"ჩვენი" დიეგო "სპარტაკის" 18 წლის მარცხენა მცველია და ცხინვალელთა შემადგენლობაში წლევანდელ სეზონში გამოჩნდა

საქართველოში უცნაური სახელები აღარავის უკვირს, მაგრამ ლენსტალბერის (ლენინ-სტალინ-ბერია), ჯუსტანის (ჯუღაშვილ-სტალინი), პობედას, ვილენის (ვლადიმერ ილიას ძე ლენინი), დაზმირის (და ზდრავსტვუეტ მირ) და მსგავსთა შემდეგ სასიამოვნოდ გავოცდით, როდესაც ცხინვალის "სპარტაკის" განაცხადში ამოვიკითხეთ - დიეგო ლობჟანიძე.

დიეგო ბევრ ცნობილ ფეხბურთელს ჰქვია - ფორლანს, მილიტოს, ტრისტანს... მაგრამ, ცხადია, ეს სახელი ჩვენთან მარადონასთან ასოცირდება. და თუ სამხრეთამერიკელ მოთამაშეთა შორის დიეგოების მთელი წყება ბუნებრივი ამბავია, საქართველოსთვის ეს სახელი უცხოა.

"ჩვენი" დიეგო "სპარტაკის" 18 წლის მარცხენა მცველია და ცხინვალელთა შემადგენლობაში წლევანდელ სეზონში გამოჩნდა. ლობჟანიძისთვის სახელი ცნობილი მექსიკელი და ესპანელის მხატვრების, დიეგო რივერას ან დიეგო ველასკესის სიყვარულით არ შეურჩევიათ - მარადონათი აღფრთოვანებამ ერთ ქართულ ოჯახში ისე შეაღწია, რომ შვილს არგენტინელი მეგავარსკვლავის სახელი დაანათლეს.

"რა თქმა უნდა, დიეგო მამაჩემმა მარადონას პატივსაცემად დამარქვა. 1986 წლის მექსიკის მსოფლიოს ჩემპიონატზე მარადონამ ინგლისს ზღაპრული გოლი რომ გაუტანა, მამაჩემს მაშინ უთქვამს, ბიჭი თუ მეყოლება, დიეგოს დავარქმევო და ასეც მოხდა. მე 1991 წელს დავიბადე და მართლა ასე გააკეთა. სახელმა ჩემს ცხოვრებაზე დიდი გავლენა მოახდინა. მამას ფეხბურთი ძალიან უყვარს, მეც მასავით შემიყვარდა და ვალდებულიც ვიყავი, ფეხბურთი მეთამაშა", - ამბობს ლობჟანიძე.

დიეგო ლობჟანიძე ცხინვალელთა შემადგენლობაში თბილისის "დინამოს" დუბლშემადგენლობიდან მოხვდა. თუმცა, დიდი სეხნიისგან განსხვავებით, სიმაღლით ლამის ორი მეტრია...

"ხუთი წელი თბილისის "დინამოს" აკადემიაში ვვარჯიშობდი, მერე ერთი წელი დუბლებში გამოვდიოდი, "სპარტაკში" კი წლეულს გადმოვედი. ჯერ დუბლებში მაკვირდებოდნენ, ახლა კი დამაწინაურეს და ძირითადში გადმომიყვანეს. ალბათ, უხერხულიც არის, დიეგო დუბლებში თამაშობდეს. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით...~

მარადონას სიყვარული მამისგან შვილსაც გადაედო და მისი ცხოვრება გასულ წელს ერთმა მოვლენამ გაალამაზა.

"როდესაც მარადონა საქართველოში ჩამოვიდა, შევხვდი, მის პრესკონფერენციას დავესწარი, ბურთზე ავტოგრაფი ვთხოვე და ძალიან ბედნიერი ვიყავი, ამხელა ფეხბურთელი პირადად რომ ვნახე".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა