კანოესა და კაიაკში (ბაიდარა) ექვსი ქართველი სპორტსმენი მონაწილეობდა და ყველა მათგანი მედლით დაბრუნდა
მინგეჩაურში (აზერბაიჯანი) დამთავრდა ნიჩბოსანთა საერთაშორისო რეგატა. კანოესა და კაიაკში (ბაიდარა) ექვსი ქართველი სპორტსმენი მონაწილეობდა და ყველა მათგანი მედლით დაბრუნდა.

განსაკუთრებით, უფროსებში მცხეთელი ზაზა ნადირაძე გამოირჩა. 200 მეტრზე კანოეთი ასპარეზობისას მან პირველი ადგილი დაიკავა და უკან მოიტოვა მასპინძელთა 2013 წლის მსოფლიოს ჩემპიონი სერგეი ბეზუგლი და წლევანდელი ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოსპრიზიორი ალექსანდრ კუპინი.

ამ წარმატებისთვის აზერბაიჯანის ნიჩბოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა ზეინალოვმა ქართველი სპორტსმენი 500 ევროთი დააჯილდოვა.

1996-98 წლებში დაბადებულთა შეჯიბრებაში კაიაკით თბილისელმა ბადრი ყაველაშვილმა 200 და 500 მეტრზე ოქროს მედლები მოიპოვა, 1000 მეტრზე კი მეორე იყო. ამავე დისციპლინაში გელა ფიცხელაურმა (თბილისი) 500 მეტრზე მეორე, 200 მეტრზე კი მესამე ადგილები დაიკავა.

ამავე ასაკის კანოისტებში დუშელებმა იყოჩაღეს: მალხაზ ჭინჭარაშვილმა 200 და 500 მეტრზე პირველი ადგილები დაიკავა, ხოლო გიორგი ყარსიმაშვილი ბრინჯაოებს დასჯერდა.

უმცროს ასაკში ერთი მონაწილე გვყავდა: თბილისელმა ლუკა თხილაიშვილმა ერთადგილიანი კაიაკით

200 და 500 მეტრზე ვერცხლის მედლები დაიმსახურა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გია გაბედავა 23 წლამდე კანოეისტთა ევროპის ჩემპიონატიდან ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა
ზაზა ნადირაძემ მესამე ევროპულ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ბადრი ყაველაშვილმა ნიჩბოსნობაში მსოფლიოს თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ზაზა ნადირაძემ მსოფლიო თასის სპრინტზე მე-3 ადგილი დაიკავა
საბოლოო უარი "ბარსას", პსჟ-ს ნეიმარის "რეალისთვის" მიყიდვა სურს - 22 აგვისტოს დაიჯესტი
მინსკი 2019: ქართველი ნიჩბოსნები უმედლოდ დარჩნენ
კაიაკი და კანოე: ნადირაძე და ყაველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში არიან
"ბარსელონას" ბოლო მცდელობა ნეიმარის შესაძენად - 25 აგვისტოს დაიჯესტი
მინსკი 2019: ქართველი სპორტსმენების 27 ივნისის განრიგი