენალის" მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი ხმამაღლა პირველად ალაპარაკდა, რომ მისი გუნდი მზად არის ჩემპიონის ტიტულისთვის საბრძოლველად.

წინ კიდევ დიდი გზაა. პრემიერლიგამ საერთო დისტანციის ლამის 1/3 განვლო და გვგონია, რომ პირველი შეფასებების გაკეთება უკვე უპრიანია. "მეთოფეები" უახლოეს მდევარს 4 ქულით უსწრებენ, შედეგიანობის მხრივ, მხოლოდ "სიტის" ჩამორჩებიან, მასზე ნაკლები გოლი კი ლიგაში მხოლოდ "საუთჰემპტონმა" გაუშვა.

ეს ყველაფერი იმ ფონზე, როცა ვენგერს სათადარიგოთა სკამი ხშირად თითქმის "ცარიელი" ჰქონდა. გუნდის ლაზარეთი ნელ-ნელა ცარიელდება. სარეაბილიტაციო პერიოდს მხოლოდ ლუკას პოდოლსკი და ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი აგრძელებენ.

"მოგება იმის დასტურია, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეგვიძლია, თუმცა ხარვეზები დღეს აშკარა იყო. მეტოქე თავდადებით იბრძოდა და მიზნის მიღწევა მაქსიმალურად გაგვირთულა. თავად დარწმუნდებით მათ სიძლიერეში, თუკი "წმინდანების" შედეგებს თვალს გადაავლებთ - ფრედ ითამაშეს "იუნაიტედთან", მოუგეს "ლივერპულს" და აქამდე მხოლოდ ხუთი ბურთი ჰქონდათ გაშვებული.

"საუთჰემპტონი" უაღრესად ორგანიზებული გუნდია, მაგრამ ჩვენ ყველაფერზე საკადრისი პასუხი აღმოგვაჩნდა. ვგრძნობდი, რომ ფეხბურთელები ერთმანეთის დასახმარებლად ნებისმიერ სიტუაციაში მზად იყვნენ. ეს ის თვისებაა, რომელიც ძალიან გვჭირდებოდა. წინ კიდევ დიდი სირთულეები გვექნება გადასალახი. ამისთვის საჭირო ამბიციებიც გვაქვს, სათანადო კონცენტრაციაც და გამარჯვების სურვილიც.

ჟირუმ დღეს საუკეთესო თამაში აჩვენა. მისი სტილი ყველასგან განსხვავდება, რადგან ის ფიზიკურ ძალას გვმატებს. თანაგუნდელებთან მისი შეთამაშების ხარისხი აშკარად უკეთესი ხდება. თავდამსხმელი რამდენადაც შორს უნდა იდგეს ეგოიზმისგან, გოლი ნებისმიერი მათგანისთვის მნიშვნელოვანია. სეზონის დაწყებამდე ჟირუ ალბათ ვერც წარმოიდგენდა, რომ ასე შედეგიანად ითამაშებდა. ყოველ გოლთან ერთად კი, მისი თავდაჯერება სულ უფრო მატულობს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

არსენ ვენგერი: ევროპაში ჭეშმარიტად მაღალი კლასის ფორვარდების დეფიციტია [VIDEO]

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ტომას მიულერმა და ოლივიე ჟირუმ სანაკრებო კარიერა დაასრულეს
"უმაღლესი დონის თვისებები აქვს, ახლა მეტი თამაში სჭირდება" - საფონოვმა ვენგერი აღაფრთოვანა
"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა
"გადაცემის შემდეგ ჩემს ნომერს გამოგიგზავნი" - ტიერი ანრიმ ვიქტორ იოკერეშს მიმართა
"კლოპი უკმაყოფილოა? იცით, რას გეტყვით?" - ვენგერმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის კრიტიკოსებს უპასუხა
პეტი: კლოპი თუ ვენგერი? - პასუხი მარტივია
ლუკას პოდოლსკი თურქეთში დაბრუნდა
ლუკას პოდოლსკიმ კიოლნში საშაურმე გახსნა
დადასტურდა - ჟირუ "ლოს-ანჯელესში" გადავა
100-იანთა კლუბში - სიმეონე ფერგიუსონისა და ვენგერის გზაზე
პოდოლსკი მისსავე ორგანიზებული საქველმოქმედო მატჩიდან გააძევეს [VIDEO]
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
"მოიგებს თუ არა წელს "არსენალი" ტიტულს?" - არსენ ვენგერმა შეკითხვას უპასუხა
1 გოლი ჟირუსთან გათანაბრებამდე - მბაპე რეკორდსმენი სავარაუდოდ, მალე გახდება
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
ლუკას პოდოლსკი: მადლობა ღმერთს, რომ ასეთი ძლიერი დარტყმით დამაჯილდოვა
"მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგას ვერ მოიგებს" - მაიკლ ოუენი
გერმანია-ინგლისი 1:0 - "ათიანის" გამოთხოვება და ბენეფისი [VIDEO]
"პორტოს" "არსენალის" მცველების დამატება სურს - რას ითხოვენ "მეთოფეები"?
"არსენალს" პრემიერლიგაში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ მნიშვნელოვან დროს, არტეტა უკან იხევს" - კარაგერმა "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელი გააკრიტიკა
"იუვენტუსი", პსჟ და "რეალი" უარით გავისტუმრე - ვენგერმა "არსენალში" გატარებულ პერიოდზე ისაუბრა
ლუკას პოდოლსკი გერმანიაში შაურმების ქსელს აფართოვებს
"გითხრათ, ძიუბა იბრაჰიმოვიჩსა და ჟირუს რითი ჰგავს?" - "რენის" ყოფილი მცველის უცნაური განცხადება